Notice: Trying to get property 'term_id' of non-object in /home/lscienti/domains/lscientists.com/public_html/wp-content/plugins/sharethis-share-buttons/php/class-minute-control.php on line 374

სამართლის მეცნიერთა კავშირის შეხვედრა და დაჯილდოვება

21 ოქტომბერს, აღმოსავლეთ უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში შედგა „სამართლის მეცნიერთა კავშირის“ წევრთა მორიგი შეხვედრა. კავშირის თავმჯდომარე ზურაბ ჭყონიამ, გააკეთა გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში და ისაუბრა არსებულ გამოწვევებზე. დასასრულს გაიმართა დაჯილდოვების ცერემონიალი.

საპატიო სიგელებით სამართლის მეცნიერების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდნენ ღვაწლმოსილი მეცნიერები – ოთარ გამყრელიძე და გია მეფარიშვილი.

კავშირის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ კახა წიქარიშვილი და მაია ცქიტიშვილი, ხოლო კავშირის საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის კავშირის წევრები – ქეთევან მჭედლიშვილი-ჰერდიხი, როინ მიგრიაული, დოდო ჯულუხაძე, გოჩა ოჩიგავა, ზუხრა მაცაბერიძე, თამარ ვეფხვაძე ლიკა ჭიღლაშვილი, ნინო ბოჭორიშვილი, ირმა მერებაშვილი და ბაკურ ლილუაშვილი.

კავშირის საქმიანობის ხელშეწყობისათვის საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ ასევე აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი, თბილისის სასწავლო ჰუმანიტარული უნივერსიტეტი, ქართულ-ევროპული განათლების აკადემია ვეტო, სასწავლო ცენტრი “ინტელექტი” და ადვოკატი დიმიტრი გაბუნია.

კავშირი მადლობას უხდის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს მხარდაჭერისთვის.

სამართლის მეცნიერთა კავშირის რიგებს ყაზახეთიდან ცნობილი მეცნიერი ელენა მიცკაია შემოუერთდა

„სამართლის მეცნიერთა კავშირის“ რიგებს ყაზახეთიდან ცნობილი მეცნიერი ელენა მიცკაია შემოუერთდა.

ელენა მიცკაია გახლავთ იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, სამხრეთ ყაზახეთის მ. აუზოვის სახ. უნივერსიტეტის სისხლის სამართლის და პროცესის კათედრის პროფესორი, ყაზახეთის სპეციალიზირებული ეკონომიკური სასამართლოს არბიტრი, იურიდიულ კონსულტანტთა პალატა „ევრაზია ლეგალ გრუპის“ წევრი და სამეცნიერო ჟურნალ „სამართლის მაცნეს“ სარედაქციო კოლეგიის წევრი.

ელენა მიცკაია არის 150 სამეცნიერო ნაშრომის, 5 მონოგრაფიის,  5 სახელმძღვანელოს და 5 დამხმარე სახელმძღვანელოს ავტორი.

სამართლის მეცნიერთა კავშირსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სამართლის მეცნიერთა კავშირსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის თანახმად მხარეები განახორციელებენ ერთობლივ სამეცნიერო კონფერენციებს, აგრეთვე ტრენინგებს, საჯარო ლექციებს, სემინარებს სამართლის აქტუალურ და პრობლემურ საკითხებზე.

მხარეები ასევე გეგმავენ ითანამშრომლონ სამეცნიერო კვლევების და უმაღლესი განათლების სფეროში.