გიწვევთ კავშირის წევრთა საერთო კრებაზე!

გიწვევთ კავშირის წევრთა საერთო კრებაზე!

სამართლის მეცნიერთა კავშირიწევრის წევრთა საყურადღებოდ!

 გთხოვთ მობრძანდეთ „სამართლის მეცნიერთა კავშირის“ წევრთა საერთო კრებაზე, რომელიც ჩატარდება 2026 წლის 11 ივლისს 11:00 საათზე – მისამართზე – თბილისი, მ. კოსტავას 68ბ, სართული 1, ქართულ-ევროპული განათლების აკადემია VETO-ს ოფისი.

შეგახსენებთ, რომ კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კავშირის წევრთა ნახევარზე მეტი.

გთხოვთ დაგვიდასტუროთ კრებაზე მონაწილება.

 

კავშირის საერთო კრების დღის წესრიგი:

  1. კავშირის სასწავლო ცენტრის სახელით ფასიანი ტრენინგების დაგეგმვა;
  2. ჟურნალ “სამართლის მაცნეს” დაფინანსების საკითხის განხილვა;
  3. კავშირის საწევრო გადასახადის შესახებ გადაწყვეტილებების მიღება;
  4. კავშირის საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის წახალისების საკითხის განხილვა;
  5. კავშირის სტრატეგიაზე მომუშავე ჯგუფის დაკომპლექტება;
  6. სამეცნიერო ღონისძიებების დაგეგემვა.