სამეცნიერო ჟურნალი “სამართლის მაცნე” სტატიების კონკურსს აცხადებს!

სამეცნიერო ჟურნალი „სამართლის მაცნე“ აცხადებს სტატიების კონკურსს ჟურნალის პირველი ნომრისთვის.
ჟურნალი გამოდის ელექტრონული სახით და ქვეყნდება ვებგვერდზე: www.heraldoflaw.com

„სამართლის მაცნე“ გახლავთ „სამართლის მეცნიერთა კავშირი“- ს პერიოდული გამოცემა.

კონკურსის თემატიკა

ჟურნალში გამოქვეყნებისთვის, კონკურსზე მიიღება სამეცნიერო სტატიები, აქტუალურ საკითხებზე, სამართლის, ადამიანის უფლებების და სახელმწიფო მართვის თემაზე, რომლებიც შეიცავენ მეცნიერულ სიახლეს და აქვთ მაღალი სამეცნიერო ღირებულება.

ავტორები

ჟურნალში გამოქვეყნებისთვის გამოცხადებულ კონკურსში, მიიღება სამართლის დარგის ქართველი და უცხოელი მეცნიერების/მკვლევარების და დოქტორანტების სამეცნიერო სტატიები.

გამონაკლის შემთხვევებში, კონკურსში მიიღება სხვა დარგის ავტორების სამეცნიერო სტატიები, ჟურნალის თემატიკაზე, მათი აქტუალობის, მნიშვნელობის და განსაკუთრებული სამეცნიერო ღირებულებების გათვალისწინებით.

სტატიების ენა

კონკურსზე შეიძლება წარმოდგენილ იქნას სამეცნიერო სტატიები ჟურნალში გამოსაქვეყნებლად, ქართულ და ინგლისურ ენებზე (ინგლისურენოვანი აბსტრაქტის და ინგლისურ ენაზე ნათარგმნი გამოყენებული ლიტერატურის და შენიშვნების (Notes) თანხლებით).

სტატიების წარმოდგენის ვადა

სტატიების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 1 მაისი.

სტატიების მიღების წესი

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ სტატიები გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: info@heraldoflaw.com.
სტატიის ატვირთვა და ჟურნალის ელ.ფოსტაზე გამოგზავნა შესაძლებელია ასევე ჟურნალის ვებგვერდზე.

ავტორი სტატიასთან ერთად, ასევე, აგზავნის მის შესახებ მოკლე ინფორმაციას და საკონტაქტო მონაცემებს, რომელიც შეინახება რედაქციის არქივში.

სტატია გამოგზავნილი უნდა იყოს დადგენილი სტატიების გაფორმების წესის შესაბამისად.

რედაქცია ამოწმებს წარდგენილი ნაშრომის შესაბამისობას, სტატიების გაფორმების დადგენილ წესთან.

რედაქცია არ მიიღებს და არ განიხილავს სტატიას, რომელიც არ იქნება ამ წესის დაცვით შესრულებული და რომელიც არ შეესაბამება სტატიების პუბლიკაციის ეთიკის სტანდარტებს. რედაქტორს, ასეთ შემთხვევაში, თუ საჭიროდ და შესაძლებლად ჩათვლის რეცენზენტებთან გაგზავნამდე, შეუძლია ავტორს მისცეს რეკომენდაციები და შესთავაზოს სტატიის გაფორმება დადგენილი წესის შესაბამისად, რისთვისაც მას განუსაზღვრავს დროს. ავტორის მიერ რედაქციის რეკომენდაციების სრულად გათვალისწინების შემთხვევაში, სტატია მიიღება განსახილველად.

სტატიის ჟურნალის რედაქციაში გამოგზავნით, ავტორი ადასტურებს, რომ ის გაცნობილია და ეთანხმება ჟურნალის სტატიების პუბლიკაციის ეთიკას, კონცეფციას, კონკურსის ჩატარების და სტატიების გაფორმების წესს.

სტატიის გამოქვეყნების შემთხვევაში, ავტორი ნაშრომზე განსაკუთრებულ უფლებას გადასცემს რედაქციას.

ავტორმა, ჟურნალში სტატიის გამოქვეყნებამდე, საკონტაქტო ინფორმაციის შეცვლის შემთხვევაში, დროულად უნდა აცნობოს

მისი ახალი საკონტაქტო ინფორმაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი შეტყობინება გაიგზავნება თავდაპირველ ელექტრონულ მისამართზე ან მის საკონტაქტო ტელეფონზე და ჩაითვლება ჩაბარებულად.

რედაქციის პასუხისმგებელი თანამშრომელი თავად დაუკავშირდება სტატიის ავტორს (რამდენიმე ავტორის მიერ წარმოდგენილი სტატიის შეთხვევაში კი ერთ -ერთ ავტორს).

სტატიების განხილვის წესი

ავტორის მიერ გამოსაქვეყნებლად წარდგენილი სტატია, შესაფასებლად, ეგზავნება ორ რეცენზენტს, რომელსაც ირჩევს მთავარი რედაქტორი ან მისი დავალებით რედაქტორი.

რეცენზირება ხდება სტატიის რეცენზირების დადგენილი წესის თანახმად.

სტატიის რეცენზირება წარმატებით გავლილად მიიჩნევა, ორივე დადებითი რეცენზიის მიღების შემთხვევაში.

კონკურსის შედეგები

ჟურნალში გამოქვეყნდება ის სტატიები, რომლებიც მიიღებენ ყველაზე მაღალ ქულებს რეცენზირების შედეგად.

ჟურნალში გამოქვეყნდება სულ 15 სამეცნიერო სტატია.

სტატიების კონკურსს მიღმა დარჩენილი ნაშრომები, მათი ავტორების თანხმობის შემთხვევაში, მიიღებენ მონაწილეობას შემდეგ გამოცემისთვის გამოცხადებულ სტატიების კონკურსში. ამისთვის ავტორებს აღარ დასჭირდებათ თავიდან ამ სტატიების რედაქციაში გამოგზავნა. ასევე, აღნიშნული სტატიები აღარ გაივლიან რეცენზირებას და მათ უნარჩუნდებათ წინა

კონკურსში რეცენზენტების მიერ შეფასებული ქულები.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: მობ. 599177573; 597754190; ელ-ფოსტა: info@heraldoflaw.com

მაია ცქიტიშვილის სამეცნიერო ჟურნალი „სამართლის მაცნე’-ს რედაქტორად დანიშვნა

სამეცნიერო ჟურნალი „სამართლის მაცნე“-ს მთავარი რედაქტორის ზურაბ ჭყონიას გადაწყვეტილებით, ჟურნალის რედაქტორად დაინიშნა კავშირის წევრი, ქალბატონო მაია ცქიტიშვილი.
მთავარი რედაქტორი ზურაბ ჭყონია, სარედაქციო კოლეგიის სახელით, ქალბატონ მაია ცქიტიშვილს ულოცავს ჟურნალის რედაქტორად დანიშვნას.

მემორანდუმი მილენიუმის სასწავლო უნივერსიტეტთან

 

2 მარტს სამართლის მეცნიერთა კავშირსა და მილენიუმი სასწავლო უნივერსიტეტს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეხვედრისას მხარეებმა დაგეგმეს ერთობლივი სამეცნიერო ღონისძიებები.

მემორანდუმის ფარგლებში უნივერსიტეტმა გადაწყვიტა სამართლის მეცნიერთა კავშირის ახალი საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი “სამართლის მაცნე”-ს გამოცემის ფინანსური უზრუნველყოფა. სამართლის მეცნიერთა კავშირის თავმჯდომარე, ზურაბ ჭყონია, კავშირის სახელით მადლობას უხდის მილენიუმი სასწავლო უნივერსიტეტის რექტორს, ქალბატონ მარიამ მესხიშვილი-ეფაძეს მხარდაჭერისთვის.

 

აღნიშნული სიახლე იხილეთ უნივერსიტეტის ვებ-გვერდზეც

 

 

გამოიცა კავშირის წევრის ნათარგმნი წიგნი

 

ქართულ ენაზე გამოიცა გერმანელი ავტორის ერიკ ჰილგენდორფის წიგნი “შესავალი მედიცინის სისხლის სამართალში”, რომელიც თარგმნა „სამართლის მეცნიერთა კავშირის“ წევრმა, პროფესორმა ქეთევან მჭედლიშვილი-ჰედრიხმა.

წიგნი გამოსცა “იურისტების სამყარომ”.

კავშირი ქალბატონ ქეთევანს ულოცავს აღნიშნული სახელმძღვანელოს გამოცემას და კვლავაც უსურვებს წარმატებებს პროფესიულ საქმიანობაში!

მემორანდუმი ქუთაისის უნივერსიტეტთან

2020 წლის 21 თებერვალს სამართლის მეცნიერთა კავშირსა და ქუთაისის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის მიზანია სამართლის მეცნიერებისა და იურიდიული განათლების განვითარების, ასევე საზოგადოებაში მართლშეგნების დონის ამაღლების ხელშეწყობა ურთიერთთანამშრომლობის გზით და წინამდებარე მემორანდუმით განსაზღვრული პირობებით. გამოხატავენ რა სურვილს და მზადყოფნას აქტიურად ითანამშრომლონ სამეცნიერო კვლევებისა და უმაღლესი განათლების სფეროში, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, სამართლის მეცნიერთა კავშირი და ქუთაისის უნივერსიტეტი გეგმავენ ერთობლივ ღონისძიებებს.

