მისია და მიზნები

სამართლის მეცნიერთა კავშირის მიზნებია:

საქართველოში სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის და საზოგადოებაში მართლშეგნების დონის ამაღლების, სამართლის მეც­ნიე­რე­ბის და იურიდიული განათლების განვითარების ხელშეწყობა, სამართლის მეცნიერთა და მკველავართა, ასევე სამართლის დარგში სამეცნიერო კვლევების კოორდინაცია, სამართლის მეცნიერთა და პროფესორ-მასწავლებელთა უფლებათა დაცვა.

სამართლის მეცნიერთა კავშირი ეწევა შემდეგ საქმიანობას:

  • ახდენს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობას და კოორდინაციას;
  • ეწევა სამეცნიერო-კვლევით და საექსპერტო საქმიანობას;
  • ხელს უწყობს განსაკუთრებული სამეცნიერო კვლევების წარმოჩენას;
  • ამზადებს საკანონმდებლო წინადადებებს;
  • მონაწილეობს საკანონმდებლო ცვლილებების განხილვაში;
  • ახდენს კანონპროექტების და საკანონმდებლო ბაზის სამართლებრივ შეფასებას, ექსპერტიზას და მათზე ამზადებს დასკვნებს;
  • ატარებს სამეცნიერო კონფერენციებს და აწყობს დისკუსიებს;
  • გამოსცემს ბეჭდვით და ელექტრონულ სამეცნიერო-პრაქტიკულ ჟურნალებს და სხვა ლიტერატურას;
  • ატარებს საჯარო ლექცია-სემინარებს და ტრენინგებს;
  • ზრუნავს იურიდიული ლიტერატურით აღჭურვილი საბიბლიოთეკო ქსელის, შექმნასა და განვითარებაზე;
  • ზრუნავს სამართლის დარგში დაცული დისერტაციების და რეფერატების ბანკის შექმნაზე;
  • ქმნის კავშირის სტრუქტურულ ერთეულებს;
  • ქმნის კომისიებს და სამეცნიერო საბჭოებს;
  • აწესებს და ანიჭებს ტიტულებს, გასცემს ჯილდოებს, პრემიებს სამართლის მეცნიერების და იურიდიული განათლების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის, ასევე ამ დარგის ხელშეწყობისათვის განსაკუთრებული სამეცნიერო მიღწევების წარმოსაჩენად;
  • ამყარებს ურთიერთობებს როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ მომუშავე მეცნიერებთან, სამეცნიერო, საგანმანათლებლო და პროფესიულ ორგანიზაციებთან;
  • თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.