ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო დისკუსია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობა სამოქალაქო საზოგადოების და ადამიანის უფლებათა ჭრილში“

ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო დისკუსია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობა სამოქალაქო საზოგადოების და ადამიანის უფლებათა ჭრილში“

2024 წლის 27 ივნისს სამართლის მეცნიერთა კავშირის ორგანიზებით გაიმართება ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო დისკუსია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობა სამოქალაქო საზოგადოების და ადამიანის უფლებათა ჭრილში.“

ღონისძიებაზე განხილული იქნება უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონმდებლობის მოდელები, ქართულ კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის და ეუთოს დასკვნები და კანონის მიღებასთან დაკავშირებული საპარლამენტო დებატები.

ღონისძიება გახლავთ საქართველოში აღნიშნული თემის სამეცნიერო დისკუსიაზე გამოტანის პირველი მცდელობა.

ორგანიზატორი – ა(ა)იპ „სამართლის მეცნიერთა კავშირი“

ღონისძიების თარიღი – 27.06.2024

დრო –  18:00 სთ.

ღონისძიება გაიმართება ონლაინ, ზუმის პლატფორმით.

სამუშაო ენები: ინგლისური და ქართული. უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი.

მომხსენებლები:

ნიკ რობინსონი, არასამეწარმეო სამართლის საერთაშორისო ცენტრის (ICNL) უფროსი მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში (აშშ). მისი კვლევები ეხება უცხოური გავლენის კანონმდებლობის და სამოქალაქო სექტორის ურთიერთმიმართების საკითხს. იგი მოხსენებით წარსდგა აშშ-ს კონგრესში ამერიკულ ფარაში („FARA”) არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით. მისი კვლევა გამოქვეყნდა უამრავ აკადემიურ ჟურნალში, მათ შორის, Duke Law Journal, Cornell Law Review და Minnesota Law Review-ში.

მოხსენების თემა: უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობა და სამოქალაქო საზოგადოება – შედარებითი მიმოხილვა.

კახა წიქარიშვილი, სამართლის მეცნიერთა კავშირის წევრი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი. იგი არის არაერთი სამეცნიერო სტატიის ავტორი.

მოხსენების თემა: ვენეციის კომისიის და ეუთოს დასკვნები უცხოური გამჭვირვალობის შესახებ საქართველოს კანონზე; კანონპროექტის განხილვასთან დაკავშირებული საპარლამენტო დებატები.

თითოეული მოხსენების შემდეგ გაიმართება დისკუსია.

ღონისძიების სრული ვიდეო ჩანაწერი ხელმისაწვდომი იქნება როგორც youtube -ზე, ასევე „სამართლის მეცნიერთა კავშირის“ ვებ-გვერდზე.

ღონისძიების დღის წესრიგი