სამართლის მეცნიერთა კავშირსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის თანახმად მხარეები განახორციელებენ ერთობლივ სამეცნიერო კონფერენციებს, აგრეთვე ტრენინგებს, საჯარო ლექციებს, სემინარებს სამართლის აქტუალურ და პრობლემურ საკითხებზე.
მხარეები ასევე გეგმავენ ითანამშრომლონ სამეცნიერო კვლევების და უმაღლესი განათლების სფეროში.
„სამართლის მეცნიერთა კავშირის“ დამფუძნებელი წევრი, გამოჩენილი მეცნიერი და პროფესორი ოთარ გამყრელიძე პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით ღირსების ორდენით დაჯილდოვდა. საგულისხმოა, რომ იგი ასევე დაჯილდოვდა ადვოკატთა ასოციაციის აღმსრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით ლუარსაბ ანდრონიკაშვილის ორდენით.
პროფესორი ოთარ გამყრელიძე გახლავთ ქართული სამართლის მეცნიერების თვალსაჩინო წარმომადგენელი, რომელიც გახლავთ მრავალი სამეცნიერო პულიკაციის ავტორი.
„სამართლის მეცნიერთა კავშირი“ ულოცავს ბატონ ოთარს ამ დიდი წარამატებებს და უსურვებს ჯანმრთელობას და დღეგრძელობას!
2022 წლის 14 დეკემბერს “სამართლის მეცნიერთა კავშირის” და ექს მარსელის უნივერსიტეტის სისხლის სამართლებრივ მეცნიერებათა და კრიმინოლოგიის ინსტიტუტის (საფრანგეთი) თანაორგანიზებით გაიმართა ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო დისკუსია თემაზე „უმოქმედობის მიზეზობრიობა ფრანგულ და ქართულ სისხლის სამართალში“ ზუმის პლატფორმის მეშვეობით.
დისკუსიაზე მოხსნებებით წარსდგნენ:
ბონფის ფილიპი, ექს მარსელის უნივერსიტეტის სამართლისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი
კახა წიქარიშვილი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი, სამართლის მეცნიერთა კავშირის წევრი.
მოხსენებების შემდეგ გაიმართა დისკუსია.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები.
დისკუსიის ვიდეო ჩანაწერი ხელმისაწვდომია აღნიშნულ ლიკზე:
2022 წლის 20 მარტს „სამართლის მეცნიერთა კავშირის“ და „თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის“ თანაორგანიზებით გაიმართა „სამართლის მეცნიერთა კავშირის“ თანადამფუძნებელი წევრის, ქართული სამართლის მეცნიერების კორიფე, პროფესორ ოთარ გამყრელიძის 90 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო.
ღონისძიება გაიმართა პლათფორმა ზუმის მეშვეობით.
საიუბილეო საღამოს ესწრებოდნენ ქართული სამართლის მეცნიერების თვალსაჩინო მოღვაწეები, სამეცნიერო ორგანიზაციების, უნივერსიტეტების, სასამართლო, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ღონისძიებას უძღვებოდა პროფესორი მინდია უგრეხელიძე.
შეხვედრა გახსნა „სამართლის მეცნიერთა კავშირის“ თავმჯდომარემ ზურაბ ჭყონიამ და ბატონ ოთარ გამყრელიძეს მიულოცა იუბილე. ზურაბ ჭყონიამ, რომელიც ასევე „სამართლის მეცნიერთა კავშირის“ გამოცემა საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალ „სამართლის მაცნეს“ მთავარი რედაქტორია, აღნიშნა, რომ „სამართლის მეცნიერთა კავშირი“ გეგმავს ბატონი ოთარ გამყრელიძის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ჟურნალ ,,სამართლის მაცნეს“ სპეციალური საიუბილეო ნომრის გამოცემას. მან ასევე დამსწრეებს აცნობა, რომ გამომცემელი ღიაა თანამშრომლობისათვის და მიესალმება ნებისმიერ მხარდაჭერას საიუბილეო ნორმის გამოცემასთან დაკავშირებით. ბატონ ოთარ გამყრელიძეს იუბილე მიულოცა ასევე „თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის“ დირექტორმა, ბატონმა ლაშა ბრეგვაძემ, რომელმაც ისაუბრა ბატონი ოთარ გამყრელიძის ღვაწლზე.
ბატონი ოთარ გამრელიძის პიროვნებაზე, ღვაწლსა და შემოქმედებაზე ისაუბრეს: ბატონმა მინდია უგრეხელიძემ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე- ბატონმა მერაბ ტურავამ, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლემ – ბატონმა ლადო ჭანტურიამ, პროფესორებმა: დავით სულაქველიძემ, ქეთევან მჭედლიშვილი-ჰედრიხმა, დოდო ჯულუხაძემ, გოგი თოდრიამ, ნონა თოდუამ, ედიშერ ფუტკარაძემ, გივი ლობჟანიძემ, ფრაიბურგის „მსოფლიო და საერთაშორისო სისხლის სამართლის მაქს პლანკის ინსტიტუტის“ სახელით – პროფესორმა ელენე წიკლაური-ლამიხმა, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა – ბატონმა მამუკა თავხელიძემ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა- ქალბატონმა ლელა ჯანაშვილმა, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ – ბატონმა დავით ასათიანმა, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ – ბატონმა ანრი ოხანაშვილმა და „მართლმსაჯულების სახლის“ ხელმძღვანელმა – ქალბატონმა ეკა ბესელიამ.
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სახელით- მისმა რექტორმა, ბატონმა მამუკა თავხელიძემ იუბილარს, ქართული სამართლის მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის, ოფიციალურად გადასცა უნივერსიტეტის სახელით საპატიო დოქტორის დიპლომი.
დასასრულს, იუბილარმა ღონისძიების ყველა მონაწილისადმი გამოხატა მადლიერება.
საიუბილეო საღამოს სრული ვიდეო ჩანაწერი ხელმისაწვდომია „სამართლის მეცნიერთა კავშირის” ვებგვერდსა და ამ ლინკზე:
სამართლის მეცნიერთა კავშირი, როგორც ჟურნალი „სამართლის მაცნეს“ გამომცემელი ბერლინის ღია წვდომის დეკლარაციის ხელმომწერი მხარე გახდა.
დეკლარაციის მიზანია ინტერნეტის ქსელის როგორც სამეცნიერო ცოდნის გავრცელების ფუნქციონალური ინსტრუმენტის მხარდაჭერა.
დეკლარაცია ღია წვდომას მიიჩნევს სამეცნიერო საზოგადოების მიერ აღიარებულ ზოგადსაკაცობრიო ცოდნის და კულტურული მემკვიდრეობის გავრცელების ყოვლისმომცველ წყაროდ.
დეკლარაციის ხელმომწერები ხელს უწყობენ ღია წვდომის პრინციპის განვითარებას, მეცნიერებისა და საზოგადოებისათვის მაქსიმალური სარგებლის მიღწევის მიზნით.
სამართლის მეცნიერთა კავშირსა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის თანახმად მხარეები განახორციელებენ ერთობლივ პროექტებს სამართლის საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისად.
უნივერსიტეტი და კავშირი შეთანხმდნენ, რომ მოაწყობენ ერთობლივ სამეცნიერო კონფერენციებს, აგრეთვე ტრენინგებს, საჯარო ლექციებს, სემინარებს სამართლის აქტუალურ და პრობლემურ საკითხებზე.
მემორანდუმის თანახმად განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა სამართლის სფეროში სამეცნიერო-კვლევითი მიმართულების განვითარებას.
2021 წლის 17 დეკემბერს „სამართლის მეცნიერთა კავშირის“ და უკრაინის ეროვნული საავიაციო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლის კათედრის თანაორგანიზებით გაიმართა სამეცნიერო პრაქტიკული მრგვალი მაგიდა „ადამიანით ვაჭრობა“.
შეხვედრას ესწრებოდნენ ქართველი და უკრაინელი მეცნიერები და პრაქტიკოსი ადვოკატები.
ღონისძიება გაიმართა მეგობრულ გარემოში. შეხვერაზე დაიგეგმა შემდგომი თანაშრომლობის გზები.
მოხსენებების შემდეგ გაიმართა დისკუსია.
ღონისძიებაზე მოხსენებებით წარსდგნენ:
მომხსენებლები:
ტატიანა ლისკო, უკრაინის ეროვნული საავიაციო უნივერსიტეტის სისხლის სამართლისა და პროცესის კათედრის დოქტორი;
ადამ მახარაძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი;
კახა წიქარიშვილი, სამართლის მეცნიერთა კავშირის წევრი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლის პროფესორი;
ბორის ლეონოვი, უკრაინის სპეციალური ტექნიკის და სასამართლო ექსპერტიზის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ მუშაკი;
მიხეილ აკიმოვი, იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი, შინაგან საქმეთა ეროვნული აკადემიის სისხლის სამართლის კათედრის დოცენტი;
ანა პოლიტოვა, იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი, დონეცკის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელმწიფო და სამართლის თეორიის კათედრის დოცენტი;
ვიქტორია სისოევა, უკრაინის საავიაციო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლისა და პროცესის კათედრის დოცენტი;
ნატალია სემჩუკი, უკრაინის ეროვნული საავიაციო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლისა და პროცესის კათედრის დოცენტი.
დისკუსია გაიმართა ზუმის პლატფორმით.
შეხვედრის სრული ვიდეო ჩანაწერი ხელმისაწვდომი იქნება როგორც youtube -ზე, ასევე სამართლის მეცნიერთა კავშირის ვებ-გვერდზე.
დისკუსიის ვიდეო ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზეც:
„სამართლის მეცნიერთა კავშირი“ გიწვევთ სამეცნიერო წრეების, უნივერსიტეტების და ხელისუფლების წარმომადგენლებს, ადვოკატებს, მოსამართლეებს პროკურორებს და პრაქტიკოს იურისტებს სამეცნიერო პრაქტიკულ მრგვალ მაგიდაზე „ადამიანით ვაჭრობა“.
ღონისძიების ორგანიზატორები:
„სამართლის მეცნიერთა კავშირი.“
უკრაინის „ეროვნული საავიაციო უნივერსიტეტის“ იურიდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლისა და პროცესის კათედრა.
ღონისძიების თარიღი – 2021 წლის 17 დეკემბერი.
დრო – 17:00 სთ.
სამუშაო ენა- რუსული.
ღონისძიება გაიმართება ონლაინ, ზუმის პლატფორმით.
მომხსენებლები:
ტატიანა ლისკო, უკრაინის ეროვნული საავიაციო უნივერსიტეტის სისხლის სამართლისა და პროცესის კათედრის დოქტორი;
ადამ მახარაძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი;
კახა წიქარიშვილი, სამართლის მეცნიერთა კავშირის წევრი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლის პროფესორი;
ბორის ლეონოვი, უკრაინის სპეციალური ტექნიკის და სასამართლო ექსპერტიზის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ მუშაკი;
მიხეილ აკიმოვი, იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი, შინაგან საქმეთა ეროვნული აკადემიის სისხლის სამართლის კათედრის დოცენტი;
ანა პოლიტოვა, იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი, დონეცკის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელმწიფო და სამართლის თეორიის კათედრის დოცენტი;
ვიქტორია სისოევა, უკრაინის საავიაციო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლისა და პროცესის კათედრის დოცენტი;
ნატალია სემჩუკი, უკრაინის ეროვნული საავიაციო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლისა და პროცესის კათედრის დოცენტი.
ღონისძიებაში მონაწილებას მიიღებენ ასევე უკრაინის და საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებისა, სამეცნიერო და წრეების წარმომადგენლები.
მოხსენებების ბოლოს გაიმართება დისკუსია.
ღონისძიების სრული ვიდეო ჩანაწერი ხელმისაწვდომი იქნება როგორც youtube -ზე, ასევე „სამართლის მეცნიერთა კავშირის“ ვებ-გვერდზე.
მონაწილეობის მსურველები შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ 2021 წლის 17 დეკემბრამდე აქ განთავსებულ სარეგისტრაციო ბმულზე და რის შემდეგაც გამოგიგზავნით შეხვედრის ბმულს, რისი მეშვეობითაც შეძლებთ მონაწილეობას ღონისძიებაში.
„სამართლის მეცნიერთა კავშირის“ გამგეობის გადაწყვეტილებით კავშირის წევრად მიღებულ იქნა ლათინური ამერიკის ქვეყნებში ცნობილი მეცნიერი, პროფესორი და ადვოკატი ჩილედან გუსტავო ბალმასედა ჰოიოსი.
პროფესორი გუსტავო ბალმასედა ჰოიოსი გახლავთ სამართლის დოქტორი (ესპანეთი), პროფესორი, სისხლის სამართალში, ჩილეს სამართლის შემსწავლელთა ცენტრის აკადემიური დირექტორი, ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, 40 -ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციის და წიგნის ავტორი.
ბატონი გუსტავო ჰოიოსი წელიწადია რაც თანამშრომლობს კავშირთან. იგი 2020 წლის 4 დეკემბერს და 2021 წლის 18 ნოემბერს მოხსენებით წარსდგა კავშირის და მისი გამოცემა საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი „სამართლის მაცნეს“ თანაორგანიზებით გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო დისკუსიაზე.
ვულოცავთ ბატონ გუსტავო ბალმასედა ჰოის სამართლის მეცნიერთა კავშირში გაწევრიანებას და ვუსურვებთ მას წარმატებებს!
ვიმედოვნებთ კავშირთან მისი თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება.
2021 წლის 18 ნოემბერს „სამართლის მეცნიერთა კავშირის“ და საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი “სამართლის მაცნეს“თანაორგანიზებით გაიმართა ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო დისკუსია “აუცილებელი მოგერიების და უკიდურესი აუცილებლობის აქტუალური საკითხები სისხლის სამართალში.
დისკუსია გაიმართა ზუმის პლატფორმით.
ღონისძიებაზე მოხსენებებით წარსდგნენ:
პროფესორი გუსტავობალმასედაჰოიოს ჩილედან და კახა წიქარიშვილი.
პროფესორი გუსტავობალმასედაჰოიოსი გახლავთ სამართლის დოქტორი (ესპანეთი), პროფესორი, სისხლის სამართალში, ჩილეს სამართლის შემსწავლელთა ცენტრის აკადემიური დირექტორი, ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, 40 მდე სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი.
აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 4 დეკემბერს პროფესორი გუსტავო ბალმასედა ჰოიოსი “სამართლის მეცნიერთა კავშირის” და ჟურნალი “სამართლის მაცნეს” თანაორგანიზებით გამართულ ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო დისკუსიაზე წარსდგა 1 საათიანი მოხსენებით თემაზე “თანამონაწილეობის საკვანძო ასპექტები საქართველოსა და ლათინური ამერიკის ქვეყნების სისხლის სამართალში (ჩილეს მაგალითზე).”
კახა წიქარიშვილი გახლავთ სამართლის მეცნიერთა კავშირის წევრი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი.
დისკუსია გაიმართა საპილოტე პროექტ „ონლაინ სამეცნიერო დისკუსიების“ ფარგლებში.
დისკუსიაზე მონაწილებდნენ სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, ადვოკატები, მოსამართლე და იურისტები.
დისკუსიის სრული ვიდეო ჩანაწერი ხელმისაწვდომი იქნება როგორც youtube -ზე, ასევე სამართლის მეცნიერთა კავშირის და ჟურნალ „სამართლის მაცნეს“ ვებ-გვერდზე.
დისკუსიის ვიდეო ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზეც: