Notice: Trying to get property 'term_id' of non-object in /home/lscienti/domains/lscientists.com/public_html/wp-content/plugins/sharethis-share-buttons/php/class-minute-control.php on line 374

გიწვევთ ონლაინ სამეცნიერო დისკუსიაზე “თანამონაწილეობის საკვანძო ასპექტები საქართველოსა და ლათინური ამერიკის ქვეყნების სისხლის სამართალში (ჩილეს მაგალითზე)

„სამართლის მეცნიერთა კავშირი“ და საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი ‘სამართლის მაცნე“ გიწვევთ სამეცნიერო წრეების, უნივერსიტეტების და ხელისუფლების წარმომადგენლებს, ასევე პრაქტიკოს იურისტებს, ადვოკატებს, მოსამართლეებს და პროკურორებს, ონლაინ სამეცნიერო დისკუსიაზე თანამონაწილეობის საკვანძო ასპექტები საქართველოსა და ლათინური ამერიკის ქვეყნების სისხლის სამართალში (ჩილეს მაგალითზე).

ღონისძიება გაიმართება 2020 წლის 4 დეკემბერს, 16:00 ზე, ზუმის პლატფორმით. ესპანურ-ქართული თარგმანი უზრუნველყოფილი იქნება.

მომხსენებელიგუსტავო ბალმასედა ჰოიოს სალამანკას უნივერსიტეტის სამართლის დოქტორი (ესპანეთი), სისხლის სამართალში, ჩილეს სამართლის შემსწავლელთა ცენტრის აკადემიური დირექტორი, ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, 40 მდე სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი.

შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ სამეცნიერო წრეების და უნივერსიტეტების წარმომადგენლები, ასევე პრაქტიკოსი იურისტები და ადვოკატები, როგორც საქართველოდან, ასევე ჩილედან.

დისკუსია გაიმართება საპილოტე პროექტ „ონლაინ სამეცნიერო დისკუსიების“ ფარგლებში.

დისკუსიის სრული ვიდეო ჩანაწერი ხელმისაწვდომი იქნება როგორც youtube -ზე, ასევე სამართლის მეცნიერთა კავშირის და ჟურნალ „სამართლის მაცნეს“ ვებ-გვერდზე.

დისკუსიაში მონაწილეობის მსურველები შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ აქ განთავსებულ სარეგისტრაციო ბმულზე  და გამოგიგზავნით შეხვედრის ბმულს, რისი მეშვეობითაც შეძლებთ მონაწილეობას დისკუსიაში.

 

 

გაიმართა ონლაინ სამეცნიერო დისკუსია „შინაპატიმრობა, როგორც საპატიმრო სასჯელის ალტერნატივა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში“

2020 წლის 12 ნოემბერს, 12:00 – ზე „სამართლის მეცნიერთა კავშირის“ და საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალ „სამართლის მაცნეს“ ორგანიზებით, საპილოტე პროექტ ონლაინ სამეცნიერო დისკუსიების“ ფარგლებში  გაიმართა ონლაინ სამეცნიერო დისკუსია  თემაზე – „შინაპატიმრობა, როგორც საპატიმრო სასჯელის ალტერნატივა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში.“ ეს გახლდათ რიგით მეორე დისკუსია.

ღონისძიება გაიმართება პლათფორმა ზუმის მეშვეობით.

მოხსენებები წარმოადგინეს,  სამართლის მეცნიერთა კავშირის წევრმა, პროფესორმა ქეთევან მჭედლიშვილიჰედრიხმა  (გერმანია) და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტმა ქალბატონმა თამარ მახარობლიძემ. მოხსენებების შემდეგ გაიმართა დისკუსია. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს სამეცნიერო წრეების თვალსაჩინო წარმომადგენლებმა, უნივერსიტეტების, საქართველოს საკონსტიტუციო და სააპელაციო და  სასამართლოების, პროკურატურის, აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე უფლებადამცველელი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და   ადვოკატებმა.

დისკუსიის სრული ვიდეო ჩანაწერი შეგიძლია იხილოთ ბმულზე:

https://www.youtube.com/watch?v=DiKBFwV3rDk&t=91s

დისკუსიის სრული ვიდეო ჩანაწერი ხელმისაწვდომია ასევე youtube -ზე, და ჟურნალ „სამართლის მაცნეს“ ვებ გვერდზე http://heraldoflaw.com/

 

ონლაინ სამეცნიერო დისკუსია „შინაპატიმრობა, როგორც საპატიმრო სასჯელის ალტერნატივა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში.“

2020 წლის 12 ნოემბერს, 12:00 ზე „სამართლის მეცნიერთა კავშირი“ და საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი „სამართლის მაცნე“, გიწვევთ სამართლის დარგის მეცნიერებს/მკვლევარებს, უფლებადამცველელ ორგანიზაციებს, ადვოკატებს, მოსამართლეებს, პროკურორებს და ამ თემით დაინტერესებულ სახელისუფლებო ორგანიზაციების  წარმომადგენლებს, ონლაინ სამეცნიერო დისკუსიაში მონაწილებისათვის თემაზე – „შინაპატიმრობა, როგორც საპატიმრო სასჯელის ალტერნატივა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში.“დისკუსია გაიმართება პლათფორმა ზუმის მეშვეობით.

მომხსენებელები:

ქეთევან მჭედლიშვილი – ჰედრიხი – (ფრაიბურგი, გერმანია) სამართლის დოქტორი, პროფესორი, იენის ფრიდრიხ შილერის სახელობის უნივერსიტეტის ლექტორი, „სამართლის მეცნიერთა კავშირის“ და სამეცნიერო ჟურნალ „სამართლის მაცნეს“ სარედაქციო კოლეგიის წევრი.

თამარ მახარობლიძე – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი.

შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც სამართლის მეცნიერთა კავშირის წევრები, ასევე სხვა სამეცნიერო ორგანიზაციების, უნივერსიტეტების და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები და პრაქტიკოსი ადვოკატები.

დისკუსია გაიმართება საპილოტე პროექტ ონლაინ სამეცნიერო დისკუსიები ფარგლებში.

მიგვაჩნია, რომ პროექტი ონლაინ სამეცნიერო დისკუსიები ხელს შეუწყობს სამართლის დარგში მნიშვნელოვანი სამეცნიერო კვლევების წარმოჩენას.

დისკუსიაში მონაწილეობის მსურველები შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ელფოსტაზე:  info@lscientists.com და  გამოგიგზავნით შეხვედრის ბმულს, რისი მეშვეობითაც შეძლებთ მონაწილეობას დისკუსიაში.

დისკუსიის სრული ვიდეო ჩანაწერი ხელმისაწვდომი იქნება როგორც youtube -ზე, ასევე სამართლის მეცნიერთა კავშირის და ჟურნალ „სამართლის მაცნეს“ ვებ-გვერდზე.

 

დღის წესრიგი:

1200  –  1205

მისალმება – „სამართლის მეცნიერთა კავშირის“ თავმჯდომარე, საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალ „სამართლის მაცნეს“ მთავარი რედაქტორი ზურაბ ჭყონია.

მოხსენებები

1205  –  1220

მომხსენებელი ქეთევან მჭედლიშვილი – ჰედრიხი – (ფრაიბურგი, გერმანია)

მოხსენების თემა – „არასრულწლოვანთა შინაპატიმრობისას ელექტრონული სამაჯურის გამოყენების პერსპექტივები“.

1220  –  1235

თამარ მახარობლიძე

მოხსნების თემა – „შინაპატიმრობის დანიშვნის სადავო საკითხები არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში.“

1235  –  1430

დისკუსია

1430

ღონისძიების დახურვა

 

 

გამოხმაურება და მილოცვა პრაღის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ჟურნალ „სამართლის მაცნეს“გამოცემასთან დაკავშირებით

მოხარული  ვართ გაგიზიაროთ პრაღის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული სამართლის კათედრის პროფესორ, ჰარალდ ქრისტიან შოის მილოცვა, რომელიც მან გამოუგზავნა “სამართლის მაცნეს” სარედაქციო კოლეგიის წევრს ბატონ გოჩა ოჩიგავას ჟურნალის გამოცემასთან დაკავშირებით. ბატონი გოჩა გახლავთ პრაღის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული.

ძვირფასო პროფესორო,

მსურს მოგილოცოთ თქვენ და თქვენს კოლეგებს ახალი, უაღრესად საინტერესო, საერთაშორისო ამბიციების მქონე აკადემიური ჟურნალის დაარსება. დარწმუნებული ვარ, ახალი ჟურნალი საკუთარ წვლილს შეიტანს სამეცნიერო კვლევების ინტერნაციონალიზაციაში და ევროპის აკადემიურ დაწესებულებებთან გაცვლითი პროექტებისთვისაც სარგებლის მომტანი იქნება. წარმატებას გისურვებთ როგორც თქვენ, ასევე, ჟურნალის რედაქტორებს და ველი შემდგომ თანამშრომლობას.

საუკეთესო სურვილებით,

ჰარალდ შოი.

ბატონი ჰარალდ ქრისტიან შოი გახლავთ ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრი.

გრძელდება სტატიების კონკურსი ჟურნალის მეორე ნომრისთვის

ჟურნალი „სამართლის მაცნე“-ს მიერ გამოცხადებული სტატიების კონკურსი  გრძელდება 2020 წლის 1 5 ნოემბრის  ჩათვლით.

ჟურნალი გამოდის ელექტრონული სახით და ქვეყნდება ვებგვერდზე: www.heraldoflaw.com

„სამართლის მაცნე“ გახლავთ  „სამართლის მეცნიერთა კავშირი“ ს პერიოდული გამოცემა.

ჟურნალს მინიჭებული აქვს საერთაშორისო გრიფი  ISSN 2667-9434.

რეფერირება და ინდექსირება

ჟურნალი რეფერირდება ინსტიტუტ ტექინფორმის ქართულ რეფერატულ ჟურნალში (ქრჟ).

ჟურნალი ინდექსირდება საერთაშორისო სამეცნიერო ბაზა ISI (International scientific indexsing) – ში.

კონკურსის თემატიკა

ჟურნალში გამოქვეყნებისთვის, კონკურსზე მიიღება სამეცნიერო სტატიები, აქტუალურ საკითხებზე, სამართლის, ადამიანის უფლებების და სახელმწიფო მართვის თემაზე, რომლებიც შეიცავენ მეცნიერულ სიახლეს და აქვთ მაღალი სამეცნიერო ღირებულება.

ავტორები

ჟურნალში გამოქვეყნებისთვის გამოცხადებულ კონკურსში, მიიღება სამართლის დარგის ქართველი და უცხოელი მეცნიერების/მკვლევარების და დოქტორანტების სამეცნიერო სტატიები.

გამონაკლის შემთხვევებში, კონკურსში მიიღება სხვა დარგის ავტორების სამეცნიერო სტატიები, ჟურნალის თემატიკაზე, მათი აქტუალობის, მნიშვნელობის და განსაკუთრებული სამეცნიერო ღირებულებების გათვალისწინებით.

სტატიების ენა

კონკურსზე შეიძლება წარმოდგენილ იქნას სამეცნიერო სტატიები ჟურნალში გამოსაქვეყნებლად, ქართულ, ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებზე (ინგლისურენოვან აბსტრაქტთან ერთად).

სტატიების წარმოდგენის ვადა

სტატიების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 15 ნოემბერი.

საავტორო უფლებები

ჟურნალი იცავს შემოსულ და გამოქვეყნებულ მასალებზე მატერიალურ, თუ არამატერიალურ საავტორო უფლებებს.

რედაქციის მიერ სტატიის გამოქვეყნების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ავტორი ვალდებულია სტატიის გამოქვეყნებამდე ნაშრომზე განსაკუთრებული უფლება გადასცეს რედაქციას, რაც უნდა დაადასტუროს შესაბამის განცხადებაზე ხელმოწერით და რედაქციის მოთხოვნის შემთხვევაში შესაბამისი ლიცენზიის გადაცემით.

ლიცენზია არ გულისხმობს ავტორის არაქონებრივი უფლებების გადაცემას. ავტორებს უფლება აქვთ გადაამუშავონ საკუთარი ნაშრომები, თუმცა მათ ევალებათ, რომ ჟურნალი მიუთითონ როგორც პირველადი გამოცემის წყარო.

ჟურნალში ნაშრომები გამოქვეყნდება – creative commons ლიცენზიით ( CC BY CA).

აღნიშნული ლიცენზიის თანახმად შესაძლებელია ჟურნალში გამოქვეყნებული ნაშრომების გამოყენება ნებისმიერი, მათ შორის კომერციული მიზნებისათვის, მაგრამ წყაროს მითითების ვალდებულებით.

ამ ლიცენციით ნებისმიერი პირი უფლებამოსილია გააზიაროს, გაავრცელოს, გაუკეთოს რეპროდუქცია ჟურნალს და ჟურნალის ნაწილებს, მაგრამ ასევე წყაროს მითითების ვალდებულებით (მათ შორის ვებგვერდის მისამართის).

ჟურნალში გამოქვეყნებული მასალის ცვლილების შემთხვევაში აღნიშნულ პირებს ეკისრებათ ამ ცვლილების შესახებ მითითება.

