2020 წლის 21 ოქტომბერს 12 საათზე „სამართლის მეცნიერთა კავშირის“ ორგანიზებით გაიმართება ამავე კავშირის გამოცემა – საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალ „სამართლის მაცნეს“ წარდგენის ღონისძიება
2020 წლის 21 ოქტომბერს 12 საათზე „სამართლის მეცნიერთა კავშირის“ ორგანიზებით გაიმართება ამავე კავშირის გამოცემა – საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალ „სამართლის მაცნეს“ წარდგენის ღონისძიება
2020 წლის 12 მარტს ჩატარდა სამართლის მეცნიერთა კავშირის გამგეობის სხდომა.
გამგეობის გადაწყვეტილებით დამტკიცდა კავშირის საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი „სამართლის მაცნე“-ს სარედაქციო კოლეგია.
2020 წლის 9 მარტს გაიმართა სამართლის მეცნიერთა კავშირის გამგეობის სხდომა.
კავშირის თავმჯდომარემ და კავშირის ახლადდაარსებული საერთაშორისო ჟურნალ „სამართლის მაცნე“-ს მთავარმა რედაქტორმა ზურაბ ჭყონიამ, გამგეობას წარუდგინა ჟურნალის კონცეფცია, დებულება, პუბლიკაციის ეთიკა, სტატიების კონკურსის ჩატარების წესი,
დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ საქართველოში არაერთი რეფორმა განხორციელდა. რეფორმის ფარგლებში ძირეულად მოხდა არსებული საბჭოური სამართლებრივი ბაზის შეცვლა, რაც სამართლის დარგის მეცნიერთა დიდი ძალისხმევის და შრომის შედეგიცაა. ცალსახაა, რომ ნებისმიერი საკანონმდებლო აქტის მიღება სამეცნიერო კვლევების საფუძველზე უნდა ხდებოდეს და არა სპონტანურად. დღემდე სამართლის დარგის მეცნიერთა მიერ არაერთი სამეცნიერო ნაშრომი და რეკომენდაცია დაიწერა ქართული სამართლის სრულყოფის მიზნით, თუმცა აღნიშნული დარგის განვითარებას მნიშვნელოვნად აფერხებს ხშირი საკანონმდებლო ცვლილებები და არასტაბილური სამართლებრივი გარემო. სწორედ ამის გამო დღეს მოქმედ კანონმდებლობაში გამოვლინდა მრავალი ხარვეზი და შეუსაბამობა. შექმნილი რთული რეალობიდან ერთ-ერთი გამოსავალი კი გახლავთ სამართლის მეცნიერების განვითარება, რისი აუცილებელი პირობაცაა იურიდიული განათლების განვითარებისა და სამოქალაქო საზოგადოებაში სამართლებრივი მართლშეგნების დონის ამაღლების ხელშეწყობა.
ვრცლად