მემორანდუმი თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტთან

2020 წლის 7 თებერვალს სამართლის ფაკულტეტის ინიციატივით თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტსა და ა(ა)იპ სამართლის მეცნიერთა კავშირს შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.
სამართლის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მხარეები შეთანხმდნენ ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზების, კერძოდ სამართლის აქტუალურ და პრობლემურ საკითხებზე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად სამეცნიერო კონფერენციების, ტრენინგების, საჯარო ლექციების ჩატარებისა და სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელების თაობაზე.

მემორანდუმი ურთიერთთანამშრომლობის შესახებ„ქართულ-ევროპული განათლების აკადემიასთან“

2020 წლის 4 თებერვალს „სამართლის მეცნიერთა კავშირსა“ და „ქართულ-ევროპული განათლების აკადემიას“ შორის გაფორმდა მემორანდუმი ურთიერთანამშრომლობის შესახებ. მემორანდუმს ხელი მოაწერეს კავშირის თავმჯდომარე ზურაბ ჭყონიამ და სასწავლო ცენტრის დირექტორმა თამარ ვეფხვაძემ.
მემორანდუმის ფარგლებში მხარეები გეგმავენ ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზებას იურიდიული განათლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით.

ჟურნალ „სამართლის მაცნე”-ს მთავარ რედაქტორად ზურაბ ჭყონიას არჩევა

2020 წლის 29 იანვარს ჩატარდა კავშირის გამგეობის სხდომა.
გამგეობის გადაწყვეტილებით ჟურნალი “სამართლის მაცნე”-ს მთავარ რედაქტორად არჩეულ იქნა კავშირის თავმჯდომარე ზურაბ ჭყონია, რომელსაც დაევალა ჟურნალის რედაქციის ტექნიკური პერსონალისა და სარედაქციო კოლეგიის დაკომპლექტება.
ჟურნალის მისიაა სამართლის მეცნიერთა და პრაქტიკოს იურისტთა მნიშვნელოვანი სამეცნიერო-პრაქტიკული კვლევების წარმოჩენა და როგორც ქვეყნის, ისე საერთაშორისო საზოგადოებისათვის გაცნობა და ამ გზით აღნიშნული კვლევების საერთაშორისო ინტეგრაცია სამართლის მეცნიერების განვითარების ხელშეწყობის მიზნით.
ჟურნალის მიზანია მკითხველთა და ავტორთა საერთაშორისო აუდიტორიის გაფართოება, უმაღლესი სამეცნიერო სტატუსის მოპოვება ავტორიტეტულ საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებში შესვლის გზით.
იმავე სხდომაზე გამგეობის გადაწყვეტილებით კავშირის წევრად მიღებულ იქნა ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის დოქტორანტი და მკვლევარი ნიკა დუდაშვილი.
ნიკა დუდაშვილს ვულოცავთ კავშირის წევრად მიღებას.

მემორანდუმი ურთიერთთანამშრომლობის შესახებ სასწავლო ცენტრ “ინტელექტთან”

2020 წლის 29 იანვარს „სამართლის მეცნიერთა კავშირსა“ და სასწავლო ცენტრი „ინტელექტის“ შორის გაფორმდა მემორანდუმი ურთიერთანამშრომლობის შესახებ. მემორანდუმს ხელი მოაწერეს კავშირის თავმჯდომარე ზურაბ ჭყონიამ და სასწავლო ცენტრი „ინტელექტი“-ს დირექტორმა ვლადიმერ ოკუჯავამ.

მემორანდუმის მიზანია იურიდიული განათლების განვითარების ხელშეწყობა ურთიერთ თანამშრომლობის გზით.

მხარდაჭერა დუსელდორფიდან

სამეცნიერო ინფორმაციისა და განათლების  საერთაშორისო  ცენტრი“-  (დუსელდორფი, გერმანია)  მხარდაჭერა და ნდობა კავშირის წევრის, ბატონ გოჩა ოჩიგავას მიმართ.

სამართლის მეცნიერთა კავშირისთვის, საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების კუთხით, მეტად მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო და სამეცნიერო ცენტრებთან თანამშრომლობა. სწორედ ამიტომ, ჩვენი ორგანიზაცია დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სამეცნიერო ინფორმაციისა და განათლების საერთაშორისო ცენტრთან (დუსელდორფი)  თანამშრომლობას და მიესალმება ამ უკანასკნელის მიერ ღიად და ოფიცალური წერილით გამოხატულ ნდობასა და მხარდაჭერას ჩვენი კავშირის წევრის, სამართლის დოქტორის, ბატონ გოჩა ოჩიგავას მიმართ.

ბატონი გოჩა ოჩიგავა გახლავთ აღნიშნული ცენტრის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.

სამართლის მეცნიერთა კავშირი, ცენტრთან მჭიდრო თანამშრომლობის მიზნით, გეგმავს მასთან ურთიერთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის გაფორმებას და ერთობლივი პროექტების განხორციელებას, რაც უდავოდ წაადგება სამართლის მეცნიერების განვითარებას.