ჟურნალ „სამართლის მაცნე”-ს მთავარ რედაქტორად ზურაბ ჭყონიას არჩევა

2020 წლის 29 იანვარს ჩატარდა კავშირის გამგეობის სხდომა.
გამგეობის გადაწყვეტილებით ჟურნალი “სამართლის მაცნე”-ს მთავარ რედაქტორად არჩეულ იქნა კავშირის თავმჯდომარე ზურაბ ჭყონია, რომელსაც დაევალა ჟურნალის რედაქციის ტექნიკური პერსონალისა და სარედაქციო კოლეგიის დაკომპლექტება.
ჟურნალის მისიაა სამართლის მეცნიერთა და პრაქტიკოს იურისტთა მნიშვნელოვანი სამეცნიერო-პრაქტიკული კვლევების წარმოჩენა და როგორც ქვეყნის, ისე საერთაშორისო საზოგადოებისათვის გაცნობა და ამ გზით აღნიშნული კვლევების საერთაშორისო ინტეგრაცია სამართლის მეცნიერების განვითარების ხელშეწყობის მიზნით.
ჟურნალის მიზანია მკითხველთა და ავტორთა საერთაშორისო აუდიტორიის გაფართოება, უმაღლესი სამეცნიერო სტატუსის მოპოვება ავტორიტეტულ საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებში შესვლის გზით.
იმავე სხდომაზე გამგეობის გადაწყვეტილებით კავშირის წევრად მიღებულ იქნა ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის დოქტორანტი და მკვლევარი ნიკა დუდაშვილი.
ნიკა დუდაშვილს ვულოცავთ კავშირის წევრად მიღებას.

მემორანდუმი ურთიერთთანამშრომლობის შესახებ სასწავლო ცენტრ “ინტელექტთან”

2020 წლის 29 იანვარს „სამართლის მეცნიერთა კავშირსა“ და სასწავლო ცენტრი „ინტელექტის“ შორის გაფორმდა მემორანდუმი ურთიერთანამშრომლობის შესახებ. მემორანდუმს ხელი მოაწერეს კავშირის თავმჯდომარე ზურაბ ჭყონიამ და სასწავლო ცენტრი „ინტელექტი“-ს დირექტორმა ვლადიმერ ოკუჯავამ.

მემორანდუმის მიზანია იურიდიული განათლების განვითარების ხელშეწყობა ურთიერთ თანამშრომლობის გზით.

მხარდაჭერა დუსელდორფიდან

სამეცნიერო ინფორმაციისა და განათლების  საერთაშორისო  ცენტრი“-  (დუსელდორფი, გერმანია)  მხარდაჭერა და ნდობა კავშირის წევრის, ბატონ გოჩა ოჩიგავას მიმართ.

სამართლის მეცნიერთა კავშირისთვის, საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების კუთხით, მეტად მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო და სამეცნიერო ცენტრებთან თანამშრომლობა. სწორედ ამიტომ, ჩვენი ორგანიზაცია დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სამეცნიერო ინფორმაციისა და განათლების საერთაშორისო ცენტრთან (დუსელდორფი)  თანამშრომლობას და მიესალმება ამ უკანასკნელის მიერ ღიად და ოფიცალური წერილით გამოხატულ ნდობასა და მხარდაჭერას ჩვენი კავშირის წევრის, სამართლის დოქტორის, ბატონ გოჩა ოჩიგავას მიმართ.

ბატონი გოჩა ოჩიგავა გახლავთ აღნიშნული ცენტრის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.

სამართლის მეცნიერთა კავშირი, ცენტრთან მჭიდრო თანამშრომლობის მიზნით, გეგმავს მასთან ურთიერთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის გაფორმებას და ერთობლივი პროექტების განხორციელებას, რაც უდავოდ წაადგება სამართლის მეცნიერების განვითარებას.