Notice: Trying to get property 'term_id' of non-object in /home/lscienti/domains/lscientists.com/public_html/wp-content/plugins/sharethis-share-buttons/php/class-minute-control.php on line 374

საპილოტე პროექტის „ონლაინ სამეცნიერო დისკუსიების“ ფარგლებში პირველი ღონისძიება გაიმართა

სამართლის მეცნიერთა კავშირის ორგანიზებით დაიწყო საპილოტე პროექტი „ონლაინ სამეცნიერო დისკუსიები“, რომლის მიზანია სამართლის მეცნიერების განვითარების ხელშეწყობა სამართლის სფეროში გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებელი სამეცნიერო ნაშრომების (სტატია, დისერტაცია, მონოგრაფია, სახელმძღვანელო) პრეზენტაცია – სამეცნიერო დისკუსიის გზით.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში 2020 წლის 28 სექტემბერს პირველი დისკუსია გაიმართა ზუმის ფორმატით თემაზე თანამონაწილეობის სუბიექტური შემადგენლობის პრობლემური ასპექტები ქართულ და  ამერიკულ სისხლის სამართალში“. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს როგორც სამართლის მეცნიერთა კავშირის წევრებმა, ასევე სხვა მეცნიერებმა, პრაქტიკოსმა ადვოკატებმა და სტუდენტებმა.  მონაწილეებმა მოისმინეს  სამართლის მეცნიერთა კავშირის წევრის, ბატონი კახა წიქარიშვილის მოხსენება, რის შემდეგაც გაიმართა დისკუსია.

მონაწილეებმა იმსჯელეს სისხლის სამართლის თეორიასა და პრაქტიკაში არსებულ ისეთ პრობლემურ საკითხებზე, როგორიცაა ევენტუალური განზრახვით თანამონაწილეობის შესაძლებლობა, გაუფრთხილებლობის პრობლემა თანამონაწილეობისას, ე.წ. ნეიტრალური ქმედებით დახმარების და ამსრულებლის ექცესის საკითხები.  შეხვედრის მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს თანამონაწილეობის პრობლემასთან დაკავშირებული ხედვები და ამ პრობლემების გადაჭრის გზები. შეხვედრის დასასრულს სამართლის მეცნიერთა კავშირის თავმჯდომარე ზურაბ ჭყონიამ აღნიშნა რომ აღნიშნული ფორმატით დისკუსია პირველად ტარდება და მსგავსი სამეცნიერო დისკუსიები სამართლის მეცნიერთა კავშირის ორგანიზებით მომავალში აუცილებლად გაგრძელდება.

აღნიშნული დისკუსიის ვიდეო ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე:https://www.youtube.com/watch?v=AAbmSk5Fe8U&t=198s

სამართლის მეცნიერთა კავშირი სთავაზობს სამეცნიერო ნაშრომების ავტორებს სადისკუსიოდ წარმოადგინონ საკუთარი ნაშრომები, რომელთა აქტუალობის,  პრაქტიკული და სამეცნიერო მნიშვნელობის შეფასების შემდეგ სამართლის მეცნიერთა კავშირი მიიღებს გადაწყვეტილებას სამეცნიერო დისკუსიის მოწყობის თაობაზე. ვიმედოვნებთ რომ აღნიშნულ პროექტში მონაწილეობით დაინტერესდებიან სამართლის სხვადასხვა დარგის როგორც ახალგაზრდა, ასევე გამოცდილი მკვლევარები.

მიგვაჩნია, რომ პროექტი ხელს შეუწყობს სამართლის დარგში მნიშვნელოვანი სამეცნიერო კვლევების წარმოჩენას.

 

 

სამეცნიერო ჟურნალმა „სამართლის მაცნემ“ პირველი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

დღეიდან სამეცნიერო ჟურნალი „სამართლის მაცნე“ მსხვილ საერთაშორისო სამეცნიერო ბაზა  ISI (International scientific indexsing) – ში ინდექსირდება.

ვულოცავთ ჟურნალის საერთაშორისო წარმატებას გამომცემელი ორგანიზაციის „სამართლის მეცნიერთა კავშირის” წევრებს, ჟურნალის სარედაქციო კოლეგიას, რედაქტორებს, ავტორებს და იურიდიულ საზოგადოებას!

როგორც მოგეხსენებათ ISI გახლავთ სერვერი რომელიც ახდენს წამყვანი საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალების ინდექსირებას. შემდგომში ISI უზრუნველყოფს „სამართლის მაცნეს“ იმპაქტ-ფაქტორის გამოთვლას.

ISI ასევე უზრუნველყოფს ღია წვდომის ხარისხიანი ჟურნალების ხელმისაწვდომობას. სერვერმა უნდა მოიცვას ღია წვდომის ყველა სამეცნიერო ჟურნალი, რომლებიც იყენებენ ხარისხის კონტროლის შესაბამის სისტემას.

