კავშირის წევრის გოჩა ოჩიგავას უცხოური სამეცნიერო ჟურნალის სარედაქციო-სამეცნიერო საბჭოს წევრად არჩევა

სამართლის მეცნიერთა კავშირის წევრი, სამართლის დოქტორი გოჩა ოჩიგავა არჩეულ იქნა საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის „გერმანიაში განათლებისა და სამეცნიერო ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრის მაცნე“-ს (დუსელდორფი) სარედაქციო – სამეცნიერო საბჭოს წევრად.
ბატონი გოჩა ოჩიგავა გახლავთ აღნიშნული ჟურნალის გამომცემელი ორგანიზაციის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.