გაიმართა კავშირის გამოცემა სამეცნიერო ჟურნალ „სამართლის მაცნეს” წარდგენის ღონისძიება
2020 წლის 21 ოქტომბერს 12 საათზე „სამართლის მეცნიერთა კავშირის“ ორგანიზებით გაიმართა ამავე კავშირის გამოცემა – საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალ „სამართლის მაცნეს“ წარდგენის ღონისძიება პლათფორმა ზუმის მეშვეობით.
ღონისძიებაზეე ასევე შედგა ჟურნალის პირველი ნომრის წარდგენა.
აღნიშნულ ნომერში გამოქვეყნებული სტატიების ავტორებმა წარადგინეს საკუთარი ნაშრომები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სამეცნიერო ორგანიზაციების, უნივერსიტეტების და სამეცნიერო წრეების თვალსაჩინო წარმომადგენლები, ასევე საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები.
შეხვედრა გაიმართა გულთბილ და მეგობრულ ვითარებაში.
შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს „სამართლის მაცნეს“ გამოცემის მნიშვნელობაზე და მაღალი შეფასება მისცეს ჟურნალის პირველ ნომერს. მათ ასევე დაადასტურეს სამართლის მეცნიერთა კავშირთან და ჟურნალ „სამართლის მაცნესთან აქტიური თანამშრომლობის მზაობა.
შეხვედრის ვიდეო ჩანაწერი იხილეთ აქ: