ჟურნალი „სამართლის მაცნე“-ს დოკუმენტაციის, ლოგოების და ყდის დიზაინის დამტკიცება
2020 წლის 9 მარტს გაიმართა სამართლის მეცნიერთა კავშირის გამგეობის სხდომა.
კავშირის თავმჯდომარემ და კავშირის ახლადდაარსებული საერთაშორისო ჟურნალ „სამართლის მაცნე“-ს მთავარმა რედაქტორმა, გამგეობას წარუდგინა ჟურნალის კონცეფცია, დებულება, პუბლიკაციის ეთიკა, სტატიების კონკურსის ჩატარების წესი, რეცენზირების წესი, სტატიების გაფორმების წესი, სტატიების შეფასების კრიტერიუმები და შეფასების ფორმა.
გამგეობის გადაწყვეტილებით ერთხმად მოწონებულ იქნა და დამტკიცდა წარმოდგენილი დოკუმენტაცია.
იმავე სხდომაზე გამგეობამ დამტკიცა ასევე ჟურნალის ლოგოები და ყდის დიზაინი.