გიწვევთ სამეცნიერო -პრაქტიკულ მრგვალ მაგიდაზე „ადამიანით ვაჭრობა“

„სამართლის მეცნიერთა კავშირი“ გიწვევთ სამეცნიერო წრეების, უნივერსიტეტების და ხელისუფლების წარმომადგენლებს, ადვოკატებს, მოსამართლეებს პროკურორებს და პრაქტიკოს იურისტებს სამეცნიერო პრაქტიკულ მრგვალ მაგიდაზე „ადამიანით ვაჭრობა“.

ღონისძიების ორგანიზატორები:

  • „სამართლის მეცნიერთა კავშირი.“
  • უკრაინის „ეროვნული საავიაციო უნივერსიტეტის“ იურიდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლისა და პროცესის კათედრა.

ღონისძიების თარიღი – 2021 წლის 17 დეკემბერი.

დრო –  17:00 სთ.

სამუშაო ენა- რუსული.

ღონისძიება გაიმართება ონლაინ, ზუმის პლატფორმით.

მომხსენებლები:

ტატიანა ლისკო, უკრაინის ეროვნული საავიაციო უნივერსიტეტის სისხლის სამართლისა და პროცესის კათედრის დოქტორი;

ადამ მახარაძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი;

კახა წიქარიშვილი, სამართლის მეცნიერთა კავშირის წევრი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლის პროფესორი;

ბორის ლეონოვი, უკრაინის სპეციალური ტექნიკის და სასამართლო ექსპერტიზის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ მუშაკი;

მიხეილ აკიმოვი, იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი, შინაგან საქმეთა ეროვნული აკადემიის სისხლის სამართლის კათედრის დოცენტი;

ანა პოლიტოვა, იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი, დონეცკის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელმწიფო და სამართლის თეორიის კათედრის დოცენტი;

ვიქტორია სისოევა, უკრაინის საავიაციო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლისა და პროცესის კათედრის დოცენტი;

ნატალია სემჩუკი, უკრაინის ეროვნული საავიაციო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლისა და პროცესის კათედრის დოცენტი.

ღონისძიებაში მონაწილებას მიიღებენ ასევე უკრაინის და საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებისა, სამეცნიერო და წრეების წარმომადგენლები.

მოხსენებების ბოლოს გაიმართება დისკუსია.

ღონისძიების სრული ვიდეო ჩანაწერი ხელმისაწვდომი იქნება როგორც youtube -ზე, ასევე „სამართლის მეცნიერთა კავშირის“ ვებ-გვერდზე.

მონაწილეობის მსურველები შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ 2021 წლის 17 დეკემბრამდე აქ განთავსებულ სარეგისტრაციო ბმულზე  და რის შემდეგაც გამოგიგზავნით შეხვედრის ბმულს, რისი მეშვეობითაც შეძლებთ მონაწილეობას ღონისძიებაში.

 

„სამართლის მეცნიერთა კავშირის“ რიგებს ჩილედან მეცნიერი შემოუერთდა!

„სამართლის მეცნიერთა კავშირის“ გამგეობის გადაწყვეტილებით კავშირის წევრად მიღებულ იქნა ლათინური ამერიკის ქვეყნებში ცნობილი მეცნიერი, პროფესორი და ადვოკატი ჩილედან გუსტავო ბალმასედა ჰოიოსი.
პროფესორი გუსტავო ბალმასედა ჰოიოსი გახლავთ სამართლის დოქტორი (ესპანეთი), პროფესორი, სისხლის სამართალში, ჩილეს სამართლის შემსწავლელთა ცენტრის აკადემიური დირექტორი, ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, 40 -ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციის და წიგნის ავტორი.

ბატონი გუსტავო ჰოიოსი წელიწადია რაც თანამშრომლობს კავშირთან. იგი 2020 წლის 4 დეკემბერს და 2021 წლის 18 ნოემბერს მოხსენებით წარსდგა კავშირის და მისი გამოცემა საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი „სამართლის მაცნეს“ თანაორგანიზებით გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო დისკუსიაზე.

ვულოცავთ ბატონ გუსტავო ბალმასედა ჰოის სამართლის მეცნიერთა კავშირში გაწევრიანებას და ვუსურვებთ მას წარმატებებს!

ვიმედოვნებთ კავშირთან მისი თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება.

გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო დისკუსია “აუცილებელი მოგერიების და უკიდურესი აუცილებლობის აქტუალური საკითხები სისხლის სამართალში

2021 წლის 18 ნოემბერს „სამართლის მეცნიერთა კავშირის“ და საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი “სამართლის მაცნეს“თანაორგანიზებით გაიმართა ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო დისკუსია “აუცილებელი მოგერიების და უკიდურესი აუცილებლობის აქტუალური საკითხები სისხლის სამართალში.

დისკუსია გაიმართა ზუმის პლატფორმით.

ღონისძიებაზე მოხსენებებით წარსდგნენ:

პროფესორი გუსტავო ბალმასედა ჰოიოს ჩილედან და კახა წიქარიშვილი.

პროფესორი გუსტავო ბალმასედა ჰოიოს გახლავთ სამართლის დოქტორი (ესპანეთი), პროფესორი, სისხლის სამართალში, ჩილეს სამართლის შემსწავლელთა ცენტრის აკადემიური დირექტორი, ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, 40 მდე სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 4 დეკემბერს პროფესორი გუსტავო ბალმასედა ჰოიოსი “სამართლის მეცნიერთა კავშირის” და ჟურნალი “სამართლის მაცნეს” თანაორგანიზებით გამართულ ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო დისკუსიაზე წარსდგა 1 საათიანი მოხსენებით თემაზე “თანამონაწილეობის საკვანძო ასპექტები საქართველოსა და ლათინური ამერიკის ქვეყნების სისხლის სამართალში (ჩილეს მაგალითზე).”

კახა წიქარიშვილი გახლავთ სამართლის მეცნიერთა კავშირის წევრი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი.

დისკუსია გაიმართა საპილოტე პროექტ „ონლაინ სამეცნიერო დისკუსიების“ ფარგლებში.

დისკუსიაზე მონაწილებდნენ სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, ადვოკატები, მოსამართლე და იურისტები.

დისკუსიის სრული ვიდეო ჩანაწერი ხელმისაწვდომი იქნება როგორც youtube -ზე, ასევე სამართლის მეცნიერთა კავშირის და ჟურნალ „სამართლის მაცნეს“ ვებ-გვერდზე.

დისკუსიის ვიდეო ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზეც:

გიწვევთ ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო დისკუსიზე “აუცილებელი მოგერიების და უკიდურესი აუცილებლობის აქტუალური საკითხები სისხლის სამართალში!

სამართლის მეცნიერთა კავშირი და საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი “სამართლის მაცნე გიწვევთ სამეცნიერო წრეების, უნივერსიტეტების და ხელისუფლების წარმომადგენლებს, ასევე პრაქტიკოს იურისტებს, ადვოკატებს, მოსამართლეებს და პროკურორებს, ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო დისკუსიაზე აუცილებელი მოგერიების და უკიდურესი აუცილებლობის აქტუალური საკითხები სისხლის სამართალში.“

ღონისძიება გაიმართება 2021 წლის 18 ნოემბერს, 19:00 ზე, ზუმის პლატფორმით. ესპანურ-ქართული თარგმანი უზრუნველყოფილი იქნება.

მომხსენებლები:

გუსტავო ბალმასედა ჰოიოს სალამანკას უნივერსიტეტის სამართლის დოქტორი (ესპანეთი), პროფესორი, სისხლის სამართალში, ჩილეს სამართლის შემსწავლელთა ცენტრის აკადემიური დირექტორი, ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, 40 მდე სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი.

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 2020 წლის 4 დეკემბერს პროფესორი გუსტავო ბალმასედა ჰოიოსი “სამართლის მეცნიერთა კავშირის” და ჟურნალი “სამართლის მაცნეს” თანაორგანიზებით გამართულ ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო დისკუსიაზე წარსდგა 1 საათიანი მოხსენებით თემაზე “თანამონაწილეობის საკვანძო ასპექტები საქართველოსა და ლათინური ამერიკის ქვეყნების სისხლის სამართალში (ჩილეს მაგალითზე).”

დისკუსიაზე მონაწილეობდნენ ასევე კოლეგები ჩილედან.

კახა წიქარიშვილი – სამართლის მეცნიერთა კავშირის წევრი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი.

დისკუსია გაიმართება საპილოტე პროექტ „ონლაინ სამეცნიერო დისკუსიების“ ფარგლებში.

დისკუსიის სრული ვიდეო ჩანაწერი ხელმისაწვდომი იქნება როგორც youtube -ზე, ასევე სამართლის მეცნიერთა კავშირის და ჟურნალ „სამართლის მაცნეს“ ვებ-გვერდზე.

დისკუსიაში მონაწილეობის მსურველები შეგიძლიათ 2021 წლის 17 ნოემბრამდე დარეგისტრირდეთ აქ განთავსებულ სარეგისტრაციო ბმულზე  და გამოგიგზავნით შეხვედრის ბმულს, რისი მეშვეობითაც შეძლებთ მონაწილეობას დისკუსიაში.

 

„სამართლის მეცნიერთა კავშირსა“ და უკრაინის “ეროვნულ საავიაციო უნივერსიტეტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

„სამართლის მეცნიერთა კავშირსა“ და უკრაინის “ეროვნულ საავიაციო უნივერსიტეტს“ შორის, რომელიც მდებარეობს კიევში, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის მიზანია სამართლის მეცნიერებისა და იურიდიული განათლების განვითარების ხელშეწყობა ურთიერთთანამშრომლობის გზით. მემორანდუმიდან გამომდინარე იგეგმება აქტიური თანამშრომლობა კერძოდ, სამეცნიერო კვლევების და უმაღლესი განათლების სფეროში სამეცნიერო კონფერენციების, სემინარების, დისკუსიების, ერთობლივად ორგანიზება და ჩატარება, საერთაშორისო საგრანტო პროექტებში ერთობლივი მონაწილეობა, აკადემიური ლიტერატურის გაცვლა, სამეცნიერო ჟურნალებში სტატიების გაცვლა.

საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი „სამართლის მაცნე“ აგრძელებს სტატიების კონკურსს ჟურნალის მესამე (ივლისის) ნომრისთვის

საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი „სამართლის მაცნე“ აგრძელებს სტატიების კონკურსს ჟურნალის მესამე (ივლისის) ნომრისთვის.

ჟურნალი გამოდის ელექტრონული სახით და ქვეყნდება ვებგვერდზე: www.heraldoflaw.com

„სამართლის მაცნე“ გახლავთ  „სამართლის მეცნიერთა კავშირი“ ს პერიოდული გამოცემა.

ჟურნალს მინიჭებული აქვს საერთაშორისო გრიფი  ISSN 2667-9434.

კონკურსის თემატიკა

ჟურნალში გამოქვეყნებისთვის, კონკურსზე მიიღება სამეცნიერო სტატიები, აქტუალურ საკითხებზე, სამართლის, ადამიანის უფლებების და სახელმწიფო მართვის თემაზე, რომლებიც შეიცავენ მეცნიერულ სიახლეს და აქვთ მაღალი სამეცნიერო ღირებულება.

ავტორები

ჟურნალში გამოქვეყნებისთვის გამოცხადებულ კონკურსში, მიიღება სამართლის დარგის ქართველი და უცხოელი მეცნიერების/მკვლევარების და დოქტორანტების სამეცნიერო სტატიები.

გამონაკლის შემთხვევებში, კონკურსში მიიღება სხვა დარგის ავტორების სამეცნიერო სტატიები, ჟურნალის თემატიკაზე, მათი აქტუალობის, მნიშვნელობის და განსაკუთრებული სამეცნიერო ღირებულებების გათვალისწინებით.

სტატიების ენა

კონკურსზე შეიძლება წარმოდგენილ იქნას სამეცნიერო სტატიები ჟურნალში გამოსაქვეყნებლად, ქართულ, ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებზე (ინგლისურენოვან აბსტრაქტთან ერთად).

სტატიების წარმოდგენის ვადა

სტატიების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 15 მაისი.

საავტორო უფლებები

ჟურნალი იცავს შემოსულ და გამოქვეყნებულ მასალებზე მატერიალურ, თუ არამატერიალურ საავტორო უფლებებს.

რედაქციის მიერ სტატიის გამოქვეყნების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ავტორი ვალდებულია სტატიის გამოქვეყნებამდე ნაშრომზე განსაკუთრებული უფლება გადასცეს რედაქციას, რაც უნდა დაადასტუროს შესაბამის განცხადებაზე ხელმოწერით და რედაქციის მოთხოვნის შემთხვევაში შესაბამისი ლიცენზიის გადაცემით.

ლიცენზია არ გულისხმობს ავტორის არაქონებრივი უფლებების გადაცემას. ავტორებს უფლება აქვთ გადაამუშავონ საკუთარი ნაშრომები, თუმცა მათ ევალებათ, რომ ჟურნალი მიუთითონ როგორც პირველადი გამოცემის წყარო.

ჟურნალში ნაშრომები გამოქვეყნდება – creative commons ლიცენზიით ( CC BY CA).

აღნიშნული ლიცენზიის თანახმად შესაძლებელია ჟურნალში გამოქვეყნებული ნაშრომების გამოყენება ნებისმიერი, მათ შორის კომერციული მიზნებისათვის, მაგრამ წყაროს მითითების ვალდებულებით.

ამ ლიცენციით ნებისმიერი პირი უფლებამოსილია გააზიაროს, გაავრცელოს, გაუკეთოს რეპროდუქცია ჟურნალს და ჟურნალის ნაწილებს, მაგრამ ასევე წყაროს მითითების ვალდებულებით (მათ შორის ვებგვერდის მისამართის).

ჟურნალში გამოქვეყნებული მასალის ცვლილების შემთხვევაში აღნიშნულ პირებს ეკისრებათ ამ ცვლილების შესახებ მითითება.

ყველა ახალი ნაშრომი, რომელიც დაფუძნებული იქნება ამ ჟურნალში გამოქვეყნებულ მასალაზე, ლიცენზირებული უნდა იყოს იმავე პირობებით როგორც ჟურნალში მითითებული გამოყენებული მასალა.

ჟურნალში აღინიშნება creative commons ლიზენცის თაობაზე.

სტატიების მიღების წესი

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ სტატიები გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: info@heraldoflaw.com

ავტორი სტატიასთან ერთად  აგზავნის ავტორის დეკლარაციის ფორმა შევსებულს  მიბმული ფაილის სახით, ასევე მის შესახებ მოკლე ინფორმაციას და საკონტაქტო მონაცემებს, რომელიც შეინახება რედაქციის არქივში.

სტატიის ატვირთვა და ჟურნალის ელ.ფოსტაზე გამოგზავნა შესაძლებელია ასევე ჟურნალის ვებგვერდზე.

 

სტატია გამოგზავნილი უნდა იყოს დადგენილი სტატიების გაფორმების წესის შესაბამისად.

რედაქცია ამოწმებს წარდგენილი ნაშრომის შესაბამისობას, სტატიების გაფორმების დადგენილ წესთან.

რედაქცია არ მიიღებს და არ განიხილავს სტატიას, რომელიც არ იქნება ამ წესის დაცვით შესრულებული და რომელიც არ შეესაბამება სტატიების პუბლიკაციის ეთიკის სტანდარტებს. რედაქტორს, ასეთ შემთხვევაში, თუ საჭიროდ და შესაძლებლად ჩათვლის რეცენზენტებთან გაგზავნამდე, შეუძლია ავტორს მისცეს რეკომენდაციები და შესთავაზოს სტატიის გაფორმება დადგენილი წესის შესაბამისად, რისთვისაც მას განუსაზღვრავს დროს. ავტორის მიერ რედაქციის რეკომენდაციების სრულად გათვალისწინების შემთხვევაში, სტატია მიიღება განსახილველად.

სტატიის ჟურნალის რედაქციაში გამოგზავნით, ავტორი ადასტურებს, რომ ის გაცნობილია და ეთანხმება ჟურნალის სტატიების პუბლიკაციის ეთიკასკონცეფციას, სტატიების კონკურსის წესს და სტატიების გაფორმების წესს.

ავტორმა, ჟურნალში სტატიის გამოქვეყნებამდე, საკონტაქტო ინფორმაციის შეცვლის შემთხვევაში, დროულად უნდა აცნობოს მისი ახალი საკონტაქტო ინფორმაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი შეტყობინება გაიგზავნება თავდაპირველ ელექტრონულ მისამართზე ან მის საკონტაქტო ტელეფონზე და ჩაითვლება ჩაბარებულად.

რედაქციის პასუხისმგებელი თანამშრომელი თავად დაუკავშირდება სტატიის ავტორს (რამდენიმე ავტორის მიერ წარმოდგენილი სტატიის შეთხვევაში კი ერთ -ერთ ავტორს).

სტატიების განხილვის წესი

ავტორის მიერ გამოსაქვეყნებლად წარდგენილი სტატია, შესაფასებლად, ეგზავნება ორ რეცენზენტს, რომელსაც ირჩევს მთავარი რედაქტორი ან მისი დავალებით რედაქტორი.

რეცენზირება ხდება სტატიის რეცენზირების დადგენილი წესის თანახმად.

სტატიის რეცენზირება წარმატებით გავლილად მიიჩნევა, ორივე დადებითი რეცენზიის მიღების შემთხვევაში.

კონკურსის შედეგები

ჟურნალში გამოქვეყნდება ის სტატიები, რომლებიც მიიღებენ ყველაზე მაღალ ქულებს რეცენზირების შედეგად.

ჟურნალში გამოქვეყნდება სულ 15 სამეცნიერო სტატია.

სტატიების კონკურსს მიღმა დარჩენილი ნაშრომები, მათი ავტორების თანხმობის შემთხვევაში, მიიღებენ მონაწილეობას შემდეგ გამოცემისთვის გამოცხადებულ სტატიების კონკურსში. ამისთვის ავტორებს აღარ დასჭირდებათ თავიდან ამ სტატიების რედაქციაში გამოგზავნა. ასევე, აღნიშნული სტატიები აღარ გაივლიან რეცენზირებას და მათ უნარჩუნდებათ წინა კონკურსში რეცენზენტების მიერ შეფასებული ქულები.

რეფერირება და ინდექსირება

ჟურნალი რეფერირდება ინსტიტუტ ტექინფორმის ქართულ რეფერატულ ჟურნალში (ქრჟ).

ჟურნალი ინდექსირდება 2 გლობალურ საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში: ISI (International scientific indexsing) და ROAD 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: მობ. 599177573; ელ-ფოსტა: info@heraldoflaw.com

დანართი

ავტორის დეკლარაციის ფორმა

გაიმართა სამეცნიერო ონლაინ სამეცნიერო დისკუსია „ევთანაზიის სისხლის სამართლებრივი პრობლემები სამართალშედარებით ჭრილში“

2021 წლის 21 აპრილს  გაიმართა სამეცნიერო ონლაინ სამეცნიერო დისკუსია „ევთანაზიის სისხლის სამართლებრივი პრობლემები სამართალშედარებით ჭრილში“.

დისკუსიის ორგანიზატორები იყვნენ სამართლის მეცნიერთა კავშირი და მისი გამოცემა, საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი სამართლის მაცნე“.

ღონისძიებაზე მოხსენებებით წარსდგნენ პროფესორი ქეთევან მჭედლიშვილი-ჰედრიხი და ა(ა)იპ „თავისუფალი განვითარების და სამართლის ცენტრის“ ხარისხის სამსახურის უფროსი თამარ ნინოშვილი.

დისკუსიას ესწრებოდნენ სამართლის დარგის მეცნიერები, უნივერსიტეტების, საკონსტიტუციო სასამართლოს და პროკურატურის წარმომადგენლები.

მოხსენებების შემდეგ გაიმართება დისკუსია.

ღონისძიება გაიმართება პროექტ „ონლაინ სამეცნიერო დისკუსიების“ ფარგლებში.

შეხვედრის სრული ვიდეო ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ აქ:

გიწვევთ ონლაინ სამეცნიერო დისკუსიაზე „ევთანაზიის სისხლისსამართლებრივი პრობლემები სამართალშედარებით ჭრილში“

„სამართლის მეცნიერთა კავშირი“ და მისი გამოცემა, საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი სამართლის მაცნე“ გიწვევთ სამართლის დარგის მეცნიერებს და მკვლევარებს, ასევე პრაქტიკოს იურისტებს ონლაინ სამეცნიერო დისკუსიაზე ევთანაზიის სისხლისსამართლებრივი პრობლემები სამართალშედარებით ჭრილში.

ღონისძიება გაიმართება 2021 წლის 21 აპრილს, 19 სთ. – ზე, ზუმის პლათფორმით.

მომხსენებლები:

  • ქეთევან მჭედლიშვილი ჰედრიხი (ფრაიგურგი, გერმანია) „სამართლის მეცნიერთა კავშირის“ და მისი გამოცემა ჟურნალი „სამართლის მაცნეს“ სარედაქციო კოლეგიის წევრი, სამართლის დოქტორი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კრიმინოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი და საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი.

ქეთევან მჭედლიშვილი – ჰედრიხი გახლდათ მაქს პლანკის საზღვარგარეთისა და ინტერნაციონალური                            სისხლის   სამართლის ინსტიტუტის და იენის ფრიდრიხ შილერის სახელობის უნივერსიტეტის (გერმანია)                     მეცნიერ-თანამშრომელი. 2020 წელს ქართულ ენაზე მისი თარგმანით გამოიცა გერმანელი ავტორის ერიკ                         ჰილგენდორფის წიგნი შესავალი მედიცინის სისხლის სამართალში.“ ის ასევე გახლავთ მრავალი სამეცნიერო           ნაშრომის ავტორი.

  • ანა კაპანაძე – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი. იგი არის საქართველოში ერთ-ერთი პირველი დოქტორანტი, რომელიც მუშაობს  მედიცინის სისხლის სამართალში.

 

  • თამარ ნინოშვილი – ა(ა)იპ „თავისუფალი განვითარების და სამართლის ცენტრის“ ხარისხის სამსახურის უფროსი.

მოხსენებების შემდეგ გაიმართება დისკუსია.

ღონისძიება გაიმართება პროექტ „ონლაინ სამეცნიერო დისკუსიების“ ფარგლებში.

შეხვედრის სრული ვიდეო ჩანაწერი ხელმისაწვდომი იქნება როგორც youtube -ზე, ასევე სამართლის მეცნიერთა კავშირის და ჟურნალ „სამართლის მაცნეს“ ვებ-გვერდებზე.

დისკუსიაში მონაწილეობის მსურველები შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ 19 აპრილის ჩათვლით აქ განთავსებულ სარეგისტრაციო ბმულზე  და გამოგიგზავნით შეხვედრის ბმულს, რისი მეშვეობითაც შეძლებთ მონაწილეობას დისკუსიაში.

 

დისკუსიის დღის წესრიგი                     

19 თებერვალი 2021, ზუმის პლატფორმა

19 00-19 05  

შეხვედრის გახსნა, მისალმება

ზურაბ ჭყონია, სამართლის მეცნიერთა კავშირის თავმჯდომარე.

მოხსენებები:

19 05-19 20         

ქეთევან მჭედლიშვილი – ჰედრიხი

19 20-19 35

ანა კაპანაძე

19 35-19 50

თამარ ნინოშვილი

20 05-21 00

დისკუსია

21 00

ღონისძიების დახურვა

 

 

 

სამეცნიერო ჟურნალი „სამართლის მაცნე“ საერთაშორისო გლობალურ ბაზა ROAD – ში ინდექსირდება

16 მარტიდან „სამართლის მეცნიერთა კავშირის“ გამოცემა სამეცნიერო ჟურნალი „სამართლის მაცნე“ საერთაშორისო გლობალურ ბაზა ROAD – ში  ინდექსირდება.

ROAD გახლავთ ღია წვდომის სამეცნიერო რესურსების (სამეცნიერო ჟურნალების, კონფერენციების მასალების, აკადემიური საცავები და სხვა.) გლობალური და ინტერდისციპლინარული სისტემა (კატალოგი), რომელიც შეიქმნა 2013 წელს.

ROAD შექმნილია ISSN – ს სერიული რესურსების იდენტიფიკაციის საერთაშორისო სისტემის ბაზაზე.

ROAD მიზნად ისახავს ინფორმაციასთან და ცოდნასთან საყოველთაო წვდომას, შენახვას, სამეცნიერო რესურსებთან წვდომის გაიოლებას, ამ რესურსების სარედაქციო ხარისხის შეფასებას და სამეცნიერო საზოგადოების მიერ მათ გამოყენებას. იუნიესკომ ROAD – ს შექმისათვის სერიული პუბლიკაციების რეგისტრაციის ცენტრთან (CIEPS) ერთად გააერთიანა ძალისხმევა. CIEPS არის იუნესკოს ეგიდით შექმნილი მეორე კატეგორიის ცენტრი.

ROAD შექმნილია ISSN (სერიული რესურსების იდენტიფიკაციის საერთაშორისო სისტემა) სისტემაზე და აკავშირებს სხვადასხვა წყაროდან შემოსულ მონაცემებს, ისეთები როგორიცაა სამეცნიერო ინდექსები და რჩეული რეესტრები მიძღვნილი სამეცნიერო პუბლიკაციებისათვის.

ROAD მხარს უჭერს ISSN – ს საერთაშორისო ცენტრი და იუნესკო. იგი ხელმისაწვდომია იუნესკოს ღია წვდომის გლობალური პორტალით  (GOAP).

ROAD წარმოადგენს ღია წვდომის სამეცნიერო რესურსების ხარისხის და ღია წვდომის მოდელის განვითარების შეფასების და დაკვირვების უნიკალურ ინსტრუმენტს მთელს მსოფლიოში.

 

ცნობილ გერმანელ პროფესორს ბერნდ ჰაინრიხს კავშირის საპატიო წევრის სტატუსი მიენიჭა!

გერმანელ მეცნიერს, თიუბინგენის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორს ბერნდ ჰაინრიხს, სამართლის მეცნიერთა კავშირის საპატიო წევრის სტატუსი მიენიჭა!

ბერნდ ჰაინრიხი გახლავთ კავშირის გამოცემა ჟურნალი „სამართლის მაცნეს“ სარედაქციო კოლეგიის უცხოელი წევრი.

ბატონ ბერნ ჰაინრიხს  ვულოცავთ კავშირის საპატიო წევრის სტატუსის მინიჭებას და ვუსურვებს მას წარმატებებს.

უღსანიშნავია, რომ პროფესორი ჰაინრიხი გახლავთ პირველი, რომელსაც მიენიჭა კავშირის საპატიო წევრის სტატუსი.