გაიმართა სამეცნიერო ონლაინ სამეცნიერო დისკუსია „ევთანაზიის სისხლის სამართლებრივი პრობლემები სამართალშედარებით ჭრილში“

2021 წლის 21 აპრილს  გაიმართა სამეცნიერო ონლაინ სამეცნიერო დისკუსია „ევთანაზიის სისხლის სამართლებრივი პრობლემები სამართალშედარებით ჭრილში“.

დისკუსიის ორგანიზატორები იყვნენ სამართლის მეცნიერთა კავშირი და მისი გამოცემა, საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი სამართლის მაცნე“.

ღონისძიებაზე მოხსენებებით წარსდგნენ პროფესორი ქეთევან მჭედლიშვილი-ჰედრიხი და ა(ა)იპ „თავისუფალი განვითარების და სამართლის ცენტრის“ ხარისხის სამსახურის უფროსი თამარ ნინოშვილი.

დისკუსიას ესწრებოდნენ სამართლის დარგის მეცნიერები, უნივერსიტეტების, საკონსტიტუციო სასამართლოს და პროკურატურის წარმომადგენლები.

მოხსენებების შემდეგ გაიმართება დისკუსია.

ღონისძიება გაიმართება პროექტ „ონლაინ სამეცნიერო დისკუსიების“ ფარგლებში.

შეხვედრის სრული ვიდეო ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ აქ:

გიწვევთ ონლაინ სამეცნიერო დისკუსიაზე „ევთანაზიის სისხლისსამართლებრივი პრობლემები სამართალშედარებით ჭრილში“

„სამართლის მეცნიერთა კავშირი“ და მისი გამოცემა, საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი სამართლის მაცნე“ გიწვევთ სამართლის დარგის მეცნიერებს და მკვლევარებს, ასევე პრაქტიკოს იურისტებს ონლაინ სამეცნიერო დისკუსიაზე ევთანაზიის სისხლისსამართლებრივი პრობლემები სამართალშედარებით ჭრილში.

ღონისძიება გაიმართება 2021 წლის 21 აპრილს, 19 სთ. – ზე, ზუმის პლათფორმით.

მომხსენებლები:

  • ქეთევან მჭედლიშვილი ჰედრიხი (ფრაიგურგი, გერმანია) „სამართლის მეცნიერთა კავშირის“ და მისი გამოცემა ჟურნალი „სამართლის მაცნეს“ სარედაქციო კოლეგიის წევრი, სამართლის დოქტორი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კრიმინოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი და საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი.

ქეთევან მჭედლიშვილი – ჰედრიხი გახლდათ მაქს პლანკის საზღვარგარეთისა და ინტერნაციონალური                            სისხლის   სამართლის ინსტიტუტის და იენის ფრიდრიხ შილერის სახელობის უნივერსიტეტის (გერმანია)                     მეცნიერ-თანამშრომელი. 2020 წელს ქართულ ენაზე მისი თარგმანით გამოიცა გერმანელი ავტორის ერიკ                         ჰილგენდორფის წიგნი შესავალი მედიცინის სისხლის სამართალში.“ ის ასევე გახლავთ მრავალი სამეცნიერო           ნაშრომის ავტორი.

  • ანა კაპანაძე – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი. იგი არის საქართველოში ერთ-ერთი პირველი დოქტორანტი, რომელიც მუშაობს  მედიცინის სისხლის სამართალში.

 

  • თამარ ნინოშვილი – ა(ა)იპ „თავისუფალი განვითარების და სამართლის ცენტრის“ ხარისხის სამსახურის უფროსი.

მოხსენებების შემდეგ გაიმართება დისკუსია.

ღონისძიება გაიმართება პროექტ „ონლაინ სამეცნიერო დისკუსიების“ ფარგლებში.

შეხვედრის სრული ვიდეო ჩანაწერი ხელმისაწვდომი იქნება როგორც youtube -ზე, ასევე სამართლის მეცნიერთა კავშირის და ჟურნალ „სამართლის მაცნეს“ ვებ-გვერდებზე.

დისკუსიაში მონაწილეობის მსურველები შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ 19 აპრილის ჩათვლით აქ განთავსებულ სარეგისტრაციო ბმულზე  და გამოგიგზავნით შეხვედრის ბმულს, რისი მეშვეობითაც შეძლებთ მონაწილეობას დისკუსიაში.

 

დისკუსიის დღის წესრიგი                     

19 თებერვალი 2021, ზუმის პლატფორმა

19 00-19 05  

შეხვედრის გახსნა, მისალმება

ზურაბ ჭყონია, სამართლის მეცნიერთა კავშირის თავმჯდომარე.

მოხსენებები:

19 05-19 20         

ქეთევან მჭედლიშვილი – ჰედრიხი

19 20-19 35

ანა კაპანაძე

19 35-19 50

თამარ ნინოშვილი

20 05-21 00

დისკუსია

21 00

ღონისძიების დახურვა

 

 

 

სამეცნიერო ჟურნალი „სამართლის მაცნე“ საერთაშორისო გლობალურ ბაზა ROAD – ში ინდექსირდება

16 მარტიდან „სამართლის მეცნიერთა კავშირის“ გამოცემა სამეცნიერო ჟურნალი „სამართლის მაცნე“ საერთაშორისო გლობალურ ბაზა ROAD – ში  ინდექსირდება.

ROAD გახლავთ ღია წვდომის სამეცნიერო რესურსების (სამეცნიერო ჟურნალების, კონფერენციების მასალების, აკადემიური საცავები და სხვა.) გლობალური და ინტერდისციპლინარული სისტემა (კატალოგი), რომელიც შეიქმნა 2013 წელს.

ROAD შექმნილია ISSN – ს სერიული რესურსების იდენტიფიკაციის საერთაშორისო სისტემის ბაზაზე.

ROAD მიზნად ისახავს ინფორმაციასთან და ცოდნასთან საყოველთაო წვდომას, შენახვას, სამეცნიერო რესურსებთან წვდომის გაიოლებას, ამ რესურსების სარედაქციო ხარისხის შეფასებას და სამეცნიერო საზოგადოების მიერ მათ გამოყენებას. იუნიესკომ ROAD – ს შექმისათვის სერიული პუბლიკაციების რეგისტრაციის ცენტრთან (CIEPS) ერთად გააერთიანა ძალისხმევა. CIEPS არის იუნესკოს ეგიდით შექმნილი მეორე კატეგორიის ცენტრი.

ROAD შექმნილია ISSN (სერიული რესურსების იდენტიფიკაციის საერთაშორისო სისტემა) სისტემაზე და აკავშირებს სხვადასხვა წყაროდან შემოსულ მონაცემებს, ისეთები როგორიცაა სამეცნიერო ინდექსები და რჩეული რეესტრები მიძღვნილი სამეცნიერო პუბლიკაციებისათვის.

ROAD მხარს უჭერს ISSN – ს საერთაშორისო ცენტრი და იუნესკო. იგი ხელმისაწვდომია იუნესკოს ღია წვდომის გლობალური პორტალით  (GOAP).

ROAD წარმოადგენს ღია წვდომის სამეცნიერო რესურსების ხარისხის და ღია წვდომის მოდელის განვითარების შეფასების და დაკვირვების უნიკალურ ინსტრუმენტს მთელს მსოფლიოში.

 

ცნობილ გერმანელ პროფესორს ბერნდ ჰაინრიხს კავშირის საპატიო წევრის სტატუსი მიენიჭა!

გერმანელ მეცნიერს, თიუბინგენის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორს ბერნდ ჰაინრიხს, სამართლის მეცნიერთა კავშირის საპატიო წევრის სტატუსი მიენიჭა!

ბერნდ ჰაინრიხი გახლავთ კავშირის გამოცემა ჟურნალი „სამართლის მაცნეს“ სარედაქციო კოლეგიის უცხოელი წევრი.

ბატონ ბერნ ჰაინრიხს  ვულოცავთ კავშირის საპატიო წევრის სტატუსის მინიჭებას და ვუსურვებს მას წარმატებებს.

უღსანიშნავია, რომ პროფესორი ჰაინრიხი გახლავთ პირველი, რომელსაც მიენიჭა კავშირის საპატიო წევრის სტატუსი.

 

საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი „სამართლის მაცნე“ აცხადებს სტატიების კონკურსს ჟურნალის მესამე (ივლისის) ნომრისთვის

საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი „სამართლის მაცნე“ აცხადებს სტატიების კონკურსს ჟურნალის მესამე (ივლისის) ნომრისთვის.

ჟურნალი გამოდის ელექტრონული სახით და ქვეყნდება ვებგვერდზე: www.heraldoflaw.com

„სამართლის მაცნე“ გახლავთ  „სამართლის მეცნიერთა კავშირი“ ს პერიოდული გამოცემა.

ჟურნალს მინიჭებული აქვს საერთაშორისო გრიფი  ISSN 2667-9434.

კონკურსის თემატიკა

ჟურნალში გამოქვეყნებისთვის, კონკურსზე მიიღება სამეცნიერო სტატიები, აქტუალურ საკითხებზე, სამართლის, ადამიანის უფლებების და სახელმწიფო მართვის თემაზე, რომლებიც შეიცავენ მეცნიერულ სიახლეს და აქვთ მაღალი სამეცნიერო ღირებულება.

ავტორები

ჟურნალში გამოქვეყნებისთვის გამოცხადებულ კონკურსში, მიიღება სამართლის დარგის ქართველი და უცხოელი მეცნიერების/მკვლევარების და დოქტორანტების სამეცნიერო სტატიები.

გამონაკლის შემთხვევებში, კონკურსში მიიღება სხვა დარგის ავტორების სამეცნიერო სტატიები, ჟურნალის თემატიკაზე, მათი აქტუალობის, მნიშვნელობის და განსაკუთრებული სამეცნიერო ღირებულებების გათვალისწინებით.

სტატიების ენა

კონკურსზე შეიძლება წარმოდგენილ იქნას სამეცნიერო სტატიები ჟურნალში გამოსაქვეყნებლად, ქართულ, ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებზე (ინგლისურენოვან აბსტრაქტთან ერთად).

სტატიების წარმოდგენის ვადა

სტატიების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 30 აპრილი.

საავტორო უფლებები

ჟურნალი იცავს შემოსულ და გამოქვეყნებულ მასალებზე მატერიალურ, თუ არამატერიალურ საავტორო უფლებებს.

რედაქციის მიერ სტატიის გამოქვეყნების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ავტორი ვალდებულია სტატიის გამოქვეყნებამდე ნაშრომზე განსაკუთრებული უფლება გადასცეს რედაქციას, რაც უნდა დაადასტუროს შესაბამის განცხადებაზე ხელმოწერით და რედაქციის მოთხოვნის შემთხვევაში შესაბამისი ლიცენზიის გადაცემით.

ლიცენზია არ გულისხმობს ავტორის არაქონებრივი უფლებების გადაცემას. ავტორებს უფლება აქვთ გადაამუშავონ საკუთარი ნაშრომები, თუმცა მათ ევალებათ, რომ ჟურნალი მიუთითონ როგორც პირველადი გამოცემის წყარო.

ჟურნალში ნაშრომები გამოქვეყნდება – creative commons ლიცენზიით ( CC BY CA).

აღნიშნული ლიცენზიის თანახმად შესაძლებელია ჟურნალში გამოქვეყნებული ნაშრომების გამოყენება ნებისმიერი, მათ შორის კომერციული მიზნებისათვის, მაგრამ წყაროს მითითების ვალდებულებით.

ამ ლიცენციით ნებისმიერი პირი უფლებამოსილია გააზიაროს, გაავრცელოს, გაუკეთოს რეპროდუქცია ჟურნალს და ჟურნალის ნაწილებს, მაგრამ ასევე წყაროს მითითების ვალდებულებით (მათ შორის ვებგვერდის მისამართის).

ჟურნალში გამოქვეყნებული მასალის ცვლილების შემთხვევაში აღნიშნულ პირებს ეკისრებათ ამ ცვლილების შესახებ მითითება.

ყველა ახალი ნაშრომი, რომელიც დაფუძნებული იქნება ამ ჟურნალში გამოქვეყნებულ მასალაზე, ლიცენზირებული უნდა იყოს იმავე პირობებით როგორც ჟურნალში მითითებული გამოყენებული მასალა.

ჟურნალში აღინიშნება creative commons ლიზენცის თაობაზე.

სტატიების მიღების წესი

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ სტატიები გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: info@heraldoflaw.com

ავტორი სტატიასთან ერთად  აგზავნის ავტორის დეკლარაციის ფორმა შევსებულს  მიბმული ფაილის სახით, ასევე მის შესახებ მოკლე ინფორმაციას და საკონტაქტო მონაცემებს, რომელიც შეინახება რედაქციის არქივში.

სტატიის ატვირთვა და ჟურნალის ელ.ფოსტაზე გამოგზავნა შესაძლებელია ასევე ჟურნალის ვებგვერდზე.

 

სტატია გამოგზავნილი უნდა იყოს დადგენილი სტატიების გაფორმების წესის შესაბამისად.

რედაქცია ამოწმებს წარდგენილი ნაშრომის შესაბამისობას, სტატიების გაფორმების დადგენილ წესთან.

რედაქცია არ მიიღებს და არ განიხილავს სტატიას, რომელიც არ იქნება ამ წესის დაცვით შესრულებული და რომელიც არ შეესაბამება სტატიების პუბლიკაციის ეთიკის სტანდარტებს. რედაქტორს, ასეთ შემთხვევაში, თუ საჭიროდ და შესაძლებლად ჩათვლის რეცენზენტებთან გაგზავნამდე, შეუძლია ავტორს მისცეს რეკომენდაციები და შესთავაზოს სტატიის გაფორმება დადგენილი წესის შესაბამისად, რისთვისაც მას განუსაზღვრავს დროს. ავტორის მიერ რედაქციის რეკომენდაციების სრულად გათვალისწინების შემთხვევაში, სტატია მიიღება განსახილველად.

სტატიის ჟურნალის რედაქციაში გამოგზავნით, ავტორი ადასტურებს, რომ ის გაცნობილია და ეთანხმება ჟურნალის სტატიების პუბლიკაციის ეთიკასკონცეფციას, სტატიების კონკურსის წესს და სტატიების გაფორმების წესს.

ავტორმა, ჟურნალში სტატიის გამოქვეყნებამდე, საკონტაქტო ინფორმაციის შეცვლის შემთხვევაში, დროულად უნდა აცნობოს მისი ახალი საკონტაქტო ინფორმაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი შეტყობინება გაიგზავნება თავდაპირველ ელექტრონულ მისამართზე ან მის საკონტაქტო ტელეფონზე და ჩაითვლება ჩაბარებულად.

რედაქციის პასუხისმგებელი თანამშრომელი თავად დაუკავშირდება სტატიის ავტორს (რამდენიმე ავტორის მიერ წარმოდგენილი სტატიის შეთხვევაში კი ერთ -ერთ ავტორს).

სტატიების განხილვის წესი

ავტორის მიერ გამოსაქვეყნებლად წარდგენილი სტატია, შესაფასებლად, ეგზავნება ორ რეცენზენტს, რომელსაც ირჩევს მთავარი რედაქტორი ან მისი დავალებით რედაქტორი.

რეცენზირება ხდება სტატიის რეცენზირების დადგენილი წესის თანახმად.

სტატიის რეცენზირება წარმატებით გავლილად მიიჩნევა, ორივე დადებითი რეცენზიის მიღების შემთხვევაში.

კონკურსის შედეგები

ჟურნალში გამოქვეყნდება ის სტატიები, რომლებიც მიიღებენ ყველაზე მაღალ ქულებს რეცენზირების შედეგად.

ჟურნალში გამოქვეყნდება სულ 15 სამეცნიერო სტატია.

სტატიების კონკურსს მიღმა დარჩენილი ნაშრომები, მათი ავტორების თანხმობის შემთხვევაში, მიიღებენ მონაწილეობას შემდეგ გამოცემისთვის გამოცხადებულ სტატიების კონკურსში. ამისთვის ავტორებს აღარ დასჭირდებათ თავიდან ამ სტატიების რედაქციაში გამოგზავნა. ასევე, აღნიშნული სტატიები აღარ გაივლიან რეცენზირებას და მათ უნარჩუნდებათ წინა კონკურსში რეცენზენტების მიერ შეფასებული ქულები.

რეფერირება და ინდექსირება

ჟურნალი რეფერირდება ინსტიტუტ ტექინფორმის ქართულ რეფერატულ ჟურნალში (ქრჟ).

ჟურნალი ინდექსირდება 2 გლობალურ საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში: ISI (International scientific indexsing) და ROAD 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: მობ. 599177573; ელ-ფოსტა: info@heraldoflaw.com

დანართი

ავტორის დეკლარაციის ფორმა

გაიმართა სამეცნიერო ჟურნალ „სამართლის მაცნეს” მეორე ნომრის წარდგენის ღონისძიება

2021 წლის 9 მარტს 12 საათზე „სამართლის მეცნიერთა კავშირის“ გამოცემა საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალ „სამართლის მაცნეს“ მეორე ნომრის წარდგენის ღონისძიება პლათფორმა ზუმის მეშვეობით.

ღონისძიება გაიმართა „სამართლის მეცნიერთა კავშირის“ და მისი გამოცემა საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალ „სამართლის მაცნეს“ ორგანიზებით.

ჟურნალის მეორე ნომერში გამოქვეყნებული სტატიების ავტორებმა წარადგინეს საკუთარი ნაშრომები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სამეცნიერო წრეების თვალსაჩინო წარმომადგენლები და მკვლევარები ასევე მოსამართლეები.

დასასრულს გაიმართა საინტერესო დისკუსია.

დისკუსიის სრული ვიდეო ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ აქ:

 

საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალ „სამართლის მაცნეს” მეორე ნომრის წარდგენის ღონისძიება

გიწვევთ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალ „სამართლის მაცნეს“ მეორე ნომრის წარდგენის ღონისძიებაზე.

სამართლის მეცნიერთა კავშირის გამოცემა, საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი “სამართლის მაცნე“ გიწვევთ სამართლის დარგის მეცნიერებს, მკვლევარებს, ჟურნალის მეორე ნომრის წარდგენის ღონისძიებაზე.

ღონისძიება გაიმართება 2021 წლის 9 მარტს 12 საათზე  დისტანციურად,  პლათფორმა ზუმის მეშვეობით.

დისკუსიაში მონაწილეობის მსურველები შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ 8 მარტის ჩათვლით აქ განთავსებულ სარეგისტრაციობმულზე  და გამოგიგზავნით შეხვედრის ბმულს, რისი მეშვეობითაც შეძლებთ მონაწილეობას დისკუსიაში.

დღის წესრიგი

12 10 – 12 15

მისალმება, ჟურნალის წარდგენა – სამართლის მეცნიერთა კავშირის თავმჯდომარე, ჟურნალის მთავარი რედაქტორი ზურაბ ჭყონია.

სამართლის მაცნეს“  მეორე ნომერში გამოქვეყნებული სტატიების პრეზენტაცია:

1210 – 12 15

მარიამ გაიპარაშვილი

არამართლზომიერი ქმედების შედეგად სიცოცხლისა და დაბადების საქმეები – შედარებითსამართლებრივი ანალიზი

1215– 12 20

გიორგი ლორია

სიკვდილის აკრძალვა და ღირსეული სიცოცხლის უფლება

1220-1225

ვახტანგ მურადაშვილი

სახელმწიფოს როლი მსჯავრდებულის რესოციალიზაციის პროცესში

1225-1230

ელენე კავთუაშვილი

ბავშვის უფლება, იყოს მოსმენილი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში

1230-1235

გიორგი გამხიტაშვილი

მიზეზობრიობის ზოგიერთი პრობლემური ასპექტი შერეული უმოქმედობით ჩადენილ დანაშაულში

1235-1240

ნათია ბუბუტეიშვილი

პრაქტიკაში ქალ მსჯავრდებულთა პირობით ვადაზე ადრე განთავისუფლების თავისებურებები, მათ შორის თავისუფლების აღკვეთის უფრო მსუბუქი – არასაპატიმრო სასჯელით შეცვლისას

1240-1245

ნინო ქიტოშვილი

სასჯელის მიზნის მიღწევის სირთულეები პენიტენციურ დაწესებულებაში

1245-1250

თამარ მსხვილიძე

უცხოური სამართლის არგამოყენების ძირითადი ფაქტორები საერთაშორისო კერძო სამართალში

1250-1255

ანა კუჭუხიძე

ფორმალური კონსტიტუციური კონტროლი – კანონმდებლობისა და პრაქტიკის ანალიზი

1255-1300

სალომე სიჭინავა, თინათინ ქავთარაძე, სალომე მურადაშვილი

საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) გავლენა მუნიციპალური სერვისების ხარისხზე საქართველოში და მათი შესაბამისობა კარგ მმართველობასთან

1300-1220

თავისუფალი სიტყვა- მოწვეული სტუმრები

1315პრეზენტაციის დახურვა

გაიმართა ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო დისკუსია თემაზე „საზოგადოებათა სამართლის ადგილი სამართლის სისტემაში” (გერმანული მოდელის მაგალითზე)

2021 წლის 19 თებერვალს, „სამართლის მეცნიერთა კავშირის“ და საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალ „სამართლის მაცნეს“ ორგანიზებით გაიმართა ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო დისკუსია თემაზე „საზოგადოებათა სამართლის ადგილი სამართლის სისტემაში” (გერმანული მოდელის მაგალითზე).

ღონისძიებას ესწრებოდნენ სამართლის დარგის მეცნიერები, მკვლევარები, მოსამართლეები და ნოტარიუსები.

შეხვედრაზე მოხსენებებით წარსდგნენ:

მოხსენების თემა – საზოგადოებათა სამართლის გერმანული მოდელი.

მოხსენების თემა – საზოგადოებათა სამართლის ქართული მოდელი და საზოგადოებათა სამართლის შემოღების           აუცილებლობა.

მოხსენებების შემდეგ გაიმართა დისკუსია.

პროფესორი კარსტენ შეფერი 2002 წლიდან დღემდე გახლავთ მანჰაიმის (გერმანია) უნივერსიტეტის სამოქალაქო, სავაჭრო და საზოგადოებათა სამართლის კათედრის გამგე. ის გახლავთ მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ბატონი კარსტენი არის ავტორი წიგნისა „საზოგადოებათა სამართალი“. 2018 წელს გამოიცა წიგნის მე-5 გადამუშავებული გამოცემა, რომელიც 2019 წელს, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის, ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, ქართულ ენაზე თარგმნა პროფესორმა როინ მიგრიაულმა.

ბატონი როინ მიგრიაული გახლავთ სამართლის მეცნიერთა კავშირის წევრი, სამართლის დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, საადვოკატო ბიურო „მიგრიაული და პარტნიორების“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი პარტნიორი. ის არის მრავალი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი.

ღონისძიება გაიმართება საპილოტე პროექტ „ონლაინ სამეცნიერო დისკუსიების“ ფარგლებში.

დისკუსიის სრული ვიდეო ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე:

გიწვევთ ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო დისკუსიაზე „საზოგადოებათა სამართლის ადგილი სამართლის სისტემაში“ (გერმანული მოდელის მაგალითზე)

გიწვევთ ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო დისკუსიაზე „საზოგადოებათა სამართლის ადგილი სამართლის სისტემაში“ (გერმანული მოდელის მაგალითზე)

სამართლის მეცნიერთა კავშირი და მისი გამოცემა, საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი სამართლის მაცნე“ გიწვევთ სამართლის დარგის მეცნიერებს და მკვლევარებს ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო დისკუსიაზე  საზოგადოებათა სამართლის ადგილი სამართლის სისტემაში” (გერმანული მოდელის მაგალითზე).

ღონისძიება გაიმართება 2021 წლის 19 თებერვალს, 17:00 ზე, ზუმის პლატფორმით. გერმანულ – ქართული თარგმანი უზრუნველყოფილი იქნება.

მომხსენებელები:

მოხსენების თემა – საზოგადოებათა სამართლის გერმანული მოდელი.

მოხსენების თემა – საზოგადოებათა სამართლის ქართული მოდელი და საზოგადოებათა სამართლის შემოღების           აუცილებლობა.

პროფესორი კარსტენ შეფერი 2002 წლიდან დღემდე გახლავთ  მანჰაიმის (გერმანია) უნივერსიტეტის სამოქალაქო, სავაჭრო და საზოგადოებათა სამართლის კათედრის გამგე. ის გახლავთ მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ბატონი კარსტენი არის ავტორი წიგნისა „საზოგადოებათა სამართალი“.  2018 წელს გამოიცა წიგნის მე-5 გადამუშავებული გამოცემა, რომელიც 2019 წელს, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის, ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, ქართულ ენაზე თარგმნა პროფესორმა როინ მიგრიაულმა.

ბატონი როინ მიგრიაული გახლავთ  სამართლის მეცნიერთა კავშირის წევრი, სამართლის დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, საადვოკატო ბიურო „მიგრიაული და პარტნიორების“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი პარტნიორი. ის არის მრავალი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი.

მოხსენებების შემდეგ გაიმართება დისკუსია.

ღონისძიება გაიმართება საპილოტე პროექტ „ონლაინ სამეცნიერო დისკუსიების“ ფარგლებში.

შეხვედრის სრული ვიდეო ჩანაწერი ხელმისაწვდომი იქნება როგორც youtube -ზე, ასევე სამართლის მეცნიერთა კავშირის და ჟურნალ „სამართლის მაცნეს“ ვებ-გვერდებზე.

დისკუსიაში მონაწილეობის მსურველები შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ 17 თებერვლის ჩათვლით აქ განთავსებულ სარეგისტრაციო ბმულზე  და გამოგიგზავნით შეხვედრის ბმულს, რისი მეშვეობითაც შეძლებთ მონაწილეობას დისკუსიაში.

დისკუსიის დღის წესრიგი                     

19 თებერვალი 2021, ზუმის პლატფორმა

17:00-17:05  –

შეხვედრის გახსნა, მისალმება

ზურაბ ჭყონია, სამართლის მეცნიერთა კავშირის თავმჯდომარე.

მოხსენებები:

17:05-17:35         

კარსტენ შეფერი (გერმანია)

მოხსენების თემა – საზოგადოებათა სამართლის გერმანული მოდელი.

17:35-18:10

დისკუსია

18:10-18:40

როინ მიგრიაული

მოხსენების თემა – საზოგადოებათა სამართლის ქართული მოდელი და

საზოგადოებათა სამართლის შემოღების აუცილებლობა

18:40 – 19: 30 დისკუსია

19:30 – 19:35 ღონისძიების დახურვა

 

გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო დისკუსია “თანამონაწილეობის საკვანძო ასპექტები საქართველოსა და ლათინური ამერიკის ქვეყნების სისხლის სამართალში (ჩილეს მაგალითზე)“

2020  წლის  4 დეკემბერს სამართლის მეცნიერთა კავშირი და საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალ სამართლის მაცნეს“ ორგანიზებით გაიმართა ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო დისკუსია თემაზე თანამონაწილეობის საკვანძო ასპექტები საქართველოსა და ლათინური ამერიკის ქვეყნების სისხლის სამართალში (ჩილეს მაგალითზე).

შეხვედრაზე ერთსაათიანი მოხსენებით წარსდგა პროფესორი  გუსტავო ბალმასედა ჰოიოსი ჩილედან.

მოხსენების შემდეგ გაიმართა დისკუსია.

ბატონი გუსტავო ბალსამედა გახლავთ სალამანკას უნივერსიტეტის სამართლის დოქტორი (ესპანეთი), სისხლის სამართალში, ჩილეს სამართლის შემსწავლელთა ცენტრის აკადემიური დირექტორი, ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, 40 მდე სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი.

დისკუსიაში მონაწილეობდნენ: ჩილედან ფინეს ტერას უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და პროფესორი, სამართლის დოქტორი, ალეხანდრო ლეივა ლოპესი, ადვოკატი მაზიელ გალვესი, ლეონდო ოლივარესი და როზა ჩიპოკო, ასევე ქართული სამეცნიერო წრეების, უნივერსიტეტების, სასამართლო და აღმსარულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ადვოკატები და სტუდენტები.

ესპანურიდან თარგმანი უზრუნველყო სამართლის მეცნიერთა კავშირის წევრმა, პროფესორმა კახა წიქარიშვილმა.

დისკუსიის სრული ვიდეო ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე: