საპატიო სიგელებით დაჯილდოვება

„სამართლის მეცნიერთა კავშირი“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში აგრძელებს სამეცნიერო თანამშრომლობას აუზევის სახელობის სამხრეთ ყაზახეთის უნივერსიტეტთან.

დღეს, სამხრეთ ყაზახეთის უნივერსიტეტმა საპატიო სიგელებით დააჯილდოვა:

„სამართლის მეცნიერთა კავშირი“ – საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობისთვის;

ზურაბ ჭყონია, „სამართლის მეცნიერთა კავშირის“ თავმჯდომარე – სამართლის მეცნიერების განვითარების ხელშეწყობის მიზნით საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობაში შეტანილი წვლილისთვის”;

კახა წიქარიშვილი, კავშირის გამგეობის წევრი – “სამართლის მეცნიერების განვითარების ხელშეწყობის მიზნით საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობაში შეტანილი წვლილისთვის”.

“სამართლის მეცნიერთა კავშირი” მადლობას უხდის აუზევის სახელობის სამხრეთ ყაზახეთის უნივერსიტეტს დაფასებისთვის და იმედს გამოთქვამს რომ შემდგომი თანამშრომლობაც იქნება ნაყოფიერი და ხელს შეუწყობს სამართლის მეცნიერების განვითარებას.

 

 

საპატიო სიგელებით დაჯილდოვება სამეცნიერო თანამშრომლობისთვის

2025 წლის 10 ნოემბერს მეცნიერების დღესთან დაკავშირებით სამართლის მეცნიერთა კავშირის გამგეობის გადაწყვეტილებით საპატიო სიგელებით  დაჯილდოვდნენ:

სახელმწიფო უნივერსიტეტი „კიევის საავიაციო ინსტიტუტის“ სამართლის და სამართლის და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი სამართლის მეცნიერთა კავშირთან სამეცნიერო თანამშრომლობისთვის;

პროფესორი სოფია ლიხოვა (კიევი, უკრაინა) სამართლის მეცნიერთა კავშირსა და სახელმწიფო უნივერსიტეტ „კიევის საავიაციო ინსტიტუტს“ შორის სამეცნიერო თანამშრომლობაში შეტანილი წვლილისათვის;

აუზევის სახელობის სამხრეთ ყაზახეთის უნივერსიტეტი სამართლის მეცნიერთა კავშირთან სამეცნიერო თანამშრომლობისთვის.

პროფესორი ელენა მიცკაია  (შიმკენტი, ყაზახეთი,) სამართლის მეცნიერთა კავშირსა და აუზევის სახელობის სამხრეთ ყაზახეთის უნივერსიტეტს შორის სამეცნიერო თანამშრომლობაში შეტანილი წვლილისათვის.

 

საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალ „სამართლის მაცნეს” მე-11 ნომრის წარდგენის ღონისძიება

გიწვევთ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალ „სამართლის მაცნეს“ მე-11 ნომრის წარდგენის ღონისძიებაზე.

სამართლის მეცნიერთა კავშირის გამოცემა საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი “სამართლის მაცნე“ გიწვევთ სამართლის დარგის მეცნიერებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს ჟურნალის მე-11 ნომრის წარდგენის ღონისძიებაზე.

ღონისძიება გაიმართება 2025 წლის 5 ნოემბერს 19:30 სთ.ზე დისტანციურად, პლათფორმა ზუმის მეშვეობით.

დისკუსიაში მონაწილეობის მსურველები შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ 4 ნოემბრის ჩათვლით აქ განთავსებულ სარეგისტრაციო ბმულზე  და გამოგიგზავნით შეხვედრის ბმულს, რისი მეშვეობითაც შეძლებთ მონაწილეობას დისკუსიაში.

დღის წესრიგი

1930-1935

მისალმებაჟურნალის წარდგენა – სამართლის მეცნიერთა კავშირის თავმჯდომარე, ჟურნალის მთავარი რედაქტორი, ასოცირებული პროფესორი ზურაბ ჭყონია

სამართლის მაცნეს“  მეორე ნომერში გამოქვეყნებული სტატიების პრეზენტაცია:

1935-1945

ნინო ქიტოშვილი, ქეთევან კუხიანიძე, ქარის ს. ციგოუ

ხელოვნური ინტელექტის გამოყენება მეცნიერებაში: აკადემიური ეთიკა და ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ცნობიერება საქართველოში

1945-1955

გია ბახტაძე

ლაზერები და მათი გამოყენება მოდელირების დროს სასამართლო ბალისტიკაში

1955-2005

გურამ ღვინჯილია

კიბერშეტევების შერაცხვის ახალი მტკიცებულებითი სტანდარტების საჭიროება საერთაშორისო სამართალში

2005-2015

თენგიზ ვერულავა

თამბაქოს კონტროლის სამართლებრივი დინამიკა: საერთაშორისო გამოცდილება და საქართველოს გამოწვევები

2015  -2025

სოფიო დემეტრაშვილი, ვახტანგ ჟვანია

საქართველოს მთავრობის კონსტიტუციური სტატუსი და წარმომადგენლობა საგარეო ურთიერთობებში

2025-2035

ვახტანგ მურადაშვილი

ოჯახში ძალადობის ანატომია: თეორიული პარადიგმები, ფორმები, სუბიექტები და ლატენტურობის პრობლემა

2035-2045

სოფიო ორმოცაძე

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა იმპლემენტირება კანონშემოქმედებით პროცესში

2045-2055

ლია ნახუცრიშვილი

ICC-ის იურისდიქციის ფარგლები პოლიტიკურ-სამართლებრივი ექსტრადიციის განხორციელებისას

თავისუფალი სიტყვა- მოწვეული სტუმრები

2115 – პრეზენტაციის დახურვა

გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარი „სამართლის და სამართალშეფარდების აქტუალური პრობლემები“

გაიმართა ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო დისკუსია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობა სამოქალაქო საზოგადოების და ადამიანის უფლებათა ჭრილში“

2024 წლის 27 ივნისს სამართლის მეცნიერთა კავშირის ორგანიზებით გაიმართა ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო დისკუსია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობა სამოქალაქო საზოგადოების და ადამიანის უფლებათა ჭრილში.“
ღონისძიებაზე განხილული იქნა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონმდებლობის მოდელები, ქართულ კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის და ეუთოს დასკვნები და კანონის მიღებასთან დაკავშირებული საპარლამენტო დებატები.
ღონისძიება გახლავთ საქართველოში აღნიშნული თემის სამეცნიერო დისკუსიაზე გამოტანის პირველი მცდელობა.
სამუშაო ენები: ინგლისური და ქართული.
უზრუნველყოფილი იყო სინქრონული თარგმანი.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ქართველი და უცხოეული მეცნიერები, ადვოკატები და უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგელები.
მომხსენებლები:
ნიკ რობინსონი, არასამეწარმეო სამართლის საერთაშორისო ცენტრის (ICNL) უფროსი მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში (აშშ). მისი კვლევები ეხება უცხოური გავლენის კანონმდებლობის და სამოქალაქო სექტორის ურთიერთმიმართების საკითხს. იგი მოხსენებით წარსდგა აშშ-ს კონგრესში ამერიკულ ფარაში („FARA”) არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით. მისი კვლევა გამოქვეყნდა უამრავ აკადემიურ ჟურნალში, მათ შორის, Duke Law Journal, Cornell Law Review და Minnesota Law Review-ში.
მოხსენების თემა: უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობა და სამოქალაქო საზოგადოება – შედარებითი მიმოხილვა.
კახა წიქარიშვილი, სამართლის მეცნიერთა კავშირის წევრი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი. იგი არის არაერთი სამეცნიერო სტატიის ავტორი.
მოხსენების თემა: ვენეციის კომისიის და ეუთოს დასკვნები უცხოური გამჭვირვალობის შესახებ საქართველოს კანონზე; კანონპროექტის განხილვასთან დაკავშირებული საპარლამენტო დებატები.
თითოეული მოხსენების შემდეგ გაიმართა დისკუსია.
მონაწილეებს მოხსენებების დაწყებამდე მისასალმებელი სიტყვით მიმართა იურიდიულ მეცნირებათა დოქტორმა, კიევის საავიაციო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლის და პროცესის კათედრის გამგემ და პროფესორმა, სამართლის მეცნიერთა კავშირის საპატიო წევრმა, სოფიო ლიხოვამ.
დისკუსიის ვიდეო ჩანაწერის შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე:

ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო დისკუსია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობა სამოქალაქო საზოგადოების და ადამიანის უფლებათა ჭრილში“

2024 წლის 27 ივნისს სამართლის მეცნიერთა კავშირის ორგანიზებით გაიმართება ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო დისკუსია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობა სამოქალაქო საზოგადოების და ადამიანის უფლებათა ჭრილში.“

ღონისძიებაზე განხილული იქნება უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონმდებლობის მოდელები, ქართულ კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის და ეუთოს დასკვნები და კანონის მიღებასთან დაკავშირებული საპარლამენტო დებატები.

