გიწვევთ ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო დისკუსიზე “აუცილებელი მოგერიების და უკიდურესი აუცილებლობის აქტუალური საკითხები სისხლის სამართალში!

გიწვევთ ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო დისკუსიზე “აუცილებელი მოგერიების და უკიდურესი აუცილებლობის აქტუალური საკითხები სისხლის სამართალში!

სამართლის მეცნიერთა კავშირი და საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი “სამართლის მაცნე გიწვევთ სამეცნიერო წრეების, უნივერსიტეტების და ხელისუფლების წარმომადგენლებს, ასევე პრაქტიკოს იურისტებს, ადვოკატებს, მოსამართლეებს და პროკურორებს, ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო დისკუსიაზე აუცილებელი მოგერიების და უკიდურესი აუცილებლობის აქტუალური საკითხები სისხლის სამართალში.“

ღონისძიება გაიმართება 2021 წლის 18 ნოემბერს, 19:00 ზე, ზუმის პლატფორმით. ესპანურ-ქართული თარგმანი უზრუნველყოფილი იქნება.

მომხსენებლები:

გუსტავო ბალმასედა ჰოიოს სალამანკას უნივერსიტეტის სამართლის დოქტორი (ესპანეთი), პროფესორი, სისხლის სამართალში, ჩილეს სამართლის შემსწავლელთა ცენტრის აკადემიური დირექტორი, ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, 40 მდე სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი.

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 2020 წლის 4 დეკემბერს პროფესორი გუსტავო ბალმასედა ჰოიოსი “სამართლის მეცნიერთა კავშირის” და ჟურნალი “სამართლის მაცნეს” თანაორგანიზებით გამართულ ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო დისკუსიაზე წარსდგა 1 საათიანი მოხსენებით თემაზე “თანამონაწილეობის საკვანძო ასპექტები საქართველოსა და ლათინური ამერიკის ქვეყნების სისხლის სამართალში (ჩილეს მაგალითზე).”

დისკუსიაზე მონაწილეობდნენ ასევე კოლეგები ჩილედან.

კახა წიქარიშვილი – სამართლის მეცნიერთა კავშირის წევრი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი.

დისკუსია გაიმართება საპილოტე პროექტ „ონლაინ სამეცნიერო დისკუსიების“ ფარგლებში.

დისკუსიის სრული ვიდეო ჩანაწერი ხელმისაწვდომი იქნება როგორც youtube -ზე, ასევე სამართლის მეცნიერთა კავშირის და ჟურნალ „სამართლის მაცნეს“ ვებ-გვერდზე.

დისკუსიაში მონაწილეობის მსურველები შეგიძლიათ 2021 წლის 17 ნოემბრამდე დარეგისტრირდეთ აქ განთავსებულ სარეგისტრაციო ბმულზე  და გამოგიგზავნით შეხვედრის ბმულს, რისი მეშვეობითაც შეძლებთ მონაწილეობას დისკუსიაში.