საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
“მართლმსაჯულების აქტუალური პრობლემები და მათი დაძლევის გზები”
2015 წლის 19 ივნისს 10 საათზე, სამართლის მეცნიერთა კავშირის და ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე “მართლმსაჯულების აქტუალური პრობლებები და მათი დაძლევის გზები.”
კონფერენციის მონაწილეები:
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია როგორც თეორიტიკოს (ლექტორებს, პროფესორ-მასწავლებლებს, დოქტორანტებს) ისე პრაქტიკოს იურისტებს.
მონაწილეთა რეგისტრაცია და ნაშრომების წარმოდგენის წესი:
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია. რეგისტრაციის გასავლელად, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თანდართული სარეგისტრაციო განაცხადი, შევსებული ფორმით, შემდეგ მისამართზე: info@esu.edu.ge
ნაშრომები წარმოდგენილ უნდა იქნეს შემდეგ მისამართზე: info@esu.edu.ge (გამოგზავნისას, გთხოვთ მიუთითეთ „საკონფერენციო ნაშრომი“ ელ-ფოსტის გზავნილის საგნის ველში)
რეგისტრაციის გავლის ბოლო ვადაა 2015 წლის 5 ივნისი, ხოლო ნაშრომის და რეზიუმეს (რეზიუმე წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ და ინგლისურ ენებზე.) წარმოდგენის ბოლო ვადაა 2015 წლის 10 ივნისი.
კონფერენციაში მონაწილეობის ფორმა:
მოხსენება;
დაუსწრებლად (მონაწილეები უცხოეთიდან).
უცხოეთში მყოფ მონაწილეებს, უფლება აქვთ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციურად („სკაიპის“ საშუალებით).
კონფერენციის რეგლამენტი:
მოხსენება 15 წუთი;
მსჯელობა 10 წუთი.
სამეცნიერო ნაშრომის სავალდებულო ფორმატი:
ნაშრომის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 15 გვერდს და შესრულებული უნდა იყოს A4 ფორმატში; შრიფტი „Sylfaen“ (ინგლისურ ენაზე შესრულებული ნაშრომისათვის „Times New Roman“); ინტერვალი 1.5; ფონტის ზომა 12.
ნაშრომს უნდა ახლდეს ინგლისურენოვანი რეზიუმე. ლიტერატურის ჩამონათვალი უნდა იყოს ნაშრომის ბოლოს, რეზიუმეს შემდეგ. უცხო ენაზე შესრულებული ნაშრომებისათვის სავალდებულოა რეზიუმე მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
სხვა მოთხოვნები:
წარმოდგენილი ნაშრომი აქამდე არ უნდა იყოს გამოქვეყნებული არცერთ სამეცნიერო ჟურნალში. სტატია საბოლოო განხილვისათვის გადაეცემა ჟურნალ ,,სამართალი და მსოფლიო’’-ს სარედაქციო კოლეგიას. მოწონებული ნაშრომების ავტორები მოწვეულნი იქნებიან კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, რის შესახებაც მიიღებენ შეტყობინებას არა უგვიანეს 2015 წლის 15 ივნისისა. სარედაქციო კოლეგიის შემადგენლობა იხილეთ ვებ-გვერდებზე: www.esu.edu.ge
კონფერენციის შემდგომ საკონფერენციო ნაშრომები გამოქვეყნებული იქნება ნაშრომების სპეციალურ გამოცემაში სამართლის საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში ,,სამართალი და მსოფლიო’’.
კონფერენციის ჩატარების ადგილი:
თბილისი, 0107, გუდიაშვილის #7, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
ზურაბ ჭყონია (+995 599177573)
იოსებ კელენჯერიძე (+995 577421616)
ან ეწვიეთ შემდეგ ვებგვერდს: www.lscientists.com; www.esu.edu.ge