სამართლის მეცნიერთა კავშირის შეხვედრა და დაჯილდოვება
21 ოქტომბერს, აღმოსავლეთ უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში შედგა „სამართლის მეცნიერთა კავშირის“ წევრთა მორიგი შეხვედრა. კავშირის თავმჯდომარე ზურაბ ჭყონიამ, გააკეთა გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში და ისაუბრა არსებულ გამოწვევებზე. დასასრულს გაიმართა დაჯილდოვების ცერემონიალი.
საპატიო სიგელებით სამართლის მეცნიერების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდნენ ღვაწლმოსილი მეცნიერები – ოთარ გამყრელიძე და გია მეფარიშვილი.
კავშირის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ კახა წიქარიშვილი და მაია ცქიტიშვილი, ხოლო კავშირის საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის კავშირის წევრები – ქეთევან მჭედლიშვილი-ჰერდიხი, როინ მიგრიაული, დოდო ჯულუხაძე, გოჩა ოჩიგავა, ზუხრა მაცაბერიძე, თამარ ვეფხვაძე ლიკა ჭიღლაშვილი, ნინო ბოჭორიშვილი, ირმა მერებაშვილი და ბაკურ ლილუაშვილი.
კავშირის საქმიანობის ხელშეწყობისათვის საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ ასევე აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი, თბილისის სასწავლო ჰუმანიტარული უნივერსიტეტი, ქართულ-ევროპული განათლების აკადემია ვეტო, სასწავლო ცენტრი “ინტელექტი” და ადვოკატი დიმიტრი გაბუნია.
კავშირი მადლობას უხდის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს მხარდაჭერისთვის.