სამართლის მეცნიერთა კავშირის რიგებს ყაზახეთიდან ცნობილი მეცნიერი ელენა მიცკაია შემოუერთდა
„სამართლის მეცნიერთა კავშირის“ რიგებს ყაზახეთიდან ცნობილი მეცნიერი ელენა მიცკაია შემოუერთდა.
ელენა მიცკაია გახლავთ იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, სამხრეთ ყაზახეთის მ. აუზოვის სახ. უნივერსიტეტის სისხლის სამართლის და პროცესის კათედრის პროფესორი, ყაზახეთის სპეციალიზირებული ეკონომიკური სასამართლოს არბიტრი, იურიდიულ კონსულტანტთა პალატა „ევრაზია ლეგალ გრუპის“ წევრი და სამეცნიერო ჟურნალ „სამართლის მაცნეს“ სარედაქციო კოლეგიის წევრი.
ელენა მიცკაია არის 150 სამეცნიერო ნაშრომის, 5 მონოგრაფიის, 5 სახელმძღვანელოს და 5 დამხმარე სახელმძღვანელოს ავტორი.