ჟურნალი „სამართლის მაცნე“ აქტიურად აგრძელებს მუშაობას სხვა მაღალ რეიტინგულ საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებში ინდექსირებისა და იმპაქტ-ფაქტორის მოპოვებისათვის, ვინიდან სწორედ ჟურნალის საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებში ინტეგრაცია  ხელს შეუწყობს ჟურნალის პოპულარიზაციას, სამართლის დარგში მნიშვნელოვანი სამეცნიერო კვლევების წარმოჩენას,  ქვეყნის და საერთაშორისო საზოგადოებისათვის გაცნობას და აღნიშნული კვლევების საერთაშორისო ინტეგრაციას.

ISI – ს ვებგვერდი:  https://isindexing.com/isi/journaldetails.php?id=14343

საპილოტე პროექტის „ონლაინ სამეცნიერო დისკუსიების“ ფარგლებში პირველი ღონისძიება გაიმართება

სამართლის მეცნიერთა კავშირის ორგანიზებით იწყება საპილოტე პროექტი „ონლაინ სამეცნიერო დისკუსიები, რომლის მიზანია სამართლის მეცნიერების განვითარების ხელშეწყობა სამართლის სფეროში გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებელი სამეცნიერო ნაშრომების (სტატია, დისერტაცია, მონოგრაფია, სახელმძღვანელო) პრეზენტაცია – სამეცნიერო დისკუსიის გზით.

გაცნობებთ, რომ ორშაბათს, 28 სექტემბერს, 12:00 ზე სამართლის მეცნერთა კავშირის ეგიდით გაიმართება ონლაინ დისკუსია თემაზე თანამონაწილეობის სუბიექტური შემადგენლობის პრობლემური ასპექტები ქართულ და ამერიკულ სისხლის სამართალში“.  შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება ქართული და ამერიკული სამართლის შესაბამისი ასპექტების შედარებითი მიმოხილვა, რის შემდეგაც გაიმართება დისკუსია. მონაწილეობის მსურველები შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ მეილზე  info@lscientists.com და გამოგიგზავნით შეხვედრის დღის წესრიგს და ზუმის ლინკს, რისი მეშვეობითაც შეძლებთ მონაწილეობას დისკუსიაში.

სამართლის მეცნიერთა კავშირი სთავაზობს სამეცნიერო ნაშრომების ავტორებს სადისკუსიოდ წარმოადგინონ საკუთარი ნაშრომები, რომელთა აქტუალობის,  პრაქტიკული და სამეცნიერო მნიშვნელობის შეფასების შემდეგ სამართლის მეცნიერთა კავშირი მიიღებს გადაწყვეტილებას სამეცნიერო დისკუსიის მოწყობის თაობაზე. ვიმედოვნებთ რომ აღნიშნულ პროექტში მონაწილეობით დაინტერესდებიან სამართლის სხვადასხვა დარგის როგორც ახალგაზრდა, ასევე გამოცდილი მკვლევარები.

მიგვაჩნია, რომ პროექტი ხელს შეუწყობს სამართლის დარგში მნიშვნელოვანი სამეცნიერო კვლევების წარმოჩენას.

დისკუსიების სრული ვიდეო ჩანაწერი ხელმისაწვდომი იქნება როგორც youtube -ზე, ასევე სამართლის მეცნიერთა კავშირის ვებ-გვერდზე.

გამოცხადდა სტატიების კონკურსი ჟურნალის მეორე ნომრისთვის

სამეცნიერო ჟურნალი „სამართლის მაცნე“ აცხადებს სტატიების კონკურსს ჟურნალის მეორე (დეკემბრის) ნომრისთვის.

ჟურნალი გამოდის ელექტრონული სახით და ქვეყნდება ვებგვერდზე: www.heraldoflaw.com
„სამართლის მაცნე“ გახლავთ „სამართლის მეცნიერთა კავშირი“ ს პერიოდული გამოცემა.

კონკურსის თემატიკა
ჟურნალში გამოქვეყნებისთვის, კონკურსზე მიიღება სამეცნიერო სტატიები, აქტუალურ საკითხებზე, სამართლის, ადამიანის უფლებების და სახელმწიფო მართვის თემაზე, რომლებიც შეიცავენ მეცნიერულ სიახლეს და აქვთ მაღალი სამეცნიერო ღირებულება.
ავტორები ჟურნალში გამოქვეყნებისთვის გამოცხადებულ კონკურსში, მიიღება სამართლის დარგის ქართველი და უცხოელი მეცნიერების/მკვლევარების და დოქტორანტების სამეცნიერო სტატიები.
გამონაკლის შემთხვევებში, კონკურსში მიიღება სხვა დარგის ავტორების სამეცნიერო სტატიები, ჟურნალის თემატიკაზე, მათი აქტუალობის, მნიშვნელობის და განსაკუთრებული სამეცნიერო ღირებულებების გათვალისწინებით.

სტატიების ენა
კონკურსზე შეიძლება წარმოდგენილ იქნას სამეცნიერო სტატიები ჟურნალში გამოსაქვეყნებლად, ქართულ, ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებზე (ინგლისურენოვან აბსტრაქტთან ერთად).
სტატიების წარმოდგენის ვადა
სტატიების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 31 ოქტომბერი.

საავტორო უფლებები
ჟურნალი იცავს შემოსულ და გამოქვეყნებულ მასალებზე მატერიალურ, თუ არამატერიალურ საავტორო უფლებებს.
ავტორი ვალდებულია სტატიის გამოქვეყნებამდე ნაშრომზე განსაკუთრებული უფლება გადასცეს რედაქციას, რედაქციის მიერ სტატიის გამოქვეყნების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, რაც უნდა დაადასტუროს შესაბამის განცხადებაზე ხელმოწერით ან/და რედაქციის მოთხოვნის შემთხვევაში შესაბამისი ლიცენზიის გადაცემით.

სტატიების მიღების წესი
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ სტატიები გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: info@heraldoflaw.com.
სტატიის ატვირთვა და ჟურნალის ელ.ფოსტაზე გამოგზავნა შესაძლებელია ასევე ჟურნალის ვებგვერდზე.
ავტორი სტატიასთან ერთად, ასევე, აგზავნის მის შესახებ მოკლე ინფორმაციას და საკონტაქტო მონაცემებს, რომელიც შეინახება რედაქციის არქივში.
სტატია გამოგზავნილი უნდა იყოს დადგენილი სტატიების გაფორმების წესის შესაბამისად.
რედაქცია ამოწმებს წარდგენილი ნაშრომის შესაბამისობას, სტატიების გაფორმების დადგენილ წესთან.
რედაქცია არ მიიღებს და არ განიხილავს სტატიას, რომელიც არ იქნება ამ წესის დაცვით შესრულებული და რომელიც არ შეესაბამება სტატიების პუბლიკაციის ეთიკის სტანდარტებს. რედაქტორს, ასეთ შემთხვევაში, თუ საჭიროდ და შესაძლებლად ჩათვლის რეცენზენტებთან გაგზავნამდე, შეუძლია ავტორს მისცეს რეკომენდაციები და შესთავაზოს სტატიის გაფორმება დადგენილი წესის შესაბამისად, რისთვისაც მას განუსაზღვრავს დროს. ავტორის მიერ რედაქციის რეკომენდაციების სრულად გათვალისწინების შემთხვევაში, სტატია მიიღება განსახილველად.
სტატიის ჟურნალის რედაქციაში გამოგზავნით, ავტორი ადასტურებს, რომ ის გაცნობილია და ეთანხმება ჟურნალის სტატიების პუბლიკაციის ეთიკას, კონცეფციას, კონკურსის ჩატარების და სტატიების გაფორმების წესს.
ავტორმა, ჟურნალში სტატიის გამოქვეყნებამდე, საკონტაქტო ინფორმაციის შეცვლის შემთხვევაში, დროულად უნდა აცნობოს
მისი ახალი საკონტაქტო ინფორმაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი შეტყობინება გაიგზავნება თავდაპირველ ელექტრონულ მისამართზე ან მის საკონტაქტო ტელეფონზე და ჩაითვლება ჩაბარებულად.
რედაქციის პასუხისმგებელი თანამშრომელი თავად დაუკავშირდება სტატიის ავტორს (რამდენიმე ავტორის მიერ წარმოდგენილი სტატიის შეთხვევაში კი ერთ -ერთ ავტორს).

სტატიების განხილვის წესი

ავტორის მიერ გამოსაქვეყნებლად წარდგენილი სტატია, შესაფასებლად, ეგზავნება ორ რეცენზენტს, რომელსაც ირჩევს მთავარი რედაქტორი ან მისი დავალებით რედაქტორი.
რეცენზირება ხდება სტატიის რეცენზირების დადგენილი წესის თანახმად.
სტატიის რეცენზირება წარმატებით გავლილად მიიჩნევა, ორივე დადებითი რეცენზიის მიღების შემთხვევაში.
კონკურსის შედეგები
ჟურნალში გამოქვეყნდება ის სტატიები, რომლებიც მიიღებენ ყველაზე მაღალ ქულებს რეცენზირების შედეგად.
ჟურნალში გამოქვეყნდება სულ 15 სამეცნიერო სტატია.
სტატიების კონკურსს მიღმა დარჩენილი ნაშრომები, მათი ავტორების თანხმობის შემთხვევაში, მიიღებენ მონაწილეობას შემდეგ გამოცემისთვის გამოცხადებულ სტატიების კონკურსში. ამისთვის ავტორებს აღარ დასჭირდებათ თავიდან ამ სტატიების რედაქციაში გამოგზავნა. ასევე, აღნიშნული სტატიები აღარ გაივლიან რეცენზირებას და მათ უნარჩუნდებათ წინა კონკურსში რეცენზენტების მიერ შეფასებული ქულები.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: მობ. 599177573; ელ-ფოსტა: info@heraldoflaw.com