გაიმართა სამართლის მეცნიერთა კავშირის კრება

დღეს, 2024 წლის 24 მარტს, ქართულ-ევროპული აკადემია ვეტოს ოფისში, გაიმართა „სამართლის მეცნიერთა კავშირის“ წევრთა განმეორებითი საერთო კრება. კრებაზე სარევიზიო კომისიამ წარადგინა დეტალური ანგარიში კავშირის საფინანსო საქმიანობის თაობაზე, კავშირის დაფუძნებიდან, კერძოდ, 2014 წლიდან 2024 წლის იანვრის ჩათვლით. კრებამ სარევიზიო კომისიის ანგარიშის საფუძველზე ერთხმად დადებითად შეაფასა კავშირის საფინანსო საქმიანობა.

კრებაზე ერთხმად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება კავშირის წესდებაში ცვლილებების შეტანის შესახებ. სხვა ცვლილებებთან ერთად წესდებაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც კავშირის გამგეობის წევრთა რაოდენობა გაიზარდა ხუთიდან შვიდ წევრადმე.

კრებაზე არჩეულ იქნა 5 წლის ვადით კავშირის გამგეობა შემდეგი შემადგენლობით: ზურაბ ჭყონია, არჩილ ლორია, როინ მიგრიაული, ინგა ბერიძე, გია ლილუაშვილი, შალვა ქურდაძე და კახა წიქარიშვილი.

იმავე დღეს სამართლის მეცნიერთა კავშირის ახალი გამგეობის მიერ კავშირის თავმჯდომარედ და გამგეობის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა კავშირის მოქმედი თავმჯდომარე ზურაბ ჭყონია.

კრებაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით განსაზღვრული სხვა საკითხები.

„სამართლის მეცნიერთა კავშირი“ მადლობას უხდის “ქართულ-ევროპული აკადემია ვეტოს” დამფუძნებელს, ქალბატონ თამარ ვეფხვაძეს მხარდაჭერისთვის.

გაიმართა ონლაინ სამეცნიერო დისკუსია თემაზე „სასამართლოში საქმის განხილვის დაჩქარების მექანიზმები-საერთაშორისო გამოცდილება და ქართული კანონმდებლობა“

2024 წლის 2 მარტს „სამართლის მეცნიერთა კავშირის“ ორგანიზებით ზუმის პლატფორმის მეშვეობით გაიმართა ონლაინ სამეცნიერო დისკუსიაზე თემაზე „სასამართლოში საქმის განხილვის დაჩქარების მექანიზმები-საერთაშორისო გამოცდილება და ქართული   კანონმდებლობა.“

მომხსენებით წარსდგენ სამართლის მეცნიერთა კავშირის წევრები, პროფესორები კახა წიქარიშვილი და შალვა ქურდაძე.

მოხსენებების ბოლოს გაიმართება დისკუსია.

დისკუსიაში მონაწლეობდნენ სამეცნიერო წრეების, უნივერისტეტების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ადვოკატები.

ღონისძიების სრული ვიდეო ჩანაწერი ხელმისაწვდომია როგორც youtube -ზე, ასევე ამ ბმულზე 

ონლაინ სამეცნიერო დისკუსია თემაზე „სასამართლოში საქმის განხილვის დაჩქარების მექანიზმები-საერთაშორისო გამოცდილება და ქართული კანონმდებლობა“

„სამართლის მეცნიერთა კავშირი“ გიწვევთ სამეცნიერო წრეების, უნივერსიტეტების და ხელისუფლების წარმომადგენლებს, ადვოკატებს, მოსამართლეებს, პროკურორებს და პრაქტიკოს იურისტებს სამეცნიერო დისკუსიაზე თემაზე „სასამართლოში საქმის განხილვის დაჩქარების მექანიზმები-საერთაშორისო გამოცდილება და ქართული   კანონმდებლობა.

ორგანიზატორი – ა(ა)იპ „სამართლის მეცნიერთა კავშირი“

ღონისძიების თარიღი – 02.03.2024

დრო –  12:00 სთ.

ღონისძიება გაიმართება ონლაინ, ზუმის პლატფორმით.

მომხსენებლები:

საქმეთა გაჭიანურების მიზეზები, საქმეთა დაჩქარების საერთაშორისო სტანდარტები – კახა წიქარიშვილი, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლის პროფესორი, სამართლის მეცნიერთა კავშირის წევრი.

საქმის დაჩქარების სამართლებრივი მექანიზმები საქართველოში – შალვა ქურდაძე, სამართლის დოქტორი, ანდრიას ქართული უნივერსიტეტის პროფესორი, სამართლის მეცნიერთა კავშირის გამგეობის წევრი.

მოხსენებების ბოლოს გაიმართება დისკუსია.

ღონისძიების სრული ვიდეო ჩანაწერი ხელმისაწვდომი იქნება როგორც youtube -ზე, ასევე „სამართლის მეცნიერთა კავშირის“ ვებ-გვერდზე.

მონაწილეობის მსურველები შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ 2024 წლის 29 თებერვლის ჩათვლით ქვემოთ განთავსებულ სარეგისტრაციო ბმულზე, რის შემდეგაც გამოგიგზავნით შეხვედრის ბმულს, რომლის მეშვეობითაც შეძლებთ მონაწილეობას ღონისძიებაში.

სარეგისტრაციო ბმული:

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSeAStGkmvz623cxDFekaAy2bXzHPlrzc_1gLCYEgujhKSiVAw/viewform?pli=1

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება მ. აუზოვის სახ. სამხრეთ ყაზახეთის უნივერსიტეტთან

„სამართლის მეცნიერთა კავშირსა“ და   მ. აუზოვის სახ. სამხრეთ ყაზახეთის უნივერსიტეტს შორის, რომელიც მდებარეობს ქალაქ შიმკენტში, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმიდან გამომდინარე იგეგმება აქტიური თანამშრომლობა კერძოდ, სამეცნიერო კვლევების და უმაღლესი განათლების სფეროში სამეცნიერო კონფერენციების, სემინარების, დისკუსიების, ერთობლივად ორგანიზება და ჩატარება.

 

მეცნიერების საერთაშორისო დღე გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში და უნივერსიტეტისთვის საპატიო სიგელის გადაცემა

9 ნოემბერს, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში, მეცნიერების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე მიწვეულმა “სამართლის მეცნიერთა კავშირის” თავმჯდომარემ, ზურაბ ჭყონიამ, სიტყვით მიმართა შეხვედრის მონაწილე სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებს. ზურაბ ჭყონიამ მათ მიულოცა მეცნიერების საერთაშორისო დღე და ისაუბრა მეცნიერების და მისი განვითარების ხელშეწყობის და ამ მიზნით კავშირის და რობაქიძის უნივერსიტეტის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

დასასრულს ზურაბ ჭყონიამ  უნივერსიტეტის პრორექტორს, ბატონ ვახტანგ ჭარაიას, ოფიციალურად გადასცა “სამართლის მეცნიერთა კავშირის” სახელით, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სახელზე გაცემული ჯილდო/საპატიო სიგელი – კავშირის საქმიანობის ხელშეწყობისათვის.

“სამართლის მეცნიერთა კავშირის” განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის კავშირის საპატიო სიგელით დაჯილდოვდა კავშირის წევრი და რობაქიძის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი გოჩა ოჩიგავა.

მეცნიერების საერთაშორისო დღე გრუნიში (gruni.edu.ge)

 

სამართლის მეცნიერთა კავშირის შეხვედრა და დაჯილდოვება

21 ოქტომბერს, აღმოსავლეთ უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში შედგა „სამართლის მეცნიერთა კავშირის“ წევრთა მორიგი შეხვედრა. კავშირის თავმჯდომარე ზურაბ ჭყონიამ, გააკეთა გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში და ისაუბრა არსებულ გამოწვევებზე. დასასრულს გაიმართა დაჯილდოვების ცერემონიალი.

საპატიო სიგელებით სამართლის მეცნიერების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდნენ ღვაწლმოსილი მეცნიერები – ოთარ გამყრელიძე და გია მეფარიშვილი.

კავშირის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ კახა წიქარიშვილი და მაია ცქიტიშვილი, ხოლო კავშირის საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის კავშირის წევრები – ქეთევან მჭედლიშვილი-ჰერდიხი, როინ მიგრიაული, დოდო ჯულუხაძე, გოჩა ოჩიგავა, ზუხრა მაცაბერიძე, თამარ ვეფხვაძე ლიკა ჭიღლაშვილი, ნინო ბოჭორიშვილი, ირმა მერებაშვილი და ბაკურ ლილუაშვილი.

