გიწვევთ კავშირის წევრთა საერთო კრებაზე!
შეგახსენებთ, რომ კავშირის წესდების თანახმად მიმდინარე წლის აპრილის დასაწყისში იწურება კავშირის გამგეობის და თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადა. ამიტომ აუცილებეელია დროულად გამგეობის არჩევნების ჩატარება. ამასთან საჭიროებიდან გამომდინარე, კერძოდ, კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის და წესდებაში სხვა საკითხების უკეთ დარეგულირების მიზნით ვგეგმავთ წესდებაში ცვლილებების შეტანას, რისთვისაც ელფოსტებზე გამოგეგზავნათ წესდების ახალ რედაქცია კრებაზე განსახილველად და დასამტკიცებლად (ცვლილებები მონიშნულია ყვითელ და წითელ ფერებში.).
გარდა აღნიშნულისა, წესდების ახალ რედაქციაში ობიექტური მიზეზების გამო გათვალისწინებულია გამგეობის წევრთა რაოდენობის გაზრდა 5 წევრიდან 7 წევრამდე.
გთხოვთ წესდების ახალ რედაქციაზე შენიშვნების არსებობის შემთხვევაში მოგვაწოდოთ თქვენი შენიშვნები 2024 წლის 14 მარტამდე. ამასთან ნებისმიერ კავშირის წევრს უფლება აქვს გამგეობის არჩევნებში დააყენოს საკუთარი კანდიდატურა, რის თაობაზეც თხოვნა კავშირის ფოსტაზე უნდა გამოგვიზავნოთ 2024 წლის 14 მარტამდე.
შეგახსენებთ, რომ კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კავშირის წევრთა ნახევარზე მეტი.

მოსაწვევი გამოგეგზავნათ ელფოსტებზე. გთხოვთ დაადასტუროთ ფოსტის მიღება, ასევე დაადასტუროთ მონაწილეობა.