სამართლის მეცნიერთა კავშირის მიზნებია:
საქართველოში სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის და საზოგადოებაში მართლშეგნების დონის ამაღლების, სამართლის მეცნიერების და იურიდიული განათლების განვითარების ხელშეწყობა, სამართლის მეცნიერთა და მკველავართა, ასევე სამართლის დარგში სამეცნიერო კვლევების კოორდინაცია, სამართლის მეცნიერთა და პროფესორ-მასწავლებელთა უფლებათა დაცვა.
სამართლის მეცნიერთა კავშირი ეწევა შემდეგ საქმიანობას:
- ახდენს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობას და კოორდინაციას;
- ეწევა სამეცნიერო-კვლევით და საექსპერტო საქმიანობას;
- ხელს უწყობს განსაკუთრებული სამეცნიერო კვლევების წარმოჩენას;
- ამზადებს საკანონმდებლო წინადადებებს;
- მონაწილეობს საკანონმდებლო ცვლილებების განხილვაში;
- ახდენს კანონპროექტების და საკანონმდებლო ბაზის სამართლებრივ შეფასებას, ექსპერტიზას და მათზე ამზადებს დასკვნებს;
- ატარებს სამეცნიერო კონფერენციებს და აწყობს დისკუსიებს;
- გამოსცემს ბეჭდვით და ელექტრონულ სამეცნიერო-პრაქტიკულ ჟურნალებს და სხვა ლიტერატურას;
- ატარებს საჯარო ლექცია-სემინარებს და ტრენინგებს;
- ზრუნავს იურიდიული ლიტერატურით აღჭურვილი საბიბლიოთეკო ქსელის, შექმნასა და განვითარებაზე;
- ზრუნავს სამართლის დარგში დაცული დისერტაციების და რეფერატების ბანკის შექმნაზე;
- ქმნის კავშირის სტრუქტურულ ერთეულებს;
- ქმნის კომისიებს და სამეცნიერო საბჭოებს;
- აწესებს და ანიჭებს ტიტულებს, გასცემს ჯილდოებს, პრემიებს სამართლის მეცნიერების და იურიდიული განათლების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის, ასევე ამ დარგის ხელშეწყობისათვის განსაკუთრებული სამეცნიერო მიღწევების წარმოსაჩენად;
- ამყარებს ურთიერთობებს როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ მომუშავე მეცნიერებთან, სამეცნიერო, საგანმანათლებლო და პროფესიულ ორგანიზაციებთან;
- თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.