სიახლეების არქივი

სამართლის მეცნიერთა კავშირის პრეზენტაცია

2014 წლის 23 ივლისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, "სამართლის მეცნიერთა კავშირის" წარდგენის ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე ასევე მოეწყო კავშირის წევრთა  პროფესორების: ოთარ გამყრელიძის, გია მეფარიშვილის, ზურაბ ძლიერიშვილის, ჯემალ გახოკიძის, გია ლილუაშვილის, ვალერი ხრუსტალის, ბიძინა (გურჯი) სავანელის და ამირან ზენაიშვილის წიგნების პრეზენტაციები.

 

პრეზენტაციას დაესწრნენ ქვეყნის უნივერსიტეტების, სახალხო დამცველის აპარატის, სასამართლო ხელისუფლების, საერთაშორისო და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები. 


 

...

მემორანდუმი თბილისის საქალაქო სასამართლოსთან

მემორანდუმი თბილისის საქალაქო სასამართლოსთან.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოსა და სამართლის მეცნიერთა კავშირს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ მამუკა ახვლედიანმა და სამართლის მეცნიერთა კავშირს თავმჯდომარემ ზურაბ ჭყონიამ მოაწერეს.

 

მემორანდუმი ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას ითვალისწინებს. სასამართლოს მოხელეები, ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, სამართლის მეცნიერთა კავშირის ინიციატივით გამართულ საჯარო ლექციებში, დისკუსიებსა და სხვა საგანმანათლებლო თუ სამეცნიერო პროექტებში ჩაერთვებიან. 

...

სამართლის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „მართლსაჯულების აქტუალური პრობლემები და მათი დაძლევის გზები

2015 წლის 19 ივნისს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაში სამართლის მეცნიერთა კავშირის და ევროპის უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა სამართლის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „მართლსაჯულების აქტუალური პრობლემები და მათი დაძლევის გზები.  კონფერენციაში მონაწილეობდნენ სამართლის დარგის აღიარებული ქართველი და უცხოელი მეცნიერები, ექსპერტები და მოსამართლეები. კონფერენციას ესწრებოდნენ სასამართლო ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციების, ქართული სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, უნივერსიტეტების და სამეცნიერო წრეების თვალსაჩინო წარმომადგენლები.

...

განცხადება კავშირის წევრთა საერთო კრების მოწვევის შესახებ

სამართლის მეცნიერთა კავშირი“- წევრის წევრთა საყურადღებოდ!

    შეგახსენებთ, რომ კავშირის წესდების თანახმად მიმდინარე წლის აპრილში იწურება კავშირის არსებული გამგეობის უფლებამოსილების 4 წლიანი ვადა. ამასთან საჭიროებიდან გამომდინარე ვგეგმავთ წესდებაში ცვლილებების შეტანის მიზნით წესდების ახალი რედაქციის წარდგენას კრებაზე. დღის წესრიგთან ერთად გიგზავნით წესდების ახალ რედაქციას, სადაც შესატანი ცვლილებებია მონიშნული.

      გთხოვთ მობრძანდეთ „სამართლის მეცნიერთა კავშირი“-ს წევრთა საერთო კრებაზე, რომელიც ჩატარდება 2019 წლის 6 აპრილს 11 საათზე ევროპის უნივერსიტეტში მე-4-ე სართულზე მდებარე საკონფერენციო დარბაზში შემდეგ მისამართზე - თბილისი, გურამიშვილის გამზ. 76.

შეგახსენებთ, რომ კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კავშირის წევრთა ნახევარზე მეტი.

კავშირის საერთო კრების

პარტნიორები