ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ევროპის სასწავლო უნივერსიტეტთან

2015 წლის 30 იანვარს ევროპის სასწავლო უნივერსიტეტსა და სამართლის მეცნიერთა კავშირს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს უნივერსიტეტის რექტორმა ლაშა კანდელაკიშვილმა და კავშირის თავმჯდომარე ზურაბ ჭყონიამ. მემორანდუმი ითვალისწინებს ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას, კონფერენციების, სემინარებისა და საჯარო ლექციების ერთობლივ ორგანიზებას. მხარეებმა შეხვედრაზე მომავალი თანამშრომლობის გეგმები დასახეს.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან

სამართლის მეცნიერთა კავშირსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის მიზანია სასამართლოსა და სამართლის მეცნიერთა კავშირს შორის პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება, რაც ხელს შეუწყობს პროფესიული განათლების ხელშეწყობას.

თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს სამართლის მეცნიერთა კავშირის თავმჯდომარე ზურაბ ჭყონიამ და სააპელაციო სასამართლოს მენეჯერმა გიორგი კოპალიანმა.

მემორანდუმის ფარგლებში სასამართლო დაეხმარება სამართლის მეცნიერთა კავშირს საჯარო ლექციების, სემინარების, ტრენინგების დაგეგმვას და ორგანიზებაში, ასევე სასამართლო გამოყოფს მატერიალურ–ტექნიკურ ბაზას, უზრუნველყოფილ სხდომის დარბაზებს იმიტირებული პროცესების ჩატარებისათვის.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებებთან, მათ შორის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, თავისუფალ უნივერსიტეტთან, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან, სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტთან.

საგანმანათლებლო მიზნებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მზადაა ითანამშრომლოს დაინტერესებულ უმაღლეს სასწავლებლებთან, რითაც ხელს შეუწყობს სტუდენტთა პრაქტიკული ცოდინის ამაღლებას.

მემორანდუმი თბილისის საქალაქო სასამართლოსთან.

თბილისის საქალაქო სასამართლოსა და სამართლის მეცნიერთა კავშირს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ მამუკა ახვლედიანმა და სამართლის მეცნიერთა კავშირს თავმჯდომარემ ზურაბ ჭყონიამ მოაწერეს.

მემორანდუმი ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას ითვალისწინებს. სასამართლოს მოხელეები, ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, სამართლის მეცნიერთა კავშირის ინიციატივით გამართულ საჯარო ლექციებში, დისკუსიებსა და სხვა საგანმანათლებლო თუ სამეცნიერო პროექტებში ჩაერთვებიან.

სამართლის მეცნიერთა კავშირის პრეზენტაცია

2014 წლის 23 ივლისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, “სამართლის მეცნიერთა კავშირის” წარდგენის ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე ასევე მოეწყო კავშირის წევრთა პროფესორების: ოთარ გამყრელიძის, გია მეფარიშვილის, ზურაბ ძლიერიშვილის, ჯემალ გახოკიძის, გია ლილუაშვილის, ვალერი ხრუსტალის, ბიძინა (გურჯი) სავანელის და ამირან ზენაიშვილის წიგნების პრეზენტაციები.

პრეზენტაციას დაესწრნენ ქვეყნის უნივერსიტეტების, სახალხო დამცველის აპარატის, სასამართლო ხელისუფლების, საერთაშორისო და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები.