სამეცნიერო ჟურნალმა „სამართლის მაცნემ“ პირველი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

სამეცნიერო ჟურნალმა „სამართლის მაცნემ“ პირველი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

დღეიდან სამეცნიერო ჟურნალი „სამართლის მაცნე“ მსხვილ საერთაშორისო სამეცნიერო ბაზა  ISI (International scientific indexsing) – ში ინდექსირდება.

ვულოცავთ ჟურნალის საერთაშორისო წარმატებას გამომცემელი ორგანიზაციის „სამართლის მეცნიერთა კავშირის” წევრებს, ჟურნალის სარედაქციო კოლეგიას, რედაქტორებს, ავტორებს და იურიდიულ საზოგადოებას!

როგორც მოგეხსენებათ ISI გახლავთ სერვერი რომელიც ახდენს წამყვანი საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალების ინდექსირებას. შემდგომში ISI უზრუნველყოფს „სამართლის მაცნეს“ იმპაქტ-ფაქტორის გამოთვლას.

ISI ასევე უზრუნველყოფს ღია წვდომის ხარისხიანი ჟურნალების ხელმისაწვდომობას. სერვერმა უნდა მოიცვას ღია წვდომის ყველა სამეცნიერო ჟურნალი, რომლებიც იყენებენ ხარისხის კონტროლის შესაბამის სისტემას.

ჟურნალი „სამართლის მაცნე“ აქტიურად აგრძელებს მუშაობას სხვა მაღალ რეიტინგულ საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებში ინდექსირებისა და იმპაქტ-ფაქტორის მოპოვებისათვის, ვინიდან სწორედ ჟურნალის საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებში ინტეგრაცია  ხელს შეუწყობს ჟურნალის პოპულარიზაციას, სამართლის დარგში მნიშვნელოვანი სამეცნიერო კვლევების წარმოჩენას,  ქვეყნის და საერთაშორისო საზოგადოებისათვის გაცნობას და აღნიშნული კვლევების საერთაშორისო ინტეგრაციას.

ISI – ს ვებგვერდი:  https://isindexing.com/isi/journaldetails.php?id=14343