Notice: Trying to get property 'term_id' of non-object in /home/lscienti/domains/lscientists.com/public_html/wp-content/plugins/sharethis-share-buttons/php/class-minute-control.php on line 374

გამოიცა კავშირის წევრის ნათარგმნი წიგნი

 

ქართულ ენაზე გამოიცა გერმანელი ავტორის ერიკ ჰილგენდორფის წიგნი “შესავალი მედიცინის სისხლის სამართალში”, რომელიც თარგმნა „სამართლის მეცნიერთა კავშირის“ წევრმა, პროფესორმა ქეთევან მჭედლიშვილი-ჰედრიხმა.

წიგნი გამოსცა “იურისტების სამყარომ”.

კავშირი ქალბატონ ქეთევანს ულოცავს აღნიშნული სახელმძღვანელოს გამოცემას და კვლავაც უსურვებს წარმატებებს პროფესიულ საქმიანობაში!

მემორანდუმი ქუთაისის უნივერსიტეტთან

2020 წლის 21 თებერვალს სამართლის მეცნიერთა კავშირსა და ქუთაისის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის მიზანია სამართლის მეცნიერებისა და იურიდიული განათლების განვითარების, ასევე საზოგადოებაში მართლშეგნების დონის ამაღლების ხელშეწყობა ურთიერთთანამშრომლობის გზით და წინამდებარე მემორანდუმით განსაზღვრული პირობებით. გამოხატავენ რა სურვილს და მზადყოფნას აქტიურად ითანამშრომლონ სამეცნიერო კვლევებისა და უმაღლესი განათლების სფეროში, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, სამართლის მეცნიერთა კავშირი და ქუთაისის უნივერსიტეტი გეგმავენ ერთობლივ ღონისძიებებს.

მემორანდუმი თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტთან

2020 წლის 7 თებერვალს სამართლის ფაკულტეტის ინიციატივით თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტსა და ა(ა)იპ სამართლის მეცნიერთა კავშირს შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.
სამართლის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მხარეები შეთანხმდნენ ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზების, კერძოდ სამართლის აქტუალურ და პრობლემურ საკითხებზე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად სამეცნიერო კონფერენციების, ტრენინგების, საჯარო ლექციების ჩატარებისა და სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელების თაობაზე.

მემორანდუმი ურთიერთთანამშრომლობის შესახებ„ქართულ-ევროპული განათლების აკადემიასთან“

2020 წლის 4 თებერვალს „სამართლის მეცნიერთა კავშირსა“ და „ქართულ-ევროპული განათლების აკადემიას“ შორის გაფორმდა მემორანდუმი ურთიერთანამშრომლობის შესახებ. მემორანდუმს ხელი მოაწერეს კავშირის თავმჯდომარე ზურაბ ჭყონიამ და სასწავლო ცენტრის დირექტორმა თამარ ვეფხვაძემ.
მემორანდუმის ფარგლებში მხარეები გეგმავენ ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზებას იურიდიული განათლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით.