გაიმართა ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო დისკუსია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობა სამოქალაქო საზოგადოების და ადამიანის უფლებათა ჭრილში“

გაიმართა ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო დისკუსია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობა სამოქალაქო საზოგადოების და ადამიანის უფლებათა ჭრილში“
2024 წლის 27 ივნისს სამართლის მეცნიერთა კავშირის ორგანიზებით გაიმართა ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო დისკუსია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობა სამოქალაქო საზოგადოების და ადამიანის უფლებათა ჭრილში.“
ღონისძიებაზე განხილული იქნა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონმდებლობის მოდელები, ქართულ კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის და ეუთოს დასკვნები და კანონის მიღებასთან დაკავშირებული საპარლამენტო დებატები.
ღონისძიება გახლავთ საქართველოში აღნიშნული თემის სამეცნიერო დისკუსიაზე გამოტანის პირველი მცდელობა.
სამუშაო ენები: ინგლისური და ქართული.
უზრუნველყოფილი იყო სინქრონული თარგმანი.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ქართველი და უცხოეული მეცნიერები, ადვოკატები და უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგელები.
მომხსენებლები:
ნიკ რობინსონი, არასამეწარმეო სამართლის საერთაშორისო ცენტრის (ICNL) უფროსი მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში (აშშ). მისი კვლევები ეხება უცხოური გავლენის კანონმდებლობის და სამოქალაქო სექტორის ურთიერთმიმართების საკითხს. იგი მოხსენებით წარსდგა აშშ-ს კონგრესში ამერიკულ ფარაში („FARA”) არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით. მისი კვლევა გამოქვეყნდა უამრავ აკადემიურ ჟურნალში, მათ შორის, Duke Law Journal, Cornell Law Review და Minnesota Law Review-ში.
მოხსენების თემა: უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობა და სამოქალაქო საზოგადოება – შედარებითი მიმოხილვა.
კახა წიქარიშვილი, სამართლის მეცნიერთა კავშირის წევრი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი. იგი არის არაერთი სამეცნიერო სტატიის ავტორი.
მოხსენების თემა: ვენეციის კომისიის და ეუთოს დასკვნები უცხოური გამჭვირვალობის შესახებ საქართველოს კანონზე; კანონპროექტის განხილვასთან დაკავშირებული საპარლამენტო დებატები.
თითოეული მოხსენების შემდეგ გაიმართა დისკუსია.
მონაწილეებს მოხსენებების დაწყებამდე მისასალმებელი სიტყვით მიმართა იურიდიულ მეცნირებათა დოქტორმა, კიევის საავიაციო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლის და პროცესის კათედრის გამგემ და პროფესორმა, სამართლის მეცნიერთა კავშირის საპატიო წევრმა, სოფიო ლიხოვამ.
დისკუსიის ვიდეო ჩანაწერის შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე: