გიწვევთ ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო დისკუსიაზე თემაზე „გარემოს სისხლისსამართლებრივი დაცვა – ევროსაბჭოს 2025 წლის კონვენცია და მისი გამოწვევები“

გიწვევთ ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო დისკუსიაზე თემაზე „გარემოს სისხლისსამართლებრივი დაცვა   – ევროსაბჭოს 2025 წლის კონვენცია და მისი გამოწვევები“

„სამართლის მეცნიერთა კავშირი“ გიწვევთ სამეცნიერო წრეების, უნივერსიტეტების და ხელისუფლების წარმომადგენლებს, ადვოკატებს, მოსამართლეებს, პროკურორებს და პრაქტიკოს იურისტებს სამეცნიერო ონლაინ სამეცნიერო დისკუსიაში მონაწილეობისთვის თემაზე  „გარემოს სისხლისსამართლებრივი დაცვა   – ევროსაბჭოს 2025 წლის კონვენცია და მისი გამოწვევები“.

ორგანიზატორი – ა(ა)იპ „სამართლის მეცნიერთა კავშირი“

ღონისძიების თარიღი – 03.02.2026

დრო –  19:30 სთ.

ღონისძიება გაიმართება ონლაინ, ზუმის პლატფორმით.

უზრუნველყოფილი იქნება თარგმანი ქართულ ენაზე.

მომხსენებლები:

ექსპერტი ვინსენტ დელბოსი (საფრანგეთი) – ყოფილი მოსამართლე, ექსპერტი გარემოს დაცვითი მართლმსაჯულების საკითხებში, ადამიანის უფლებების ექსპერტი, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრევენციის ევროსაბჭოს კომიტეტის ყოფილი წევრი.

კახა წიქარიშვილი – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი, სამართლის მეცნიერთა კავშირის გამგეობის წევრი.

დისკუსიაში მონაწილეობის მსურველები შეგიძლიათ 2026 წლის 2 თებერვლამდე დარეგისტრირდეთ აქ განთავსებულ სარეგისტრაციო ბმულზე  და გამოგიგზავნით შეხვედრის ბმულს, რისი მეშვეობითაც შეძლებთ მონაწილეობას დისკუსიაში.

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfj8MB5VOcRcYIpmOAIbSjQVW12GgeGnNy-mQMoVMPIuoz3Eg/viewform?usp=publish-editor

დისკუსიის დღის წესრიგს იხილავთ ლინკზე https://docs.google.com/document/d/1K5W7K6x7mru1h7bRkTsLtXzJL9aP_tqdlNpGyAHOhUU/edit?usp=sharing

დისკუსიის სრული ვიდეო ჩანაწერი ხელმისაწვდომი იქნება როგორც youtube -ზე, ასევე სამართლის მეცნიერთა კავშირის ვებ-გვერდზე.