საპატიო სიგელებით დაჯილდოვება
„სამართლის მეცნიერთა კავშირი“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში აგრძელებს სამეცნიერო თანამშრომლობას აუზევის სახელობის სამხრეთ ყაზახეთის უნივერსიტეტთან.
დღეს, სამხრეთ ყაზახეთის უნივერსიტეტმა საპატიო სიგელებით დააჯილდოვა:
„სამართლის მეცნიერთა კავშირი“ – საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობისთვის;
ზურაბ ჭყონია, „სამართლის მეცნიერთა კავშირის“ თავმჯდომარე – სამართლის მეცნიერების განვითარების ხელშეწყობის მიზნით საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობაში შეტანილი წვლილისთვის”;
კახა წიქარიშვილი, კავშირის გამგეობის წევრი – “სამართლის მეცნიერების განვითარების ხელშეწყობის მიზნით საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობაში შეტანილი წვლილისთვის”.
“სამართლის მეცნიერთა კავშირი” მადლობას უხდის აუზევის სახელობის სამხრეთ ყაზახეთის უნივერსიტეტს დაფასებისთვის და იმედს გამოთქვამს რომ შემდგომი თანამშრომლობაც იქნება ნაყოფიერი და ხელს შეუწყობს სამართლის მეცნიერების განვითარებას.