კავშირის საქმიანობის ხელშეწყობისათვის საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ ასევე აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი, თბილისის სასწავლო ჰუმანიტარული უნივერსიტეტი, ქართულ-ევროპული განათლების აკადემია ვეტო, სასწავლო ცენტრი “ინტელექტი” და ადვოკატი დიმიტრი გაბუნია.

კავშირი მადლობას უხდის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს მხარდაჭერისთვის.

სამართლის მეცნიერთა კავშირის რიგებს ყაზახეთიდან ცნობილი მეცნიერი ელენა მიცკაია შემოუერთდა

„სამართლის მეცნიერთა კავშირის“ რიგებს ყაზახეთიდან ცნობილი მეცნიერი ელენა მიცკაია შემოუერთდა.

ელენა მიცკაია გახლავთ იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, სამხრეთ ყაზახეთის მ. აუზოვის სახ. უნივერსიტეტის სისხლის სამართლის და პროცესის კათედრის პროფესორი, ყაზახეთის სპეციალიზირებული ეკონომიკური სასამართლოს არბიტრი, იურიდიულ კონსულტანტთა პალატა „ევრაზია ლეგალ გრუპის“ წევრი და სამეცნიერო ჟურნალ „სამართლის მაცნეს“ სარედაქციო კოლეგიის წევრი.

ელენა მიცკაია არის 150 სამეცნიერო ნაშრომის, 5 მონოგრაფიის,  5 სახელმძღვანელოს და 5 დამხმარე სახელმძღვანელოს ავტორი.

სამართლის მეცნიერთა კავშირსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სამართლის მეცნიერთა კავშირსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის თანახმად მხარეები განახორციელებენ ერთობლივ სამეცნიერო კონფერენციებს, აგრეთვე ტრენინგებს, საჯარო ლექციებს, სემინარებს სამართლის აქტუალურ და პრობლემურ საკითხებზე.

მხარეები ასევე გეგმავენ ითანამშრომლონ სამეცნიერო კვლევების და უმაღლესი განათლების სფეროში.

სამართლის მეცნიერთა კავშირის წევრი, პროფესორ ოთარ გამყრელიძე ღირსების და ლუარსაბ ანდრონიკაშვილის ორდენებით დაჯილდოვდა

„სამართლის მეცნიერთა კავშირის“ დამფუძნებელი წევრი, გამოჩენილი მეცნიერი და პროფესორი ოთარ გამყრელიძე პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით ღირსების ორდენით დაჯილდოვდა. საგულისხმოა, რომ იგი ასევე დაჯილდოვდა ადვოკატთა ასოციაციის აღმსრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით ლუარსაბ ანდრონიკაშვილის ორდენით.

პროფესორი ოთარ გამყრელიძე გახლავთ ქართული სამართლის მეცნიერების თვალსაჩინო წარმომადგენელი, რომელიც გახლავთ მრავალი სამეცნიერო პულიკაციის ავტორი.

„სამართლის მეცნიერთა კავშირი“ ულოცავს ბატონ ოთარს ამ დიდი წარამატებებს და უსურვებს ჯანმრთელობას და დღეგრძელობას!

გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო დისკუსია თემაზე „უმოქმედობის მიზეზობრიობა ფრანგულ და ქართულ სისხლის სამართალში“

2022  წლის 14 დეკემბერს “სამართლის მეცნიერთა კავშირის” და ექს მარსელის უნივერსიტეტის სისხლის სამართლებრივ მეცნიერებათა და კრიმინოლოგიის ინსტიტუტის (საფრანგეთი) თანაორგანიზებით გაიმართა ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო დისკუსია თემაზე „უმოქმედობის მიზეზობრიობა ფრანგულ და ქართულ სისხლის სამართალში“ ზუმის პლატფორმის მეშვეობით.

დისკუსიაზე მოხსნებებით წარსდგნენ:

ბონფის ფილიპი, ექს მარსელის უნივერსიტეტის სამართლისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი

კახა წიქარიშვილი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი, სამართლის მეცნიერთა კავშირის წევრი.

მოხსენებების შემდეგ  გაიმართა დისკუსია.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები.

დისკუსიის ვიდეო ჩანაწერი ხელმისაწვდომია აღნიშნულ ლიკზე: