საპილოტე პროექტის „ონლაინ სამეცნიერო დისკუსიების“ ფარგლებში პირველი ღონისძიება გაიმართება
სამართლის მეცნიერთა კავშირის ორგანიზებით იწყება საპილოტე პროექტი „ონლაინ სამეცნიერო დისკუსიები“, რომლის მიზანია სამართლის მეცნიერების განვითარების ხელშეწყობა სამართლის სფეროში გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებელი სამეცნიერო ნაშრომების (სტატია, დისერტაცია, მონოგრაფია, სახელმძღვანელო) პრეზენტაცია – სამეცნიერო დისკუსიის გზით.
გაცნობებთ, რომ ორშაბათს, 28 სექტემბერს, 12:00 ზე სამართლის მეცნერთა კავშირის ეგიდით გაიმართება ონლაინ დისკუსია თემაზე „თანამონაწილეობის სუბიექტური შემადგენლობის პრობლემური ასპექტები ქართულ და ამერიკულ სისხლის სამართალში“. შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება ქართული და ამერიკული სამართლის შესაბამისი ასპექტების შედარებითი მიმოხილვა, რის შემდეგაც გაიმართება დისკუსია. მონაწილეობის მსურველები შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ მეილზე info@lscientists.com და გამოგიგზავნით შეხვედრის დღის წესრიგს და ზუმის ლინკს, რისი მეშვეობითაც შეძლებთ მონაწილეობას დისკუსიაში.
სამართლის მეცნიერთა კავშირი სთავაზობს სამეცნიერო ნაშრომების ავტორებს სადისკუსიოდ წარმოადგინონ საკუთარი ნაშრომები, რომელთა აქტუალობის, პრაქტიკული და სამეცნიერო მნიშვნელობის შეფასების შემდეგ სამართლის მეცნიერთა კავშირი მიიღებს გადაწყვეტილებას სამეცნიერო დისკუსიის მოწყობის თაობაზე. ვიმედოვნებთ რომ აღნიშნულ პროექტში მონაწილეობით დაინტერესდებიან სამართლის სხვადასხვა დარგის როგორც ახალგაზრდა, ასევე გამოცდილი მკვლევარები.
მიგვაჩნია, რომ პროექტი ხელს შეუწყობს სამართლის დარგში მნიშვნელოვანი სამეცნიერო კვლევების წარმოჩენას.
დისკუსიების სრული ვიდეო ჩანაწერი ხელმისაწვდომი იქნება როგორც youtube -ზე, ასევე სამართლის მეცნიერთა კავშირის ვებ-გვერდზე.