კავშირის წევრის პროფესორ ზვიად გაბისონიას საერთაშორისო წარმატება
სამართლის მეცნიერთა კავშირის თანადამფუძნებელი წევრი, პროფესორი ზვიად გაბისონია, ევროკავშირის სამი ორგანიზაციის მმართველთა საბჭოს წევრად და საქართველოს წარმომადგენლად აირჩიეს
სამართლის მეცნიერთა კავშირი ბატონ ზვიად გაბისონიას ულოცავს ამ დიდ წარმატებას !
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი, პროფ. ზვიად გაბისონია, ევროკომისიის შესაბამისი სტრუქტურების მიერ არჩეული იქნა ევროკავშირის სამი ორგანიზაციის – ევროპული კვლევების ინოვაციების სივრცის კომიტეტის (ERAC- The European Research Area Committee), კვლევითი ინფრასტრუქტურის ევროპის სტრატეგიული ფორუმის(ESFRI – European Straregy Forum on Research Infrastructures) და ევროკავშირის EOSC (European Open Science Cloud)-ის მმართველთა საბჭოს წევრად და საქართველოს წარმომადგენლად.
ERAC(The European Research Area Committee)- ევროპული კვლევების ინოვაციების სივრცის კომიტეტი წარმოადგენს მთავარ საკონსულტაციო ორგანოს ევროკავშირის სამეცნიერო პოლიტიკის, კვლევებისა და ინოვაციების პოლიტიკის შემუშავებისა და მხარდაჭერის მიმართულებით.
ESFRI (European Straregy Forum on Research Infrastructures) – კვლევითი ინფრასტრუქტურის ევროპის სტრატეგიული ფორუმი წარმოადგენს ევროკავშირისსტრატეგიულ ორგანოს, რომლის მიზანია ევროკავშირის და ასოცირებული ქვეყნების, სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარება-მხარდაჭერა.
EOSC (European Open Science Cloud)- ევროკომისიის პროგრამაა, რომლის ამოცანაა ძვირადღირებული საერთაშორისო სამეცნიერო ბაზების ჩანაცვლება ხელმისაწვდომი და უფასო სამეცნიერო ბაზებით წევრი ქვეყნებისთვის.