ყველა ახალი ნაშრომი, რომელიც დაფუძნებული იქნება ამ ჟურნალში გამოქვეყნებულ მასალაზე, ლიცენზირებული უნდა იყოს იმავე პირობებით როგორც ჟურნალში მითითებული გამოყენებული მასალა.

ჟურნალში აღინიშნება creative commons ლიზენცის თაობაზე.

სტატიების მიღების წესი

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ სტატიები გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: info@heraldoflaw.com.
სტატიის ატვირთვა და ჟურნალის ელ.ფოსტაზე გამოგზავნა შესაძლებელია ასევე ჟურნალის ვებგვერდზე.

ავტორი სტატიასთან ერთად, ასევე, აგზავნის მის შესახებ მოკლე ინფორმაციას და საკონტაქტო მონაცემებს, რომელიც შეინახება რედაქციის არქივში.

სტატია გამოგზავნილი უნდა იყოს დადგენილი სტატიების გაფორმების წესის შესაბამისად.

რედაქცია ამოწმებს წარდგენილი ნაშრომის შესაბამისობას, სტატიების გაფორმების დადგენილ წესთან.

რედაქცია არ მიიღებს და არ განიხილავს სტატიას, რომელიც არ იქნება ამ წესის დაცვით შესრულებული და რომელიც არ შეესაბამება სტატიების პუბლიკაციის ეთიკის სტანდარტებს. რედაქტორს, ასეთ შემთხვევაში, თუ საჭიროდ და შესაძლებლად ჩათვლის რეცენზენტებთან გაგზავნამდე, შეუძლია ავტორს მისცეს რეკომენდაციები და შესთავაზოს სტატიის გაფორმება დადგენილი წესის შესაბამისად, რისთვისაც მას განუსაზღვრავს დროს. ავტორის მიერ რედაქციის რეკომენდაციების სრულად გათვალისწინების შემთხვევაში, სტატია მიიღება განსახილველად.

სტატიის ჟურნალის რედაქციაში გამოგზავნით, ავტორი ადასტურებს, რომ ის გაცნობილია და ეთანხმება ჟურნალის სტატიების პუბლიკაციის ეთიკასკონცეფციას, კონკურსის ჩატარების და სტატიების გაფორმების წესს.

ავტორმა, ჟურნალში სტატიის გამოქვეყნებამდე, საკონტაქტო ინფორმაციის შეცვლის შემთხვევაში, დროულად უნდა აცნობოს მისი ახალი საკონტაქტო ინფორმაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი შეტყობინება გაიგზავნება თავდაპირველ ელექტრონულ მისამართზე ან მის საკონტაქტო ტელეფონზე და ჩაითვლება ჩაბარებულად.

რედაქციის პასუხისმგებელი თანამშრომელი თავად დაუკავშირდება სტატიის ავტორს (რამდენიმე ავტორის მიერ წარმოდგენილი სტატიის შეთხვევაში კი ერთ -ერთ ავტორს).

სტატიების განხილვის წესი

ავტორის მიერ გამოსაქვეყნებლად წარდგენილი სტატია, შესაფასებლად, ეგზავნება ორ რეცენზენტს, რომელსაც ირჩევს მთავარი რედაქტორი ან მისი დავალებით რედაქტორი.

რეცენზირება ხდება სტატიის რეცენზირების დადგენილი წესის თანახმად.

სტატიის რეცენზირება წარმატებით გავლილად მიიჩნევა, ორივე დადებითი რეცენზიის მიღების შემთხვევაში.

კონკურსის შედეგები

ჟურნალში გამოქვეყნდება ის სტატიები, რომლებიც მიიღებენ ყველაზე მაღალ ქულებს რეცენზირების შედეგად.

ჟურნალში გამოქვეყნდება სულ 15 სამეცნიერო სტატია.

სტატიების კონკურსს მიღმა დარჩენილი ნაშრომები, მათი ავტორების თანხმობის შემთხვევაში, მიიღებენ მონაწილეობას შემდეგ გამოცემისთვის გამოცხადებულ სტატიების კონკურსში. ამისთვის ავტორებს აღარ დასჭირდებათ თავიდან ამ სტატიების რედაქციაში გამოგზავნა. ასევე, აღნიშნული სტატიები აღარ გაივლიან რეცენზირებას და მათ უნარჩუნდებათ წინა კონკურსში რეცენზენტების მიერ შეფასებული ქულები.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: მობ. 599177573; ელ-ფოსტა: info@heraldoflaw.com