ღონისძიება გახლავთ საქართველოში აღნიშნული თემის სამეცნიერო დისკუსიაზე გამოტანის პირველი მცდელობა.

ორგანიზატორი – ა(ა)იპ „სამართლის მეცნიერთა კავშირი“

ღონისძიების თარიღი – 27.06.2024

დრო –  18:00 სთ.

ღონისძიება გაიმართება ონლაინ, ზუმის პლატფორმით.

სამუშაო ენები: ინგლისური და ქართული. უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი.

მომხსენებლები:

ნიკ რობინსონი, არასამეწარმეო სამართლის საერთაშორისო ცენტრის (ICNL) უფროსი მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში (აშშ). მისი კვლევები ეხება უცხოური გავლენის კანონმდებლობის და სამოქალაქო სექტორის ურთიერთმიმართების საკითხს. იგი მოხსენებით წარსდგა აშშ-ს კონგრესში ამერიკულ ფარაში („FARA”) არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით. მისი კვლევა გამოქვეყნდა უამრავ აკადემიურ ჟურნალში, მათ შორის, Duke Law Journal, Cornell Law Review და Minnesota Law Review-ში.

მოხსენების თემა: უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობა და სამოქალაქო საზოგადოება – შედარებითი მიმოხილვა.

კახა წიქარიშვილი, სამართლის მეცნიერთა კავშირის წევრი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი. იგი არის არაერთი სამეცნიერო სტატიის ავტორი.

მოხსენების თემა: ვენეციის კომისიის და ეუთოს დასკვნები უცხოური გამჭვირვალობის შესახებ საქართველოს კანონზე; კანონპროექტის განხილვასთან დაკავშირებული საპარლამენტო დებატები.

თითოეული მოხსენების შემდეგ გაიმართება დისკუსია.

ღონისძიების სრული ვიდეო ჩანაწერი ხელმისაწვდომი იქნება როგორც youtube -ზე, ასევე „სამართლის მეცნიერთა კავშირის“ ვებ-გვერდზე.

ღონისძიების დღის წესრიგი

 

 

გაიმართა სამართლის მეცნიერთა კავშირის კრება

დღეს, 2024 წლის 24 მარტს, ქართულ-ევროპული აკადემია ვეტოს ოფისში, გაიმართა „სამართლის მეცნიერთა კავშირის“ წევრთა განმეორებითი საერთო კრება. კრებაზე სარევიზიო კომისიამ წარადგინა დეტალური ანგარიში კავშირის საფინანსო საქმიანობის თაობაზე, კავშირის დაფუძნებიდან, კერძოდ, 2014 წლიდან 2024 წლის იანვრის ჩათვლით. კრებამ სარევიზიო კომისიის ანგარიშის საფუძველზე ერთხმად დადებითად შეაფასა კავშირის საფინანსო საქმიანობა.

კრებაზე ერთხმად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება კავშირის წესდებაში ცვლილებების შეტანის შესახებ. სხვა ცვლილებებთან ერთად წესდებაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც კავშირის გამგეობის წევრთა რაოდენობა გაიზარდა ხუთიდან შვიდ წევრადმე.

კრებაზე არჩეულ იქნა 5 წლის ვადით კავშირის გამგეობა შემდეგი შემადგენლობით: ზურაბ ჭყონია, არჩილ ლორია, როინ მიგრიაული, ინგა ბერიძე, გია ლილუაშვილი, შალვა ქურდაძე და კახა წიქარიშვილი.

იმავე დღეს სამართლის მეცნიერთა კავშირის ახალი გამგეობის მიერ კავშირის თავმჯდომარედ და გამგეობის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა კავშირის მოქმედი თავმჯდომარე ზურაბ ჭყონია.

კრებაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით განსაზღვრული სხვა საკითხები.

„სამართლის მეცნიერთა კავშირი“ მადლობას უხდის “ქართულ-ევროპული აკადემია ვეტოს” დამფუძნებელს, ქალბატონ თამარ ვეფხვაძეს მხარდაჭერისთვის.

გაიმართა ონლაინ სამეცნიერო დისკუსია თემაზე „სასამართლოში საქმის განხილვის დაჩქარების მექანიზმები-საერთაშორისო გამოცდილება და ქართული კანონმდებლობა“

2024 წლის 2 მარტს „სამართლის მეცნიერთა კავშირის“ ორგანიზებით ზუმის პლატფორმის მეშვეობით გაიმართა ონლაინ სამეცნიერო დისკუსიაზე თემაზე „სასამართლოში საქმის განხილვის დაჩქარების მექანიზმები-საერთაშორისო გამოცდილება და ქართული   კანონმდებლობა.“

მომხსენებით წარსდგენ სამართლის მეცნიერთა კავშირის წევრები, პროფესორები კახა წიქარიშვილი და შალვა ქურდაძე.

მოხსენებების ბოლოს გაიმართება დისკუსია.

დისკუსიაში მონაწლეობდნენ სამეცნიერო წრეების, უნივერისტეტების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ადვოკატები.

ღონისძიების სრული ვიდეო ჩანაწერი ხელმისაწვდომია როგორც youtube -ზე, ასევე ამ ბმულზე 

ონლაინ სამეცნიერო დისკუსია თემაზე „სასამართლოში საქმის განხილვის დაჩქარების მექანიზმები-საერთაშორისო გამოცდილება და ქართული კანონმდებლობა“

„სამართლის მეცნიერთა კავშირი“ გიწვევთ სამეცნიერო წრეების, უნივერსიტეტების და ხელისუფლების წარმომადგენლებს, ადვოკატებს, მოსამართლეებს, პროკურორებს და პრაქტიკოს იურისტებს სამეცნიერო დისკუსიაზე თემაზე „სასამართლოში საქმის განხილვის დაჩქარების მექანიზმები-საერთაშორისო გამოცდილება და ქართული   კანონმდებლობა.

ორგანიზატორი – ა(ა)იპ „სამართლის მეცნიერთა კავშირი“

ღონისძიების თარიღი – 02.03.2024

დრო –  12:00 სთ.

ღონისძიება გაიმართება ონლაინ, ზუმის პლატფორმით.

მომხსენებლები:

საქმეთა გაჭიანურების მიზეზები, საქმეთა დაჩქარების საერთაშორისო სტანდარტები – კახა წიქარიშვილი, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლის პროფესორი, სამართლის მეცნიერთა კავშირის წევრი.

საქმის დაჩქარების სამართლებრივი მექანიზმები საქართველოში – შალვა ქურდაძე, სამართლის დოქტორი, ანდრიას ქართული უნივერსიტეტის პროფესორი, სამართლის მეცნიერთა კავშირის გამგეობის წევრი.

მოხსენებების ბოლოს გაიმართება დისკუსია.

ღონისძიების სრული ვიდეო ჩანაწერი ხელმისაწვდომი იქნება როგორც youtube -ზე, ასევე „სამართლის მეცნიერთა კავშირის“ ვებ-გვერდზე.

მონაწილეობის მსურველები შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ 2024 წლის 29 თებერვლის ჩათვლით ქვემოთ განთავსებულ სარეგისტრაციო ბმულზე, რის შემდეგაც გამოგიგზავნით შეხვედრის ბმულს, რომლის მეშვეობითაც შეძლებთ მონაწილეობას ღონისძიებაში.

სარეგისტრაციო ბმული:

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSeAStGkmvz623cxDFekaAy2bXzHPlrzc_1gLCYEgujhKSiVAw/viewform?pli=1

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება მ. აუზოვის სახ. სამხრეთ ყაზახეთის უნივერსიტეტთან

„სამართლის მეცნიერთა კავშირსა“ და   მ. აუზოვის სახ. სამხრეთ ყაზახეთის უნივერსიტეტს შორის, რომელიც მდებარეობს ქალაქ შიმკენტში, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმიდან გამომდინარე იგეგმება აქტიური თანამშრომლობა კერძოდ, სამეცნიერო კვლევების და უმაღლესი განათლების სფეროში სამეცნიერო კონფერენციების, სემინარების, დისკუსიების, ერთობლივად ორგანიზება და ჩატარება.