სამეცნიერო ჟურნალი

სამეცნიერო ჟურნალი

განცხადებები
მისია და მიზნები

კავშირის გამგეობის სხდომა

2020 წლის 29 იანვარს ჩატარდა კავშირის გამგეობის სხდომა.
ჟურნალი “სამართლის მაცნე”-ს მთავარ რედაქტორად არჩეულ იქნა კავშირის თავმჯდომარე ზურაბ ჭყონია, რომელსაც დაევალა ჟურნალის რედაქციის ტექნიკური პერსონალისა და სარედაქციო კოლეგიის დაკომპლექტება.

კავშირის გამგეობის ხდომა

2019 წლის 15 დეკემბერს ჩატარდა კავშირის გამგეობის სხდომა.
გამგეობის გადაწყვეტილებით დაფუძნდა კავშირის საერთაშორისო სამეცნიერო ონლაინ ჟურნალი „სამართლის მაცნე“.

დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ საქართველოში არაერთი რეფორმა განხორციელდა. რეფორმის ფარგლებში ძირეულად მოხდა არსებული საბჭოური სამართლებრივი ბაზის შეცვლა, რაც სამართლის დარგის მეცნიერთა დიდი ძალისხმევის და შრომის შედეგიცაა. ცალსახაა, რომ ნებისმიერი საკანონმდებლო აქტის მიღება სამეცნიერო კვლევების საფუძველზე უნდა ხდებოდეს და არა სპონტანურად. დღემდე სამართლის დარგის მეცნიერთა მიერ არაერთი სამეცნიერო ნაშრომი და რეკომენდაცია დაიწერა ქართული სამართლის სრულყოფის მიზნით, თუმცა აღნიშნული დარგის განვითარებას მნიშვნელოვნად აფერხებს ხშირი საკანონმდებლო ცვლილებები და არასტაბილური სამართლებრივი გარემო. სწორედ ამის გამო დღეს მოქმედ კანონმდებლობაში გამოვლინდა მრავალი ხარვეზი და შეუსაბამობა. შექმნილი რთული რეალობიდან ერთ-ერთი გამოსავალი კი გახლავთ სამართლის მეცნიერების განვითარება, რისი აუცილებელი პირობაცაა იურიდიული განათლების განვითარებისა და სამოქალაქო საზოგადოებაში სამართლებრივი მართლშეგნების დონის ამაღლების ხელშეწყობა.

ვრცლად
წევრები