ონლაინ სამეცნიერო დისკუსია თემაზე „სასამართლოში საქმის განხილვის დაჩქარების მექანიზმები-საერთაშორისო გამოცდილება და ქართული კანონმდებლობა“
„სამართლის მეცნიერთა კავშირი“ გიწვევთ სამეცნიერო წრეების, უნივერსიტეტების და ხელისუფლების წარმომადგენლებს, ადვოკატებს, მოსამართლეებს, პროკურორებს და პრაქტიკოს იურისტებს სამეცნიერო დისკუსიაზე თემაზე „სასამართლოში საქმის განხილვის დაჩქარების მექანიზმები-საერთაშორისო გამოცდილება და ქართული კანონმდებლობა.“
ორგანიზატორი – ა(ა)იპ „სამართლის მეცნიერთა კავშირი“
ღონისძიების თარიღი – 02.03.2024
დრო – 12:00 სთ.
ღონისძიება გაიმართება ონლაინ, ზუმის პლატფორმით.
მომხსენებლები:
საქმეთა გაჭიანურების მიზეზები, საქმეთა დაჩქარების საერთაშორისო სტანდარტები – კახა წიქარიშვილი, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლის პროფესორი, სამართლის მეცნიერთა კავშირის წევრი.
საქმის დაჩქარების სამართლებრივი მექანიზმები საქართველოში – შალვა ქურდაძე, სამართლის დოქტორი, ანდრიას ქართული უნივერსიტეტის პროფესორი, სამართლის მეცნიერთა კავშირის გამგეობის წევრი.
მოხსენებების ბოლოს გაიმართება დისკუსია.
ღონისძიების სრული ვიდეო ჩანაწერი ხელმისაწვდომი იქნება როგორც youtube -ზე, ასევე „სამართლის მეცნიერთა კავშირის“ ვებ-გვერდზე.
მონაწილეობის მსურველები შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ 2024 წლის 29 თებერვლის ჩათვლით ქვემოთ განთავსებულ სარეგისტრაციო ბმულზე, რის შემდეგაც გამოგიგზავნით შეხვედრის ბმულს, რომლის მეშვეობითაც შეძლებთ მონაწილეობას ღონისძიებაში.
სარეგისტრაციო ბმული: