გაიმართა სამართლის მეცნიერთა კავშირის კრება
დღეს, 2024 წლის 24 მარტს, ქართულ-ევროპული აკადემია ვეტოს ოფისში, გაიმართა „სამართლის მეცნიერთა კავშირის“ წევრთა განმეორებითი საერთო კრება. კრებაზე სარევიზიო კომისიამ წარადგინა დეტალური ანგარიში კავშირის საფინანსო საქმიანობის თაობაზე, კავშირის დაფუძნებიდან, კერძოდ, 2014 წლიდან 2024 წლის იანვრის ჩათვლით. კრებამ სარევიზიო კომისიის ანგარიშის საფუძველზე ერთხმად დადებითად შეაფასა კავშირის საფინანსო საქმიანობა.
კრებაზე ერთხმად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება კავშირის წესდებაში ცვლილებების შეტანის შესახებ. სხვა ცვლილებებთან ერთად წესდებაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც კავშირის გამგეობის წევრთა რაოდენობა გაიზარდა ხუთიდან შვიდ წევრადმე.
კრებაზე არჩეულ იქნა 5 წლის ვადით კავშირის გამგეობა შემდეგი შემადგენლობით: ზურაბ ჭყონია, არჩილ ლორია, როინ მიგრიაული, ინგა ბერიძე, გია ლილუაშვილი, შალვა ქურდაძე და კახა წიქარიშვილი.
იმავე დღეს სამართლის მეცნიერთა კავშირის ახალი გამგეობის მიერ კავშირის თავმჯდომარედ და გამგეობის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა კავშირის მოქმედი თავმჯდომარე ზურაბ ჭყონია.
კრებაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით განსაზღვრული სხვა საკითხები.
„სამართლის მეცნიერთა კავშირი“ მადლობას უხდის “ქართულ-ევროპული აკადემია ვეტოს” დამფუძნებელს, ქალბატონ თამარ ვეფხვაძეს მხარდაჭერისთვის.