გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო დისკუსია “აუცილებელი მოგერიების და უკიდურესი აუცილებლობის აქტუალური საკითხები სისხლის სამართალში
2021 წლის 18 ნოემბერს „სამართლის მეცნიერთა კავშირის“ და საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი “სამართლის მაცნეს“თანაორგანიზებით გაიმართა ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო დისკუსია “აუცილებელი მოგერიების და უკიდურესი აუცილებლობის აქტუალური საკითხები სისხლის სამართალში.
დისკუსია გაიმართა ზუმის პლატფორმით.
ღონისძიებაზე მოხსენებებით წარსდგნენ:
პროფესორი გუსტავო ბალმასედა ჰოიოს ჩილედან და კახა წიქარიშვილი.
პროფესორი გუსტავო ბალმასედა ჰოიოსი გახლავთ სამართლის დოქტორი (ესპანეთი), პროფესორი, სისხლის სამართალში, ჩილეს სამართლის შემსწავლელთა ცენტრის აკადემიური დირექტორი, ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, 40 მდე სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი.
აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 4 დეკემბერს პროფესორი გუსტავო ბალმასედა ჰოიოსი “სამართლის მეცნიერთა კავშირის” და ჟურნალი “სამართლის მაცნეს” თანაორგანიზებით გამართულ ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო დისკუსიაზე წარსდგა 1 საათიანი მოხსენებით თემაზე “თანამონაწილეობის საკვანძო ასპექტები საქართველოსა და ლათინური ამერიკის ქვეყნების სისხლის სამართალში (ჩილეს მაგალითზე).”
კახა წიქარიშვილი გახლავთ სამართლის მეცნიერთა კავშირის წევრი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი.
დისკუსია გაიმართა საპილოტე პროექტ „ონლაინ სამეცნიერო დისკუსიების“ ფარგლებში.
დისკუსიაზე მონაწილებდნენ სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, ადვოკატები, მოსამართლე და იურისტები.
დისკუსიის სრული ვიდეო ჩანაწერი ხელმისაწვდომი იქნება როგორც youtube -ზე, ასევე სამართლის მეცნიერთა კავშირის და ჟურნალ „სამართლის მაცნეს“ ვებ-გვერდზე.
დისკუსიის ვიდეო ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზეც: