კავშირის წევრის გიორგი თუმანიშვილის ახალი წიგნი
გამოიცა სამართლის მეცნიერთა კავშირის წევრის, პროფესორ გიორგი თუმანიშვილის საავტორო წიგნი: “რთული მნიშვნელობების მარტივი თეორია (STDM), როგორ არის შესაძლებელი ადამიანის ,,მეს’’ დიგიტალიზაცია და სხვაგან გადატანა, ანუ – უკვდავება“.
ნაშრომი შედგება ორი თავისგან, რომელთაგანაც პირველი ეთმობა ადამიანის ,,მეს’’, ,,მე-იდენტობის’’, ,,მე-ცნობიერების’’ შინაარსობრივ საკითხებს და ,,მეს’’ რაობის კონცეფციებს ფსიქოლოგიაში, ხოლო მეორე თავი ეთმობა ადამიანის მეხსიერების კვლევას. ამ თავში ავტორის მიერ ჩამოყალიბებულია ე.წ. რთული მნიშვნელობების მარტივი თეორია (Simple Theory of Difficult Meanings) რომელიც წარმოადგენს ფსიქოლოგიის, ფილოსოფიის, ნეიროფიზიოლოგიის, ნეიროქიმიის, კვანტური ფიზიკისა და ნეიროკვანტოლოგიის ინტერდისციპლინარულ, ახალ კონსტრუქტს. STDM ცდილობს ახლებურად ახსნას ადამიანის ,,მეს’’ ბუნება და თეორიული განზოგადების პირობებში (მომავალში) შესაძლებელს ხდის ადამიანის ,,მეს’’ შემადგენელი მაფორმირებელი ელემენტების დიგიტალიზაციას.
ამ ეტაპისათვის წიგნი ხელმისაწვდომია Amazon.com-ის ვებგვერდზე.
წიგნი გამოსცა კავკასიის უნივერსიტეტმა.