„სამართლის მეცნიერთა კავშირი“ გიწვევთ სამეცნიერო წრეების, უნივერსიტეტების და ხელისუფლების წარმომადგენლებს, ადვოკატებს, მოსამართლეებს, პროკურორებს და პრაქტიკოს იურისტებს სამეცნიერო ონლაინ სამეცნიერო დისკუსიაში მონაწილეობისთვის თემაზე „გარემოს სისხლისსამართლებრივი დაცვა – ევროსაბჭოს 2025 წლის კონვენცია და მისი გამოწვევები“.
ორგანიზატორი – ა(ა)იპ „სამართლის მეცნიერთა კავშირი“
ღონისძიების თარიღი – 03.02.2026
დრო – 19:30 სთ.
ღონისძიება გაიმართება ონლაინ, ზუმის პლატფორმით.
უზრუნველყოფილი იქნება თარგმანი ქართულ ენაზე.
მომხსენებლები:
ექსპერტი ვინსენტ დელბოსი (საფრანგეთი) – ყოფილი მოსამართლე, ექსპერტი გარემოს დაცვითი მართლმსაჯულების საკითხებში, ადამიანის უფლებების ექსპერტი, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრევენციის ევროსაბჭოს კომიტეტის ყოფილი წევრი.
კახა წიქარიშვილი – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი, სამართლის მეცნიერთა კავშირის გამგეობის წევრი.
დისკუსიაში მონაწილეობის მსურველები შეგიძლიათ 2026 წლის 2 თებერვლამდე დარეგისტრირდეთ აქ განთავსებულ სარეგისტრაციო ბმულზე და გამოგიგზავნით შეხვედრის ბმულს, რისი მეშვეობითაც შეძლებთ მონაწილეობას დისკუსიაში.
დისკუსიის დღის წესრიგს იხილავთ ლინკზე https://docs.google.com/document/d/1K5W7K6x7mru1h7bRkTsLtXzJL9aP_tqdlNpGyAHOhUU/edit?usp=sharing
დისკუსიის სრული ვიდეო ჩანაწერი ხელმისაწვდომი იქნება როგორც youtube -ზე, ასევე სამართლის მეცნიერთა კავშირის ვებ-გვერდზე.